“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 420

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.თითოეულ კომერციულ აქტზე დაისმის სადგურის სტრიქონული შტემპელი.

2.კომერციული აქტის პირველ ეგზემპლარს რკინიგზა იყენებს იმ გარემოების გამოსაკვლევად‚ რომელიც გახდა მისი შედგენის საფუძველი.

3.თუ კომერციული აქტი შედგენილია დანიშნულების სადგურზე‚ მაშინ აქტის მეორე ეგზემპლარი გადაეცემა ტვირთმიმღებს, მისი მოთხოვნით.

4.თუ კომერციული აქტი შედგენილია გაგზავნის ან გზად მდებარე სადგურში‚ მაშინ კომერციული აქტის მეორე ეგზემპლარი დაერთვის ზედნადებს ან საბარგო-საგზაო უწყისს და დანიშნულების სადგურამდე თან ახლავს ტვირთს. კომერციული აქტის შედგენის შესახებ აღინიშნება ზედნადების მეორე მხარეს, გრაფაში „რკინიგზის აღნიშვნები“‚ სადაც მიეთითება კომერციული აქტის ნომერი‚ მისი შედგენის თარიღი და შედგენის საფუძველი. ამ ჩანაწერს თავისი ხელმოწერით ამოწმებს სადგურის უფლებამოსილი მუშაკი და მასზე დაესმის კომერციული აქტის შემდგენელი სადგურის შტემპელი.

5.კომერციული აქტის მესამე ეგზემპლარი ინახება აქტის შემდგენელ სადგურში.

6.ტვირთის დანაკლისის ან/და დატაცების შემთხვევაში კომერციული აქტის მეოთხე ეგზემპლარი გადაეცემა სატრანსპორტო პოლიციის შესაბამის განყოფილებას.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5253125336341943142417161417420
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…აჭარის ავტონომიური რეს…საზღვაო კოდექსინორმატიული აქტების შეს…საქართველოს ზოგადი ადმ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა