“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 35

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.გადასაზიდად ტვირთის წარდგენისას ტვირთგამგზავნი ზედნადებში მიუთითებს მის წონას, ხოლო ტარიან-ცალეული ტვირთის გადაზიდვისას – აგრეთვე სატვირთო ადგილების რაოდენობას.

2.აკრძალულია ტვირთის წონის განსაზღვრა გაანგარიშებით ან ტვირთის აზომვით, თუ მისი ჩატვირთვა ვაგონების (კონტეინერების) სრულ შევსებამდე გამოიწვევს მათი ტვირთამწეობის დაშვებული ნორმების გადამეტებას.

3.არ დაიშვება ნაყარი და მარცვლეული ტვირთის წონის განსაზღვრა აზომვით ან პირობითად, თუ იგი გადაიზიდება საზღვაო ნავსადგურებისა და სარკინიგზო სასაზღვრო გადამცემი სადგურის გავლით, არაპირდაპირი საერთაშორისო მიმოსვლით.

4.ტვირთის მასას განსაზღვრავს: ა) რკინიგზა – თუ დატვირთვა ხორციელდება საერთო სარგებლობის ადგილებში; ბ) ტვირთგამგზავნი – თუ დატვირთვა ხორციელდება არასაერთო სარგებლობის ადგილებში.

5.ერთი ზედნადებით წარდგენილი ტვირთის საერთო წონა, რომელიც უნდა გადაიზიდოს ვაგონით (კონტეინერით), განისაზღვრება თითოეულ სატვირთო ადგილზე მითითებული ტრაფარეტის მიხედვით, სტანდარტული წონით, აგრეთვე გაანგარიშების გზით და აზომვით.

6.ტრაფარეტის საფუძველზე, სტანდარტის მიხედვით, გაანგარიშებით ან აზომვით ტვირთის წონას განსაზღვრავს ტვირთგამგზავნი. თუ ტვირთგამგზავნს არ აქვს ვაგონის სასწორი, ტვირთის წონა შეიძლება განისაზღვროს რკინიგზის სასწორით, ტვირთგამგზავნის ხარჯით.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
151417129¹1216766746981763671674735
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სარკინიგზო…“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სამოქალაქო…საგზაო მოძრაობის შესახ…საზღვაო კოდექსისაქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა