“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 414

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.გარემოება, რომელიც გადაზიდვის მონაწილეთა პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს, დასტურდება კომერციული, ტექნიკური და საერთო ფორმის აქტებით.

2.კომერციული აქტი ადასტურებს: ა) ტვირთის დასახელების‚ მასისა და ადგილების რაოდენობის შეუსაბამობას გადაზიდვის დოკუმენტში აღნიშნულ მონაცემებთან; ბ) ტვირთის დაზიანებას (გაფუჭებას); გ) უსაბუთო ტვირთის აღმოჩენას ან გადაზიდვის დოკუმენტების გამოვლენას ტვირთის გარეშე; დ) დატაცებული ტვირთის დაბრუნებას რკინიგზისთვის; ე) ტვირთის გაცემის დოკუმენტების გაფორმებიდან 24 საათის განმავლობაში რკინიგზის მიერ ტვირთის გადაუცემლობას მისასვლელ ლიანდაგზე. ამ შემთხვევაში კომერციული აქტი დგება მხოლოდ ტვირთმიმღების მოთხოვნით.

3.ტვირთმიმღების თხოვნით, რკინიგზას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ტვირთის მდგომარეობის, მასისა და ადგილების რაოდენობის შემოწმებაში და, ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული გარემოების გამოვლენისას, შეადგინოს კომერციული აქტი.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
52716363156676686687415364436120414
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სარკინიგზო…“რკინიგზით ტვირთის გად…საზღვაო კოდექსისაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საბაჟო კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა