“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 324

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ტვირთის ფასი ცხადდება მისი ღირებულებიდან გამომდინარე.

2.ტვირთის ღირებულება განისაზღვრება მისი ფასის მიხედვით, რომელიც აღნიშნულია გამყიდველის ანგარიშში‚ ან გათვალისწინებულია ხელშეკრულებით‚ ხოლო მათი არარსებობისას – იმ ფასიდან გამომდინარე‚ რომელიც შესადარ პირობებში ჩვეულებრივ გადაიხდება ანალოგიური საქონლისთვის.

3.ფასგამოცხადებული ტვირთის გადასაზიდად წარდგენისას ტვირთგამგზავნი, ზედნადებთან ერთად, გაგზავნის სადგურს წარუდგენს ფასგამოცხადებული ტვირთის გადაზიდვის აღწერილობას‚ რომელიც შევსებულია ამ წესების დანართით გათვალისწინებული ფორმით.

4.თუ სხვადასხვა ფასეულობის ტვირთი გადასაზიდად თითო ზედნადებით არის წარდგენილი, განმასხვავებელი ნიშნები‚ ადგილების რაოდენობა და ფასი აღწერილობაში აღინიშნება ცალკე სტრიქონად.

5.ფასგამოცხადებული ტვირთის გადაზიდვის აღწერილობა დგება სამ ეგზემპლარად‚ რომელთაგან ერთი უბრუნდება ტვირთგამგზავნს‚ მეორე – გაიკვრება ვაგონის (კონტეინერის) შიგნით, თვალსაჩინო ადგილას, ან ჩაიდება ერთ-ერთ სატვირთო ადგილში, ტვირთის წვრილმანი გზავნილით გადაზიდვისას‚ ხოლო ნუსხის მესამე ეგზემპლარი რჩება გამგზავნის სადგურს.

6.პირადი (ყოფითი) საჭიროებისთვის განკუთვნილი ფასგამოცხადებული ტვირთი გადასაზიდად წარედგინება რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის წესის შესაბამისად.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
22181516015915569268467635468467324
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სარკინიგზო…“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სამოქალაქო…საზღვაო კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა