“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 419

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.კომერციულ აქტში, თითოეული გზავნილის მიხედვით, აღინიშნება ვაგონის ნომერი‚ სახეობა‚ საკეტ-საპლომბი მოწყობილობის რაოდენობა და მასზე აღბეჭდილი ინფორმაცია‚ აგრეთვე გადაზიდვის დოკუმენტებში აღნიშნული და ფაქტობრივად არსებული ტვირთის ადგილების რაოდენობა და მასა. თუ ტვირთის მასა განისაზღვრა სავაგონო სასწორზე, კომერციულ აქტში აღინიშნება ვაგონის ბრუტო მასა‚ ტარის მასა (ტრაფარეტით ან სასწორზე შემოწმებული) და ნეტო მასა. ვაგონების ხელახალი აწონვის მონაცემები აღინიშნება ნუსხაში‚ რომელიც დაერთვის კომერციულ აქტს. ნუსხას ხელს აწერს კომერციული აქტის ხელმომწერი პირი.

2.სადგური, ამ წესებით გათვალისწინებული ფორმის ბლანკზე და სასტამბო ნუმერაციით, სამ ცალად ადგენს კომერციულ აქტს და ავსებს მას კომპიუტერზე ან საბეჭდ მანქანაზე გადახაზვის‚ ამოშლისა და გასწორების გარეშე. ტვირთის დანაკლისის და დატაცების შემთხვევაში კომერციული აქტი დგება ოთხ ცალად.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
52153412111536366420427415479 (და…419
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…საზღვაო კოდექსისახელმწიფო საზღვრის რე…საქართველოს საჰაერო კო…საგზაო მოძრაობის შესახ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა