“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 436

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საერთო ფორმის აქტში უნდა აღინიშნოს მისი შედგენის საფუძველი.

2.თუ გადაზიდვის ხელშეკრულებით რკინიგზამ ტვირთგამგზავნს დასატვირთად უნდა მიაწოდოს ღია ლიუკებიან-კარიანი, გაუწმენდავი ცარიელი ვაგონები (კონტეინერები), ტვირთის დასამაგრებელი მოუხსნელი სამარჯვებით‚ მაშინ სადგურში ამ ვაგონების (კონტეინერების) დასატვირთად მიწოდებისას დგება საერთო ფორმის აქტი, რომელშიც აღინიშნება ტვირთგამგზავნის თანხმობა ვაგონების (კონტეინერების) მიწოდებაზე, მათი ნომრების, აგრეთვე ხელშეკრულების ნომრისა და თარიღის მითითებით.

3.თუ გადაზიდვა სვლის გზაზე ისეთი საფუძვლით იქნა შეჩერებული, რაც, ამ წესების მიხედვით, გამოიწვევს ტვირთის მიტანის ვადის შესაბამის გახანგრძლივებას, მაშინ საერთო ფორმის აქტში აღინიშნება ვაგონების (კონტეინერების) დაყოვნების მიზეზი და ხანგრძლივობა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
522013363434413365436
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…საზღვაო კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა