საკეტ-საპლომბი მოწყობილობა მაგრდება: ა) დახურულ ვაგონზე – ვაგონის თითოეულ მხარეს განლაგებული კარის ზესადებზე, თითო ცალი; ბ) სარეფრიჟერატორო ვაგონზე – ვაგონის თითოეულ მხარეს განლაგებულ იმ კარზე, რომელიც აღჭურვილია დასაჭერი ფილით და ჩამკეტი მოწყობილობის ბერკეტებით, თითო ცალი; გ) ცისტერნაზე – ზედა ჩასატვირთი ლ ი უკის სახურავზე, თითო ცალი; დ) ვაგონ-ჰოპერზე – ჩასატვირთი ლ ი უკის დამამაგრებელი შტანგის ჩამკეტ მოწყობილობაზე, თითო ცალი; ე) მსუბუქი ავტომობილების გადამზიდ დახურულ ვაგონზე – თითოეული ტორსული მოედნის კარის ჩამკეტ მოწყობილობაზე, თითო ცალი; ვ) კონტეინერებზე – თითო ცალი, კარის მარჯვენა საგდულის მარცხენა მხარეს განლაგებულ სახელურზე, რომელიც ბოლოს იკეტება.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”
მუხლი 332
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

