Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაგზაო მოძრაობის შესახებმუხლი 19

საგზაო მოძრაობის შესახებ

მუხლი 19. სატრანსპორტო საშუალებაზე დასამაგრებელი საცნობი ნიშნები

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მძღოლი, ხოლო ამ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საწარმო ვალდებულია ამ პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებებზე დაამაგროს შემდეგი საცნობი ნიშნები: ა) „ავტომატარებელი“ – კაბინის თავზე ჰორიზონტალურად განლაგებული, ერთმანეთისაგან 150-დან 300 მმ-მდე დაშორებული სამი ნარინჯისფერი მაშუქი – მაგრდება ავტომატარებელსა და შესახსრებულ ავტობუსზე; ბ) „კოტები“ – წვერით ზევით მიმართული თეთრი ტოლგვერდა სამკუთხედი წითელი არშიით, რომელშიც ჩაწერილია შავი ასო „კ“ (სამკუთხედის გვერდი არანაკლებ 200 მმ-ია, არშიის სიგანე – გვერდის 1/10) – მაგრდება იმ სატრანსპორტო საშუალების უკანა მხარეს, რომელზედაც დამაგრებულია კოტებიანი სალტეები; გ) „სახიფათო ტვირთი“ – 400X300 მმ ზომის, სწორკუთხედი, ნარინჯისფერი ფირფიტა გარშემო 15 მმ სიგანის შავი არშიით − ასეთი ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს, ხოლო ცისტერნის შემთხვევაში − გვერდებზედაც (ფირფიტის ქვედა ნაწილში უნდა აღინიშნოს ტვირთის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნომერი, ხოლო ზედა ნაწილში − საშიშროების საიდენტიფიკაციო ნომერი. ისინი უნდა გაიყოს 15 მმ სისქის შავი ჰორიზონტალური ხაზით, რომელიც ფირფიტას ნახევარ სიმაღლეზე გადაკვეთს); დ) „არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთი“ – 400X400 მმ ზომის დაფა, რომელზედაც დიაგონალურადაა დახაზული 50 მმ სიგანის ურთიერთმონაცვლე წითელი და თეთრი ზოლები შუქამრეკლი ზედაპირით − მაგრდება არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) და ამ კანონის 47-ე მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებების წინა და უკანა მხარეს; ე) „გრძელი სატრანსპორტო საშუალება“ – არანაკლებ 1200X200 მმ ზომის, ყვითელი მართკუთხედი 40 მმ სიგანის წითელი არშიით და შუქამრეკლი ზედაპირით – მაგრდება იმ არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) სატრანსპორტო საშუალების უკანა მხარეს, რომლის სიგრძე ტვირთით ან უიმისოდ აღემატება 20 მეტრს, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობაზე, რომელშიც ორი ან ორზე მეტი მისაბმელია. თუ აღნიშნული ზომის ნიშნის დამაგრება შეუძლებელია, დასაშვებია დამაგრდეს არანაკლებ 600X200 მმ ზომის ორი ერთნაირი ნიშანი სატრანსპორტო საშუალების ღერძის სიმეტრიულად; ვ) „ბავშვების გადაყვანა“ – ყვითელი კვადრატი წითელი არშიით (კვადრატის გვერდი არანაკლებ 250 მმ-ია, არშიის სიგანე – გვერდის 1/10), 1.24 საგზაო ნიშნის სიმბოლო შავი გამოსახულებით – მაგრდება იმ ავტობუსის წინა და უკანა მხარეს, რომელსაც ბავშვთა ჯგუფები გადაჰყავს; ზ) „სმენადაქვეითებული მძღოლი“ – 160 მმ დიამეტრი­ს ყვითელი წრე შიგნით ჩახაზული 40 მმ დიამეტრის სამი შავი წრით, რომლებიც განლაგებულია წარმოსახვითი წვერით ქვევით მიმართული ტოლგვერდა სამკუთხედის კუთხეებში − მაგრდება იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს, რომელსაც მართავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული სმენადაქვეითებული მძღოლი; თ) „სასწავლო-სატრანსპორტო საშუალება“ – წვერით ზევით მიმართული თეთრი ტოლფერდა სამკუთხედი წითელი არშიით, რომელშიც ჩაწერილია შავი ასო „ს“ (სამკუთხედის გვერდი არანაკლებ 200 მმ-ია, არშიის სიგანე – გვერდის 1/10) – მაგრდება სასწავლო სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს. აგრეთვე დასაშვებია მსუბუქი ავტომობილის სახურავზე ორმხრივი ნიშნის დაყენება; ი) „სიჩქარის შეზღუდვა“ – 3.24 საგზაო ნიშნის შემცირებული ფერადი გამოსახულება, რომელზედაც მითითებულია ნებადართული მოძრაობის სიჩქარე (ნიშნის დიამეტრი არანაკლებ 160 მმ-ია, არშიის სიგანე – დიამეტრის 1/10) – მაგრდება იმ არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) სატრანსპორტო საშუალების ან სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების ძარას უკანა მხარეს, მარცხნივ, რომელსაც მართავს მძღოლად მუშაობის 2 წლამდე სტაჟის მქონე მძღოლი, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როცა ტექნიკური მახასიათებლით სატრანსპორტო საშუალების მაქსიმალური სიჩქარე ამ კანონის 33-ე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულზე ნაკლებია.

