Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებმუხლი 17

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

მუხლი 17. აქტის შედგენის წესი

რედაქცია №37 კონსოლიდირებული · 4 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213

1.ბუნებრივი გაზის მრიცხველის დაყენების, მოხსნის, მომხმარებლის მიერ ამ წესებით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და ვალდებულებების დარღვევის, ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის, აღდგენის ან სხვა ფაქტის (გარემოების) დაფიქსირების მიზნით, განაწილების ლიცენზიატის/მიმწოდებლის წარმომადგენელი ვალდებულია ადგილზე შეადგინოს შესაბამისი აქტი. აქტის შედგენა სავალდებულო არ არის მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადაუხდელობის შედეგად მომარაგების შეწყვეტის და შესაბამისად, აღდგენის შემთხვევებში. 1 ​1 . ამ წესების შესაბამისად აქტი შესაძლებელია შედგეს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით.

2.აქტს განაწილების ლიცენზიატი ანიჭებს ნომერს და აღრიცხავს შესაბამის სარეგისტრაციო ჟურნალში.

3.აქტში უნდა აღინიშნოს: ა) გარემოება, რომლის დაფიქსირების მიზნითაც დგება აქტი; ბ) აქტის შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები მომხმარებლის შესახებ; საქმის გადასაწყვეტად სხვა საჭირო ცნობები (ინფორმაცია); გ) აქტს ხელს აწერენ მისი შემდგენი და მომხმარებელი (თუ ეს წესები ან/და მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს მომხმარებლის დასწრების პირობას), ასევე, თუ არიან მოწმეები, აქტს შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც; დ) აქტს სათანადო ჩანაწერის საფუძველზე შეიძლება დაერთოს დარღვევის ან სხვა ფაქტის დამადასტურებელი სხვადასხვა მტკიცებულებები; ე) იმ შემთხვევაში, თუ პირი უარს იტყვის აქტის ხელმოწერაზე, აქტში კეთდება სათანადო ჩანაწერი. პირს, რომელმაც უარი თქვა აქტის ხელმოწერაზე, უფლება აქვს აქტს დაურთოს ახსნა-განმარტება და შენიშვნები, აგრეთვე, ჩამოაყალიბოს აქტის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივი. 3 ​1 . თუ ტექნიკურად შეუძლებელია ელექტრონული ფორმით შედგენილ აქტზე მომხმარებლის ან/და მოწმეების მიერ ხელის მოწერა ან ამ აქტზე არ ხდება მომხმარებლის ან/და მოწმეების მიერ ახსნა-განმარტების  მიბმა, აღნიშნულ პირებს უფლება აქვთ აქტის შედგენიდან ერთი კვირის ვადაში მიაწოდონ აქტის შემდგენს მათი პოზიცია მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, რაც ჩაითვლება ელექტრონული ფორმით შედგენილი აქტის დანართად.

4.მომხმარებლის მიერ ამ წესებით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და ვალდებულებების დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში აქტში დამატებით აღინიშნება: ა) დარღვევის არსი, თარიღი და ადგილი; ბ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა არსებობის შემთხვევაში, მათი ვინაობა და მისამართი; გ) ახსნა-განმარტება (ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში); დ) მომხმარებლის კუთვნილი დანადგარების დადგმული სიმძლავრე (აუცილებლობის შემთხვევაში); ე) აღრიცხვის კვანძის (მრიცხველის და აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა დანადგარებისა თუ მოწყობილობების) ვიზუალური დათვალიერების შედეგები და მდგომარეობა – უკანონო მოხმარების შემთხვევაში; ვ) მოხდა თუ არა დარღვევის ადგილზე გამოსწორება.

