“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 413

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.თუ დასატვირთ-გადმოსატვირთად მისასვლელ ლიანდაგზე მიწოდების მოლოდინში ვაგონები დაყოვნდა სადგურში ტვირთმიმღების ან მისასვლელი ლიანდაგით მოსარგებლის მიზეზით, დგება საერთო ფორმის აქტი.

2.თუ მომიჯნავე სადგურში მიუღებლობის გამო დატვირთული ვაგონები ტვირთმიმღების ან მისასვლელი ლიანდაგით მოსარგებლის მიზეზით დაყოვნდა შუალედურ სადგურში, და მომიჯნავე სადგურს არ გააჩნია ვაგონების დასაგროვებლად საჭირო ტექნიკური საშუალებები‚ რკინიგზის უფლებამოსილი პირი გასცემს ვაგონების დაყოვნების განკარგულებას შუალედურ სადგურში. ამის საფუძველზე, შუალედური სადგური ვაგონების დაყოვნების თაობაზე ატყობინებს ტვირთმიმღებს ან მისასვლელი ლიანდაგით მოსარგებლეს და ავსებს საერთო ფორმის აქტს.

3.თუ ვაგონების დაყოვნება მისასვლელ ლიანდაგზე გამოწვეულია სტიქიური უბედურების, საომარი მოქმედების‚ ბლოკადის‚ ეპიდემიის ან სხვა დაუძლეველი ძალის‚ აგრეთვე ტვირთგამგზავნთან‚ ტვირთმიმღებთან ან მისასვლელი ლიანდაგის მოსარგებლესთან მომხდარი ავარიის გამო‚ რის შედეგად შეწყდა მათი ძირითადი საწარმოო საქმიანობა‚ ფორმდება საერთო ფორმის აქტი, რომელსაც თან უნდა დაერთოს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა მისასვლელ ლიანდაგზე დატვირთვა-გადმოტვირთვის შეუძლებლობის შესახებ. თავი XXVIII ტვირთის გადაზიდვისას აქტების შედგენის წესი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
31521710636343443610640413
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…საგზაო მოძრაობის შესახ…საქართველოს ადმინისტრა…საზღვაო კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა