Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სარკინიგზო კოდექსიმუხლი 53

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

მუხლი 53. პრეტენზიის წარდგენა

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:საზღვაო გადაზიდვების სამართალისაერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალიმგზავრის უფლებებიტრანსპორტიპიროვნული დაზიანებადაბინძურების კონტროლი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.ტვირთის (ტვირთ-ბარგის) გადაზიდვასთან დაკავშირებით სარჩელის წარდგენამდე სავალდებულოა რკინიგზის მიმართ წერილობითი პრეტენზიის წარდგენა.

2.ადგილობრივი გადაზიდვისას წარმოქმნილი ზიანისათვის რკინიგზისადმი პრეტენზიის ან სარჩელის წარდგენის უფლება აქვს: ა) ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) ან მის მიერ უფლებამოსილ პირს, ტვირთის გადასაზიდად მიღების შესახებ ტვირთის ქვითრის დედნის წარდგენისას, რომელზედაც არსებობს აღნიშვნა დანიშნულების რკინიგზის სადგურის მიერ ტვირთის არმიღების თაობაზე – ტვირთის მთლიანად დაკარგვის შემთხვევაში; ბ) ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) ზედნადებისა და კომერციული აქტის დედნების წარდგენისას – ტვირთის დაზიანების, გაფუჭების, დანაკლისის, ხარისხის დაქვეითების და სხვა შემთხვევაში; გ) ტვირთმიმღებს – ტვირთის (ტვირთ-ბარგის) ადგილზე მიტანის ვადის გადაცილების შემთხვევაში, იმ პირობით, თუ იგი წარმოადგენს ზედნადებს (ტვირთ-ბარგის ქვითრის დედანს); დ) ტვირთმიმღებს – ტვირთის (ტვირთ-ბარგის) გაცემის შეფერხების შემთხვევაში, იმ პირობით, თუ იგი წარმოადგენს სატრანსპორტო ქვითრისა და საერთო ფორმის აქტის დედნებს.

3.საერთაშორისო გადაზიდვისას პრეტენზიის წაყენების პირობები განისაზღვრება „საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმებით.

4.ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) უფლება აქვს, პრეტენზიის წარდგენის უფლებამოსილება სხვა პირს გადასცეს.

5.მგზავრთა გადაყვანასთან ან ბარგის გადაზიდვასთან დაკავშირებით რკინიგზას პრეტენზია შეუძლია წარუდგინოს: ა) ბარგის ქვითრის წარმომდგენმა – ბარგის დაკარგვისას; ბ) შესაბამისი კომერციული აქტის წარმომდგენმა – ბარგის დაზიანებისას, გაფუჭებისას ან დანაკლისისას; გ) რკინიგზის მიერ გაცემული შესაბამისი საერთო ფორმის აქტის წარმომდგენმა – ბარგის ადგილზე მიტანის ვადის გადაცილებისას; დ) მგზავრმა, ბილეთის წარმოდგენის შემთხვევაში – მატარებლის გასვლის დაყოვნებისას ან დაგვიანებისას.

6.ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგის გადაზიდვასთან და მგზავრთა გადაყვანასთან, აგრეთვე რკინიგზის მიერ მოძრავი შემადგენლობისა და კონტეინერის (რომლებიც ეკუთვნის ტვირთგამგზავნს, ტვირთმიმღებს ან სხვა პირს) დაზიანებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრეტენზიები წარედგინება რკინიგზას.

7.პირდაპირი შერეული მიმოსვლისას ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული პრეტენზიები წარედგინება: ა) დანიშნულების რკინიგზას – თუ ტვირთის გადაზიდვის ბოლო პუნქტი რკინიგზის სადგურია; ბ) სხვა სახეობის ტრანსპორტის შესაბამის ადმინისტრაციას, რომელიც ემსახურება ტვირთის გადაზიდვის ბოლო პუნქტს ან რომლის გამგებლობაშიც არის ეს პუნქტი.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ტვირთის (ტვირთ-ბარგის) გადაზიდვასთან დაკავშირებით სარჩელის წარდგენამდე სავალდებულოა რკინიგზის მიმართ წერილობითი პრეტენზიის წარდგენა. 2. ადგილობრივი გადაზიდვისას წარმოქმნილი ზიანისათვის რკინიგზისადმი პრეტენზიის ან სარჩელის წარდგენის უფლება აქვს: ა) ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) ან მის მიერ უფლებამოსილ პირს, ტვირთის გადასაზიდად მიღების შესახებ ტვირთის ქვითრის დედნის წარდგენისას, რომელზედაც არსებობს აღნიშვნა დანიშნულების რკინიგზის სადგურის მიერ ტვირთის არმიღების თაობაზე – ტვირთის მთლიანად დაკარგვის შემთხვევაში; ბ) ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) ზედნადებისა და კომერციული აქტის დედნების წარდგენისას – ტვირთის დაზიანების, გაფუჭების, დანაკლისის, ხარისხის დაქვეითების და სხვა შემთხვევაში; გ) ტვირთმიმღებს – ტვირთის (ტვირთ-ბარგის) ადგილზე მიტანის ვადის გადაცილების შემთხვევაში, იმ პირობით, თუ იგი წარმოადგენს ზედნადებს (ტვირთ-ბარგის ქვითრის დედანს); დ) ტვირთმიმღებს – ტვირთის (ტვირთ-ბარგის) გაცემის შეფერხების შემთხვევაში, იმ პირობით, თუ იგი წარმოადგენს სატრანსპორტო ქვითრისა და საერთო ფორმის აქტის დედნებს. 3. საერთაშორისო გადაზიდვისას პრეტენზიის წაყენების პირობები განისაზღვრება „საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმებით. 4. ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) უფლება აქვს, პრეტენზიის წარდგენის უფლებამოსილება სხვა პირს გადასცეს. 5. მგზავრთა გადაყვანასთან ან ბარგის გადაზიდვასთან დაკავშირებით რკინიგზას პრეტენზია შეუძლია წარუდგინოს: ა) ბარგის ქვითრის წარმომდგენმა – ბარგის დაკარგვისას; ბ) შესაბამისი კომერციული აქტის წარმომდგენმა – ბარგის დაზიანებისას, გაფუჭებისას ან დანაკლისისას; გ) რკინიგზის მიერ გაცემული შესაბამისი საერთო ფორმის აქტის წარმომდგენმა – ბარგის ადგილზე მიტანის ვადის გადაცილებისას; დ) მგზავრმა, ბილეთის წარმოდგენის შემთხვევაში – მატარებლის გასვლის დაყოვნებისას ან დაგვიანებისას. 6. ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგის გადაზიდვასთან და მგზავრთა გადაყვანასთან, აგრეთვე რკინიგზის მიერ მოძრავი შემადგენლობისა და კონტეინერის (რომლებიც ეკუთვნის ტვირთგამგზავნს, ტვირთმიმღებს ან სხვა პირს) დაზიანებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრეტენზიები წარედგინება რკინიგზას. 7. პირდაპირი შერეული მიმოსვლისას ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული პრეტენზიები წარედგინება: ა) დანიშნულების რკინიგზას – თუ ტვირთის გადაზიდვის ბოლო პუნქტი რკინიგზის სადგურია; ბ) სხვა სახეობის ტრანსპორტის შესაბამის ადმინისტრაციას, რომელიც ემსახურება ტვირთის გადაზიდვის ბოლო პუნქტს ან რომლის გამგებლობაშიც არის ეს პუნქტი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 22 იან. 2003-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 52შემდეგი მუხლი 54

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მატარებლის ავარიის სარჩელი3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • რკინიგზის გადასასვლელის ავარია3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ხელშეშლის პრეტენზიები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • FELA სარჩელი3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №17

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 57

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 55პრეტენზიის წარდგენის ვადები
  • 57სარჩელის წარდგენის წესი
  • 16ტვირთის გადაზიდვის დაგეგმვა

საზღვაო კოდექსი

  • 364
  • 366
  • 365

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 698ცნება. შინაარსი
  • 681მიმღების უფლებები ტვირთის გადაცემისას
  • 684გამგზავნის მითითებათა საფუძველზე წარმოშობილი ხარჯების ანაზღაურების უფლება

საქართველოს საჰაერო კოდექსი

  • 69დანიშნულების ადგილზე ტვირთის მიღება

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 120ტრანზიტის პროცედურის მფლობელის, გადამზიდავისა და საქონლის მიმღების ვალდებულებები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 211რკინიგზის ტრანსპორტის ორგანოები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5755162113643663656986816846912053
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სარკინიგზო…საზღვაო კოდექსისაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საჰაერო კო…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №17 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026