5.ბუნებრივი გაზის მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის) ადგილზე შემოწმების აქტში დამატებით აღინიშნება: ა) ბუნებრივი გაზის მრიცხველის ტიპი და ნომერი, ჩვენება შემოწმების მომენტში და ბუნებრივი გაზის მრიცხველის კორექტორის პარამეტრები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ბ) მრიცხველზე დადებული ბრჯენის (ბრჯენების) ნომრები, ბრჯენების დადების ადგილისა და მთლიანობის მითითებით; აღრიცხვის მექანიზმისა და მისი დამცავი ხუფის მდგომარეობა (მთლიანობა); გ) დამოწმების ვადა, სიზუსტის კლასი და მრიცხველის მაკორექტირებელი ხელსაწყოს მონაცემები (დასახელება და საქარხნო ნომერი); დ) კორექტორის ტიპი, ქარხნული ნომერი და პროგრამულად შეყვანილი პარამეტრები, ასევე წნევის, ტემპერატურის, სიმკვრივის პარამეტრების და სხვა მონაცემები (ასეთი მრიცხველის შემთხვევაში); ე) გაზდანადგარის დატვირთვისას მრიცხველსა და შემოწმების ხელსაწყოს შედარების მაჩვენებლები; ასევე მრიცხველის გამართულობის და აღრიცხვის კვანძის მოწყობის ჰერმეტულობის შესახებ მონაცემები; ვ) აღრიცხვის კვანძის (მრიცხველის და აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა დანადგარებისა თუ მოწყობილობების) ვიზუალური დათვალიერების შედეგები და მდგომარეობა.

6.ბუნებრივი გაზის მრიცხველის დაყენების ან მოხსნის შემთხვევაში, აქტში დამატებით აღინიშნება: ა) შესაბამისი ბუნებრივი გაზის მრიცხველის (მრიცხველების) ტიპი (ნომინალის მითითებით) ტექნიკური მახასიათებლები (გაზომვის დიაპაზონი), საქარხნო (საინვენტარიზაციო) ნომერი, დამზადების (გამოშვების) წელი და ჩვენება; ბ) არსებული კორექტორის ტიპი, ქარხნული ნომერი და პროგრამულად შეყვანილი პარამეტრები, ასევე წნევის, ტემპერატურის, სიმკვრივის პარამეტრების და სხვა მონაცემები (ასეთი მრიცხველის შემთხვევაში); გ) მრიცხველზე დადებული ბრჯენის (ბრჯენების) ნომრები ბრჯენების დადების ადგილის მითითებით; მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში ასევე უნდა აღინიშნოს ბრჯენის მთლიანობისა და აღრიცხვის მექანიზმისა და მისი დამცავი ხუფის მდგომარეობის (მთლიანობის) შესახებ; დ) მრიცხველის მოხსნამდე და დაყენების შემდეგ გაზდანადგარის დატვირთვისას მრიცხველსა და შემოწმების ხელსაწყოს შედარების მაჩვენებლები; ასევე მრიცხველის გამართულობის და აღრიცხვის კვანძის მოწყობის ჰერმეტულობის შესახებ; ე) მრიცხველის მოხსნისა და დალუქვის შემთხვევაში – ბრჯენის ნომერი, რომლითაც დაილუქა მოხსნილი მრიცხველი ცალკე პაკეტში; ვ) განმარტება, თუ რა გარემოებათა გამო მოიხსნა ან/და დაყენდა ბუნებრივი გაზის მრიცხველი; ზ) მრიცხველის მოხსნისა და დროებითი მრიცხველის არდაყენების შემთხვევაში მრიცხველის გარეშე მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვაზე მომხმარებლის თანხმობის, უარის ან თანხმობის არარსებობის შესახებ; თ) ლაბორატორიის დასახელება, სადაც ჩატარდება შემოწმება (ბუნებრივი გაზის მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში); ი) მრიცხველის მოხსნამდე და მისი დამონტაჟების შემდეგ აღრიცხვის კვანძის (მრიცხველის და აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა დანადგარებისა თუ მოწყობილობების) ვიზუალური დათვალიერების შედეგები და მდგომარეობა.

