საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

მუხლი 18. გამოცხადებული ფასეულობის ტვირთი (ბარგი, ტვირთ-ბარგი)

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ტვირთგამგზავნს უფლება აქვს, გადასაზიდად წარადგინოს გამოცხადებული ფასეულობის ტვირთი (ბარგი, ტვირთ-ბარგი). ტვირთგამგზავნი ვალდებულია გამოაცხადოს გადასაზიდად წარდგენილი ძვირფასი ლითონების (თვლების) და მათგან დამზადებული ნაკეთობების, ხელოვნების ნაწარმოებების, მხატვრული ნაკეთობების, ანტიკვარული ნივთების (მათ შორის, ხალიჩების), მოწყობილობებისა და ხელსაწყოების, ვიდეოაუდიოაპარატურის, ელექტრონულ-გამომთვლელი და გასამრავლებელი ტექნიკის, აგრეთვე საოჯახო ნივთების (რომელთა გადაზიდვა ხდება გამცილებლის გარეშე) ფასეულობა.

2.ტვირთის (ბარგის, ტვირთ-ბარგის) ფასეულობის გამოცხადებისათვის ტვირთგამგზავნი იხდის „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“ განსაზღვრულ საფასურს.

3.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ტვირთის (ბარგის, ტვირთ-ბარგის) გარდა, ნებისმიერი სხვა ტვირთიც (ბარგიც, ტვირთ-ბარგიც) შეიძლება იყოს გამოცხადებული ფასეულობის საგანი. ამ შემთხვევაში შესაბამისი საფასურის გადახდა ხორციელდება ხელშეკრულების საფუძველზე.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ტვირთგამგზავნს უფლება აქვს, გადასაზიდად წარადგინოს გამოცხადებული ფასეულობის ტვირთი (ბარგი, ტვირთ-ბარგი). ტვირთგამგზავნი ვალდებულია გამოაცხადოს გადასაზიდად წარდგენილი ძვირფასი ლითონების (თვლების) და მათგან დამზადებული ნაკეთობების, ხელოვნების ნაწარმოებების, მხატვრული ნაკეთობების, ანტიკვარული ნივთების (მათ შორის, ხალიჩების), მოწყობილობებისა და ხელსაწყოების, ვიდეოაუდიოაპარატურის, ელექტრონულ-გამომთვლელი და გასამრავლებელი ტექნიკის, აგრეთვე საოჯახო ნივთების (რომელთა გადაზიდვა ხდება გამცილებლის გარეშე) ფასეულობა. 2. ტვირთის (ბარგის, ტვირთ-ბარგის) ფასეულობის გამოცხადებისათვის ტვირთგამგზავნი იხდის „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“ განსაზღვრულ საფასურს. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ტვირთის (ბარგის, ტვირთ-ბარგის) გარდა, ნებისმიერი სხვა ტვირთიც (ბარგიც, ტვირთ-ბარგიც) შეიძლება იყოს გამოცხადებული ფასეულობის საგანი. ამ შემთხვევაში შესაბამისი საფასურის გადახდა ხორციელდება ხელშეკრულების საფუძველზე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 1 სექ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4119725³3641521656846926766312018
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სარკინიგზო…საქართველოს სამოქალაქო…საზღვაო კოდექსისაქართველოს საჰაერო კო…ნავთობისა და გაზის შეს…საქართველოს საბაჟო კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №17 · ბოლოს შემოწმდა