მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 23 (დანართი 1). ავტოგასამართ, აირგასამართ, აირსავსებ საკომპრესორო სადგურებში მარიგებელი სვეტების მადოზირებელი ან/და მრიცხველი მექანიზმების დალუქვა

რედაქცია №149 კონსოლიდირებული · 18 ნოე. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ავტოგასამართ სადგურში (ამ მუხლის მიზნებისთვის შემდგომში – აგს), ასევე აირგასამართ და აირსავსებ საკომპრესორო სადგურში (ამ მუხლის მიზნებისთვის შემდგომში – აირსავსები სადგური) მარიგებელი სვეტების ფუნქციონირება უნდა განხორციელდეს მხოლოდ ამ მუხლით დადგენილი წესით დალუქული მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების საშუალებით.

2.აგს-ში/აირსავსებ სადგურში მრიცხველი და მადოზირებელი მექანიზმების პირველად დალუქვას და ყოველ ხელახალ დალუქვას ახორციელებს გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ლუქებით, აღნიშნული მექანიზმების მეტროლოგიური დამოწმების ჩატარების შემდეგ.

3.აგს-ის/აირსავსები სადგურის მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების მეტროლოგიურ დამოწმებას ახორციელებს სააგენტო ან აკრედიტებული პირი თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

4.აგს-ში/აირსავსებ სადგურში მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების დალუქვა ხორციელდება საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ლუქებით.

5.საგადასახადო ორგანოს ლუქებით დალუქვას ექვემდებარება აგს-ში/აირსავსებ სადგურში არსებული ყველა მარიგებელი სვეტი, მიუხედავად იმისა, გამოიყენება თუ არა ეს სვეტი საწვავის/აირის მისაწოდებლად.

6.საგადასახადო ორგანოებში ლუქების გაცემასთან დაკავშირებულ პროცესებზე მართვის და ზედამხედველობის განხორციელების პროცედურები განისაზღვრება საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რისთვისაც უნდა გაიხსნას შესაბამისი ჟურნალები ელექტრონული ან მატერიალური ფორმით.

7.გადასახადის გადამხდელი ვალდებულია აგს-ში/აირსავსებ სადგურში მარიგებელი სვეტების მადოზირებელ და მრიცხველ მექანიზმებზე ლუქის დადებამდე/ახსნამდე არაუგვიანეს 1 საათისა ელექტრონული განცხადებით მიმართოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს და აცნობოს ლუქის დადების/ახსნის ზუსტი დრო.

8.აგს-ში/აირსავსებ სადგურში მარეგულირებელი სვეტების მადოზირებელ და მრიცხველ მექანიზმებზე ლუქის დადების/ახსნის დროს გადასახადის გადამხდელის მიერ ფორმდება დანართი №14-ის შესაბამისი აქტი, რომლის შენიშვნის გრაფაში უნდა მიეთითოს ლუქის დადების/ახსნის მიზეზები (გეგმური, მექანიზმების დაზიანება, ლუქების დაზიანება და სხვ.).

9.გადასახადის გადამხდელი ვალდებულია აქტის ერთი ეგზემპლარი, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს აქტის შედგენიდან არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა. მარიგებელი სვეტის დაზიანების შემთხვევაში, თუ მისი შეკეთება მოითხოვს მადოზირებელ ან/და მრიცხველი მექანიზმებზე საგადასახადო და მეტროლოგიური დამოწმების ორგანოების მიერ დადებული ლუქის მოხსნას (მ.შ. მათი შეკეთების ან შეცვლის მიზნით) ან იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელმა აღმოაჩინა ლუქის დაზიანების ფაქტი, იგი ვალდებულია დაზიანების აღმოფხვრამდე შეაჩეროს საწვავის მიწოდება და აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ლუქის გამცემ საგადასახადო ორგანოს ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, რის შემდეგაც იგი ხსნის ლუქებს და გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის შემდგეგ ამ მუხლით დადგენილი წესით ახდენს მექანიზმების ხელახალ დალუქვას.

10.აგს-ში/აირსავსებ სადგურში მარეგულირებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების ხელახალი დალუქვა სავალდებულოა ბოლო დალუქვიდან 1 წლის გასვლის შემდეგ.

11.აგს-ის/აირსავსები სადგურის მოსარგებლის ცვლილების შემთხვევაში (თუ ამ მუხლით დადგენილი საერთო წესით არ ხორციელდება აგს-ის/აირსავსები სადგურის მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების ხელახალი დალუქვა), ახალი მოსარგებლისათვის აგს-ით/აირსავსები სადგურით სარგებლობის უფლების გადაცემამდე, ძველი მოსარგებლე ვალდებულია განცხადებით მიმართოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს აგს-ის/აირსავსები სადგურის მოსარგებლის ცვლილების თაობაზე, რომელსაც უნდა ერთოდეს ძველი და ახალი მოსარგებლის მიერ ხელმოწერილი, მხარეთა ნების დამადასტურებელი ერთობლივი დოკუმენტი. აღნიშნული განცხადება დადასტურებული უნდა იქნეს ახალი მოსარგებლის მიერ. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოსარგებლის ცვლილება არ იწვევს აგს-ის/აირსავსები სადგურის მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების ხელახალი დალუქვის ვალდებულებას. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 მარტის №117 ბრძანება - ვებგვერდი, 02.03.2011წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №383 - ვებგვერდი, 09.10.2018წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 14 ნოემბრის ბრძანება №347 - ვებგვერდი, 18.11.2019წ. დანართი №1 4 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №383 - ვებგვერდი, 09.10.2018წ . აქტი № ავტოგასამართ , აირგასამართ , აირსავსებ საკომპრესორო სადგურებში მადოზირებელ და მრიცხველ მექანიზმებზე ლუქის დადების / ახსნის შესახებ ---––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––– ( რიცხვი , თვე , წელი ) ( საათი , წუთი ) ----------------––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––- ( გადასახადის გადამხდელის დასახელება / სახელი და გვარი , საიდენტიფიკაციო / პირადი ნომერი ) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––- ( ლუქის დადების / ახსნის განმახორციელებელი პირის თანამდებობა , სახელი და გვარი , პირადი ნომერი ) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მიერ გაცემული ლუქებით განვახორციელე ( საგადასახადო ორგანოს დასახელება ) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––----------------------- მდებარე ( ავტოგასამართ , აირგასამართ , აირსავსებ საკომპრესორო სადგურის მისამართი , ობიექტის შვიდნიშნა კოდი ) -------------------------------------------------------------------------------------------------------- სადგურში ( ავტოგასამართ აირგასამართ , აირსავსებ საკომპრესორო სადგური ) მადოზირებელ და მრიცხველ მექანიზმებზე ლუქის ––––––––––––, შემდეგი პირების თანდასწრებით : ( დადება / ახსნა ) ––––––––––––––––––––––––––––––––––. ( სახელი და გვარი , პირადი ნომერი ) –––––––––––––––––––––––––––––––––––. ( სახელი და გვარი , პირადი ნომერი ) დადებული / ახსნილი ლუქების რაოდენობა : ა ) მრიცხველზე : -------------------------------------------------------------------------------- ბ ) მადოზირებელ მექანიზმზე : ----–----------------------------------------------------- დადებული / ახსნილი ლუქების ნომრები : ა ) მრიცხველზე : ---------------------------------------------------------------------------------- ბ ) მადოზირებელ მექანიზმზე : ------------------------------------------------------------- მარიგებელი სვეტის მრიცხველის ჩვენება ( ლუქის დადების / ახსნის დროს ) --------------------------- აქტი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და მის სისწორეს ვადასტურებთ ხელმოწერით : გადასახადის გადამხდელი : –––––––––––––– ( ხელმოწერა ) დამსწრეები : –––––––––––––– ( ხელმოწერა ) –––––––––––––– ( ხელმოწერა ) შენიშვნა :–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– __________________________________________________________________________________ თავი V 1 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №367 - ვებგვერდი, 16.12.2014წ. AM მოდულის აქტივაციისათვის საჭირო მონაცემების მქონე საკონტროლო-სალარო აპარატები და ტექნიკური საშუალებები, მათი რეესტრი, რეგისტრაცია, ექსპლუატაცია და გამოყენების წესების დაცვის კონტროლი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3491251876512916 (დ…103 (…21 (დ…66¹ (…27 (დ…13 (დ…23 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსმიმდინარე კონტროლის პრ…“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…გადასახადების ადმინისტ…ნაგავსაყრელის მოწყობის…სახელმწიფო საზღვრის რე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №149 · ბოლოს შემოწმდა