2.მძღოლის სურვილისამებრ, სატრანსპორტო საშუალებაზე შეიძლება დამაგრდეს შემდეგი საცნობი ნიშნები: ა) „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“ – ყვითელი კვადრატი 150-მმ-იანი გვერდით და 8.17 საგზაო ნიშნის სიმბოლო შავი გამოსახულებით – შეიძლება დამაგრდეს იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების წინა მხარეს და უკანა მხარეს, რომელსაც მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი მართავს, ან იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც აღნიშნული პირი (პირები) გადაჰყავს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მუნიციპალიტეტს განსაზღვრული აქვს შესაბამისი საცნობი ნიშანი და განსაზღვრული ჰყავს ამ ნიშნის მიღების უფლებამოსილების მქონე პირები; ბ) „ექიმი“ − ლურჯი კვადრატი 140-მმ-იანი გვერდით, შიგ ჩახაზული 125 მმ დიამეტრის თეთრი წრით, რომელზედაც გამოსახულია წითელი ჯვარი (სიმაღლე − 90 მმ, შტრიხის სიგანე − 25 მმ) − შეიძლება დამაგრდეს იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც ექიმი მძღოლი მართავს; გ) „მარეგისტრირებელი სახელმწიფოს განმასხვავებელი ნიშანი“ − საერთაშორისო მოძრაობაში მყოფი საქართველოში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების განმასხვავებელი ნიშანი. ნიშანი არის ელიფსის ფორმის, რომლის ღერძების სიგრძე არანაკლებ 0,175 მX0,115 მ-ია. ნიშანში ჩაწერილია საქართველოს საერთაშორისო კოდი „GE“. ლათინური ასოების სიმაღლეა არანაკლებ 0,08 მ-ისა. ისინი გამოსახულია არანაკლებ 0,01 მ სიგანის შტრიხებით. ასოები დატანილია შავი საღებავით თეთრ ფონზე (თეთრი ფონი შეიძლება შუქამრეკლი მასალისაგან იყოს დამზადებული). სატრანსპორტო საშუალებაზე ნიშანი ისე უნდა დამაგრდეს, რომ ის რეგისტრაციის ნომრად (სახელმწიფო სანომრე ნიშნად) არ იქნეს აღქმული ან არ გაუარესდეს მისი წაკითხვა.

3.ამ მუხლით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებებზე დასამაგრებელი საცნობი ნიშნები გამოსახულია ამ კანონის დანართ №3-ში. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3071 – ვებგვერდი, 11 .07.2018წ. საქართველოს 2020 წლის 17 ივლისის კანონი №7062 – ვებგვერდი, 29.07.2020წ. თავი III საგზაო მოძრაობის წესები

რედაქციების შედარება

1. მძღოლი, ხოლო ამ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საწარმო ვალდებულია ამ პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებებზე დაამაგროს შემდეგი საცნობი ნიშნები: ა) „ავტომატარებელი“ – კაბინის თავზე ჰორიზონტალურად განლაგებული, ერთმანეთისაგან 150-დან 300 მმ-მდე დაშორებული სამი ნარინჯისფერი მაშუქი – მაგრდება ავტომატარებელსა და შესახსრებულ ავტობუსზე; ბ) „კოტები“ – წვერით ზევით მიმართული თეთრი ტოლგვერდა სამკუთხედი წითელი არშიით, რომელშიც ჩაწერილია შავი ასო „კ“ (სამკუთხედის გვერდი არანაკლებ 200 მმ-ია, არშიის სიგანე – გვერდის 1/10) – მაგრდება იმ სატრანსპორტო საშუალების უკანა მხარეს, რომელზედაც დამაგრებულია კოტებიანი სალტეები; გ) „სახიფათო ტვირთი“ – 400X300 მმ ზომის, სწორკუთხედი, ნარინჯისფერი ფირფიტა გარშემო 15 მმ სიგანის შავი არშიით − ასეთი ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს, ხოლო ცისტერნის შემთხვევაში − გვერდებზედაც (ფირფიტის ქვედა ნაწილში უნდა აღინიშნოს ტვირთის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნომერი, ხოლო ზედა ნაწილში − საშიშროების საიდენტიფიკაციო ნომერი. ისინი უნდა გაიყოს 15 მმ სისქის შავი ჰორიზონტალური ხაზით, რომელიც ფირფიტას ნახევარ სიმაღლეზე გადაკვეთს); დ) „არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთი“ – 400X400 მმ ზომის დაფა, რომელზედაც დიაგონალურადაა დახაზული 50 მმ სიგანის ურთიერთმონაცვლე წითელი და თეთრი ზოლები შუქამრეკლი ზედაპირით − მაგრდება არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) და ამ კანონის 47-ე მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებების წინა და უკანა მხარეს; ე) „გრძელი სატრანსპორტო საშუალება“ – არანაკლებ 1200X200 მმ ზომის, ყვითელი მართკუთხედი 40 მმ სიგანის წითელი არშიით და შუქამრეკლი ზედაპირით – მაგრდება იმ არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) სატრანსპორტო საშუალების უკანა მხარეს, რომლის სიგრძე ტვირთით ან უიმისოდ აღემატება 20 მეტრს, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობაზე, რომელშიც ორი ან ორზე მეტი მისაბმელია. თუ აღნიშნული ზომის ნიშნის დამაგრება შეუძლებელია, დასაშვებია დამაგრდეს არანაკლებ 600X200 მმ ზომის ორი ერთნაირი ნიშანი სატრანსპორტო საშუალების ღერძის სიმეტრიულად; ვ) „ბავშვების გადაყვანა“ – ყვითელი კვადრატი წითელი არშიით (კვადრატის გვერდი არანაკლებ 250 მმ-ია, არშიის სიგანე – გვერდის 1/10), 1.24 საგზაო ნიშნის სიმბოლო შავი გამოსახულებით – მაგრდება იმ ავტობუსის წინა და უკანა მხარეს, რომელსაც ბავშვთა ჯგუფები გადაჰყავს; ზ) „სმენადაქვეითებული მძღოლი“ – 160 მმ დიამეტრი­ს ყვითელი წრე შიგნით ჩახაზული 40 მმ დიამეტრის სამი შავი წრით, რომლებიც განლაგებულია წარმოსახვითი წვერით ქვევით მიმართული ტოლგვერდა სამკუთხედის კუთხეებში − მაგრდება იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს, რომელსაც მართავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული სმენადაქვეითებული მძღოლი; თ) „სასწავლო-სატრანსპორტო საშუალება“ – წვერით ზევით მიმართული თეთრი ტოლფერდა სამკუთხედი წითელი არშიით, რომელშიც ჩაწერილია შავი ასო „ს“ (სამკუთხედის გვერდი არანაკლებ 200 მმ-ია, არშიის სიგანე – გვერდის 1/10) – მაგრდება სასწავლო სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს. აგრეთვე დასაშვებია მსუბუქი ავტომობილის სახურავზე ორმხრივი ნიშნის დაყენება; ი) „სიჩქარის შეზღუდვა“ – 3.24 საგზაო ნიშნის შემცირებული ფერადი გამოსახულება, რომელზედაც მითითებულია ნებადართული მოძრაობის სიჩქარე (ნიშნის დიამეტრი არანაკლებ 160 მმ-ია, არშიის სიგანე – დიამეტრის 1/10) – მაგრდება იმ არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) სატრანსპორტო საშუალების ან სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების ძარას უკანა მხარეს, მარცხნივ, რომელსაც მართავს მძღოლად მუშაობის 2 წლამდე სტაჟის მქონე მძღოლი, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როცა ტექნიკური მახასიათებლით სატრანსპორტო საშუალების მაქსიმალური სიჩქარე ამ კანონის 33-ე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულზე ნაკლებია. 2. მძღოლის სურვილისამებრ, სატრანსპორტო საშუალებაზე შეიძლება დამაგრდეს შემდეგი საცნობი ნიშნები: ა) „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“ – ყვითელი კვადრატი 150-მმ-იანი გვერდით და 8.17 საგზაო ნიშნის სიმბოლო შავი გამოსახულებით – შეიძლება დამაგრდეს იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების წინა მხარეს და უკანა მხარეს, რომელსაც მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი მართავს, ან იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც აღნიშნული პირი (პირები) გადაჰყავს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მუნიციპალიტეტს განსაზღვრული აქვს შესაბამისი საცნობი ნიშანი და განსაზღვრული ჰყავს ამ ნიშნის მიღების უფლებამოსილების მქონე პირები; ბ) „ექიმი“ − ლურჯი კვადრატი 140-მმ-იანი გვერდით, შიგ ჩახაზული 125 მმ დიამეტრის თეთრი წრით, რომელზედაც გამოსახულია წითელი ჯვარი (სიმაღლე − 90 მმ, შტრიხის სიგანე − 25 მმ) − შეიძლება დამაგრდეს იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც ექიმი მძღოლი მართავს; გ) „მარეგისტრირებელი სახელმწიფოს განმასხვავებელი ნიშანი“ − საერთაშორისო მოძრაობაში მყოფი საქართველოში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების განმასხვავებელი ნიშანი. ნიშანი არის ელიფსის ფორმის, რომლის ღერძების სიგრძე არანაკლებ 0,175 მX0,115 მ-ია. ნიშანში ჩაწერილია საქართველოს საერთაშორისო კოდი „GE“. ლათინური ასოების სიმაღლეა არანაკლებ 0,08 მ-ისა. ისინი გამოსახულია არანაკლებ 0,01 მ სიგანის შტრიხებით. ასოები დატანილია შავი საღებავით თეთრ ფონზე (თეთრი ფონი შეიძლება შუქამრეკლი მასალისაგან იყოს დამზადებული). სატრანსპორტო საშუალებაზე ნიშანი ისე უნდა დამაგრდეს, რომ ის რეგისტრაციის ნომრად (სახელმწიფო სანომრე ნიშნად) არ იქნეს აღქმული ან არ გაუარესდეს მისი წაკითხვა. 3. ამ მუხლით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებებზე დასამაგრებელი საცნობი ნიშნები გამოსახულია ამ კანონის დანართ №3-ში. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3071 – ვებგვერდი, 11 .07.2018წ. საქართველოს 2020 წლის 17 ივლისის კანონი №7062 – ვებგვერდი, 29.07.2020წ. თავი III საგზაო მოძრაობის წესები

წინა მუხლი 18შემდეგი მუხლი 20

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №36

3
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 18მუხლი 33მუხლი 47

მიუთითებენ მასზე

მუხლი 18მუხლი 37მუხლი 61

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 47სატრანსპორტო საშუალების ტვირთი
  • 50ზოგიერთი საგზაო მოძრაობის მონაწილისა და სატრანსპორტო საშუალების განათების სხვა პირობები
  • 54სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიები და ქვეკატეგორიები

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

  • 21სატრანსპორტო საშუალების საექსპლუატაციოდ დაშვებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებები. თანამდებობის პირთა ვალდებულებანი
  • 42ტვირთის გადაზიდვა
  • 33ქვეითთა გადასასვლელი და სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება

ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

  • 8—

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 127¹საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის ან ტვირთის გადაზიდვის და ავტოსადგურის/ავტოსადგომის მუშაობის წესების დარღვევა, ან არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) სატრანსპორტო საშუალებით გზაზე მოძრაობა შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე
  • 122სატრანსპორტო საშუალების მართვა საქარე მინაზე დამაგრებული სახელმწიფო სანომრე ნიშნით ან სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე, ან იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც არ არის რეგისტრირებული დადგენილი წესით ან მოხსნილია აღრიცხვიდან
  • 120სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე, სანათი ან ხმოვანი ხელსაწყოს დაყენების წესების დარღვევა ან მისი არადანიშნულებით გამოყენება

საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ

  • 10მოძრაობის უსაფრთხოება და რეგულირება

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 15ტვირთის მასა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
214233127¹1221201081847333761505419
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაგზაო მოძრაობის შესახ…საგზაო მოძრაობის უსაფრ…ავტომოტოტრანსპორტის მფ…საქართველოს ადმინისტრა…საავტომობილო ტრანსპორტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026