7.თუ სხვადასხვა გარემოებათა გამო საჭიროა მომხმარებელთან არსებული ბუნებრივი გაზის მრიცხველის მოხსნა, იგი უნდა ჩაიდოს ცალკე პაკეტში და დაილუქოს იმგვარად, რომ პაკეტის დაუზიანებლად შეუძლებელი იყოს მრიცხველის ხელყოფა. დალუქული პაკეტის ხელშეუხებლობა, ბრჯენის გარდა ასევე დამოწმებულ უნდა იქნეს დაინტრესებული პირების ხელმოწერით, ისე რომ დალუქული პაკეტის გახსნამ გამოიწვიოს ამ ხელმოწერის (წარწერის) დაზიანება. საჭიროების შემთხვევაში ბუნებრივი გაზის მრიცხველი შესამოწმებლად, აქტთან ერთად, განაწილების ლიცენზიატის მიერ გადაიგზავნება დაინტერესებული პირის მოთხოვნით შესაბამის ლაბორატორიაში.

8.იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ესწრება ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის ან/და უკანონო მოხმარების შესახებ აქტის შედგენას ან უარს იტყვის ამ აქტის ხელმოწერაზე, ან არ გააჩნია ელექტრონული ფოსტის მისამართი, სადაც შესაძლებელი იქნება ელექტრონულად შედგენილი აქტის გაგზავნა, შედგენილი აქტი მომხმარებელს უნდა გაეგზავნოს დაზღვეული წერილით.

9.მიღებული და მოხმარებული ბუნებრივი გაზის ორი ან მეტი ბუნებრივი გაზის მრიცხველის საშუალებით აღრიცხვის შემთხვევაში აქტი უნდა შედგეს ბუნებრივი გაზით მომარაგების შესაბამის კვების წყაროზე არსებულ ბუნებრივი გაზის მრიცხველზე.

10.აქტის შედგენის პროცესს შეიძლება დაესწრონ ადმინისტრაციული ორგანოს ან დაწესებულების წარმომადგენლები, რაც უნდა დადასტურდეს მათ მიერ აქტზე ხელის მოწერით.

11.აქტი უნდა შედგეს ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა მომხმარებელს, ხოლო მეორე – განაწილების ლიცენზიატს; ბუნებრივი გაზის მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში კი აქტი უნდა შედგეს სამ ეგზემპლარად, რომელთაგან მესამე გაიგზავნება ლაბორატორიაში ბუნებრივი გაზის მრიცხველთან ერთად.

12.დაუშვებელია აქტის საფუძველზე რაიმე სახის მოქმედების განხორციელება, თუ ეს აქტი შედგენილია ამ წესებით გათვალისწინებული პირობების ან/და პროცედურების დარღვევით.

13.განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მის მიერ შედგენილი აქტი და ტექნიკურად გაუმართაობის მიზეზით მოხსნილი ბუნებრივი გაზის მრიცხველი შეინახოს შესაბამისი აქტის შედგენის თარიღიდან არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული მრიცხველი გაუმართაობის გამოსწორების შემდეგ დამონტაჟებულ იქნა იმავე მომხმარებელთან). საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 16 აგვისტოს დადგენილება №19- ვებგვერდი, 20.08.2018 წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ბუნებრივი გაზის მრიცხველის დაყენების, მოხსნის, მომხმარებლის მიერ ამ წესებით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და ვალდებულებების დარღვევის, ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის, აღდგენის ან სხვა ფაქტის (გარემოების) დაფიქსირების მიზნით, განაწილების ლიცენზიატის/მიმწოდებლის წარმომადგენელი ვალდებულია ადგილზე შეადგინოს შესაბამისი აქტი. აქტის შედგენა სავალდებულო არ არის მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადაუხდელობის შედეგად მომარაგების შეწყვეტის და შესაბამისად, აღდგენის შემთხვევებში. 1 ​1 . ამ წესების შესაბამისად აქტი შესაძლებელია შედგეს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით. 2. აქტს განაწილების ლიცენზიატი ანიჭებს ნომერს და აღრიცხავს შესაბამის სარეგისტრაციო ჟურნალში. 3. აქტში უნდა აღინიშნოს: ა) გარემოება, რომლის დაფიქსირების მიზნითაც დგება აქტი; ბ) აქტის შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები მომხმარებლის შესახებ; საქმის გადასაწყვეტად სხვა საჭირო ცნობები (ინფორმაცია); გ) აქტს ხელს აწერენ მისი შემდგენი და მომხმარებელი (თუ ეს წესები ან/და მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს მომხმარებლის დასწრების პირობას), ასევე, თუ არიან მოწმეები, აქტს შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც; დ) აქტს სათანადო ჩანაწერის საფუძველზე შეიძლება დაერთოს დარღვევის ან სხვა ფაქტის დამადასტურებელი სხვადასხვა მტკიცებულებები; ე) იმ შემთხვევაში, თუ პირი უარს იტყვის აქტის ხელმოწერაზე, აქტში კეთდება სათანადო ჩანაწერი. პირს, რომელმაც უარი თქვა აქტის ხელმოწერაზე, უფლება აქვს აქტს დაურთოს ახსნა-განმარტება და შენიშვნები, აგრეთვე, ჩამოაყალიბოს აქტის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივი. 3 ​1 . თუ ტექნიკურად შეუძლებელია ელექტრონული ფორმით შედგენილ აქტზე მომხმარებლის ან/და მოწმეების მიერ ხელის მოწერა ან ამ აქტზე არ ხდება მომხმარებლის ან/და მოწმეების მიერ ახსნა-განმარტების  მიბმა, აღნიშნულ პირებს უფლება აქვთ აქტის შედგენიდან ერთი კვირის ვადაში მიაწოდონ აქტის შემდგენს მათი პოზიცია მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, რაც ჩაითვლება ელექტრონული ფორმით შედგენილი აქტის დანართად. 4. მომხმარებლის მიერ ამ წესებით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და ვალდებულებების დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში აქტში დამატებით აღინიშნება: ა) დარღვევის არსი, თარიღი და ადგილი; ბ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა არსებობის შემთხვევაში, მათი ვინაობა და მისამართი; გ) ახსნა-განმარტება (ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში); დ) მომხმარებლის კუთვნილი დანადგარების დადგმული სიმძლავრე (აუცილებლობის შემთხვევაში); ე) აღრიცხვის კვანძის (მრიცხველის და აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა დანადგარებისა თუ მოწყობილობების) ვიზუალური დათვალიერების შედეგები და მდგომარეობა – უკანონო მოხმარების შემთხვევაში; ვ) მოხდა თუ არა დარღვევის ადგილზე გამოსწორება. 5. ბუნებრივი გაზის მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის) ადგილზე შემოწმების აქტში დამატებით აღინიშნება: ა) ბუნებრივი გაზის მრიცხველის ტიპი და ნომერი, ჩვენება შემოწმების მომენტში და ბუნებრივი გაზის მრიცხველის კორექტორის პარამეტრები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ბ) მრიცხველზე დადებული ბრჯენის (ბრჯენების) ნომრები, ბრჯენების დადების ადგილისა და მთლიანობის მითითებით; აღრიცხვის მექანიზმისა და მისი დამცავი ხუფის მდგომარეობა (მთლიანობა); გ) დამოწმების ვადა, სიზუსტის კლასი და მრიცხველის მაკორექტირებელი ხელსაწყოს მონაცემები (დასახელება და საქარხნო ნომერი); დ) კორექტორის ტიპი, ქარხნული ნომერი და პროგრამულად შეყვანილი პარამეტრები, ასევე წნევის, ტემპერატურის, სიმკვრივის პარამეტრების და სხვა მონაცემები (ასეთი მრიცხველის შემთხვევაში); ე) გაზდანადგარის დატვირთვისას მრიცხველსა და შემოწმების ხელსაწყოს შედარების მაჩვენებლები; ასევე მრიცხველის გამართულობის და აღრიცხვის კვანძის მოწყობის ჰერმეტულობის შესახებ მონაცემები; ვ) აღრიცხვის კვანძის (მრიცხველის და აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა დანადგარებისა თუ მოწყობილობების) ვიზუალური დათვალიერების შედეგები და მდგომარეობა. 6. ბუნებრივი გაზის მრიცხველის დაყენების ან მოხსნის შემთხვევაში, აქტში დამატებით აღინიშნება: ა) შესაბამისი ბუნებრივი გაზის მრიცხველის (მრიცხველების) ტიპი (ნომინალის მითითებით) ტექნიკური მახასიათებლები (გაზომვის დიაპაზონი), საქარხნო (საინვენტარიზაციო) ნომერი, დამზადების (გამოშვების) წელი და ჩვენება; ბ) არსებული კორექტორის ტიპი, ქარხნული ნომერი და პროგრამულად შეყვანილი პარამეტრები, ასევე წნევის, ტემპერატურის, სიმკვრივის პარამეტრების და სხვა მონაცემები (ასეთი მრიცხველის შემთხვევაში); გ) მრიცხველზე დადებული ბრჯენის (ბრჯენების) ნომრები ბრჯენების დადების ადგილის მითითებით; მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში ასევე უნდა აღინიშნოს ბრჯენის მთლიანობისა და აღრიცხვის მექანიზმისა და მისი დამცავი ხუფის მდგომარეობის (მთლიანობის) შესახებ; დ) მრიცხველის მოხსნამდე და დაყენების შემდეგ გაზდანადგარის დატვირთვისას მრიცხველსა და შემოწმების ხელსაწყოს შედარების მაჩვენებლები; ასევე მრიცხველის გამართულობის და აღრიცხვის კვანძის მოწყობის ჰერმეტულობის შესახებ; ე) მრიცხველის მოხსნისა და დალუქვის შემთხვევაში – ბრჯენის ნომერი, რომლითაც დაილუქა მოხსნილი მრიცხველი ცალკე პაკეტში; ვ) განმარტება, თუ რა გარემოებათა გამო მოიხსნა ან/და დაყენდა ბუნებრივი გაზის მრიცხველი; ზ) მრიცხველის მოხსნისა და დროებითი მრიცხველის არდაყენების შემთხვევაში მრიცხველის გარეშე მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვაზე მომხმარებლის თანხმობის, უარის ან თანხმობის არარსებობის შესახებ; თ) ლაბორატორიის დასახელება, სადაც ჩატარდება შემოწმება (ბუნებრივი გაზის მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში); ი) მრიცხველის მოხსნამდე და მისი დამონტაჟების შემდეგ აღრიცხვის კვანძის (მრიცხველის და აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა დანადგარებისა თუ მოწყობილობების) ვიზუალური დათვალიერების შედეგები და მდგომარეობა. 7. თუ სხვადასხვა გარემოებათა გამო საჭიროა მომხმარებელთან არსებული ბუნებრივი გაზის მრიცხველის მოხსნა, იგი უნდა ჩაიდოს ცალკე პაკეტში და დაილუქოს იმგვარად, რომ პაკეტის დაუზიანებლად შეუძლებელი იყოს მრიცხველის ხელყოფა. დალუქული პაკეტის ხელშეუხებლობა, ბრჯენის გარდა ასევე დამოწმებულ უნდა იქნეს დაინტრესებული პირების ხელმოწერით, ისე რომ დალუქული პაკეტის გახსნამ გამოიწვიოს ამ ხელმოწერის (წარწერის) დაზიანება. საჭიროების შემთხვევაში ბუნებრივი გაზის მრიცხველი შესამოწმებლად, აქტთან ერთად, განაწილების ლიცენზიატის მიერ გადაიგზავნება დაინტერესებული პირის მოთხოვნით შესაბამის ლაბორატორიაში. 8. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ესწრება ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის ან/და უკანონო მოხმარების შესახებ აქტის შედგენას ან უარს იტყვის ამ აქტის ხელმოწერაზე, ან არ გააჩნია ელექტრონული ფოსტის მისამართი, სადაც შესაძლებელი იქნება ელექტრონულად შედგენილი აქტის გაგზავნა, შედგენილი აქტი მომხმარებელს უნდა გაეგზავნოს დაზღვეული წერილით. 9. მიღებული და მოხმარებული ბუნებრივი გაზის ორი ან მეტი ბუნებრივი გაზის მრიცხველის საშუალებით აღრიცხვის შემთხვევაში აქტი უნდა შედგეს ბუნებრივი გაზით მომარაგების შესაბამის კვების წყაროზე არსებულ ბუნებრივი გაზის მრიცხველზე. 10. აქტის შედგენის პროცესს შეიძლება დაესწრონ ადმინისტრაციული ორგანოს ან დაწესებულების წარმომადგენლები, რაც უნდა დადასტურდეს მათ მიერ აქტზე ხელის მოწერით. 11. აქტი უნდა შედგეს ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა მომხმარებელს, ხოლო მეორე – განაწილების ლიცენზიატს; ბუნებრივი გაზის მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში კი აქტი უნდა შედგეს სამ ეგზემპლარად, რომელთაგან მესამე გაიგზავნება ლაბორატორიაში ბუნებრივი გაზის მრიცხველთან ერთად. 12. დაუშვებელია აქტის საფუძველზე რაიმე სახის მოქმედების განხორციელება, თუ ეს აქტი შედგენილია ამ წესებით გათვალისწინებული პირობების ან/და პროცედურების დარღვევით. 13. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მის მიერ შედგენილი აქტი და ტექნიკურად გაუმართაობის მიზეზით მოხსნილი ბუნებრივი გაზის მრიცხველი შეინახოს შესაბამისი აქტის შედგენის თარიღიდან არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული მრიცხველი გაუმართაობის გამოსწორების შემდეგ დამონტაჟებულ იქნა იმავე მომხმარებელთან). საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 16 აგვისტოს დადგენილება №19- ვებგვერდი, 20.08.2018 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №18 · ძალაშია 1 იან. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2023
  2. 1 იან. 2023· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2021
  3. 1 იან. 2019· გამოქვეყნდა 20 აგვ. 2018
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 16¹შემდეგი მუხლი 18

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 4 ივნ. 2026 · №37

  • 3 ცვლილება · ბოლო 29 დეკ. 2023
  • 5 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 18

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 12ბუნებრივი გაზის მრიცხველის შემოწმება და აღრიცხვასთან დაკავშირებული დავა
  • 9ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარება და მისი აღკვეთის საშუალებები
  • 7აღრიცხვის კვანძის მოწყობა

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 17აქტის შედგენის წესი
  • 11სასმელი წყლის მრიცხველის შემოწმება და დარიცხვასთან დაკავშირებული დავა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 41ბუნებრივი გაზის მწარმოებლის ვალდებულებები
  • 40ბუნებრივი გაზის მწარმოებლის უფლებები
  • 65ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

  • 20 (დანართი 1)ინსპექტირების აქტი

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 17ხელშეკრულების შეწყვეტა

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 52აქტები

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 24მოხმარებული ენერგიის აღრიცხვისა და გადასახადის დარიცხვის სისტემა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5217171118129720 (დ…4140652417
მითითებამნიშვნელობით ახლოსბუნებრივი გაზის მიწოდე…სასმელი წყლის მიწოდები…ენერგეტიკისა და წყალმო…საქართველოს გარემოს და…ნავთობისა და გაზის შეს…საქართველოს სარკინიგზო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 4 ივნ. 2026 · რედაქცია №37 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026