“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 365

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.დროის მონაკვეთი, ტვირთის გაცემაში მონაწილეობის მისაღებად სადგურის წარმომადგენლის მოსვლამდე, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში არ შედის ვაგონის (კონტეინერის) ტვირთმიმღების სარგებლობაში ყოფნის საერთო დროში.

2.ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული გარემოება დასტურდება საერთო ფორმის აქტით‚ სადაც მიეთითება ვაგონის (კონტეინერის) მოცდენის დრო, ტვირთის გაცემაში მონაწილეობის მისაღებად სადგურის წარმომადგენლის მივლინების საჭიროების შესახებ შეტყობინების გაგზავნიდან მისი მოსვლის მომენტამდე. საერთო ფორმის აქტს ხელს აწერს ტვირთმიმღებისა და სადგურის უფლებამოსილი წარმომადგენელი.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20523615313411669868668943643471365
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…საქართველოს სამოქალაქო…საზღვაო კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა