“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 373

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მალფუჭებადი ტვირთის ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს 24 საათის განმავლობაში ვაგონის გახსნის მომენტიდან. ექსპერტიზის შედეგები ფორმდება აქტით, რომელსაც, ექსპერტთან ერთად, ხელს აწერს ექსპერტიზის მონაწილე ყველა პირი.

2.საექსპერტო აქტში უნდა აისახოს ტვირთის დაზიანების (გაფუჭების) მიზეზი და მოცულობა, აგრეთვე ტვირთის ღირებულების შემცირების ოდენობა. საექსპერტო აქტი უნდა იყოს მოტივირებული და იგი არ შეიძლება ეფუძნებოდეს ვარაუდს.

3.საექსპერტო აქტი ფორმდება და გადაეცემა სადგურს კომერციულ აქტზე დასართავად.

4.ექსპერტიზის ხარჯებს ანაზღაურებს რკინიგზა ან ტვირთმიმღები იმის კვალობაზე‚ თუ ვისი ინიციატივით მოეწყო ექსპერტიზა‚ დანახარჯის შემდგომი მიკუთვნებით ბრალეულ მხარეზე.

5.ექსპერტიზა არ ტარდება‚ თუ ტვირთის დანაკლისის ან დაზიანების (გაფუჭების) ღირებულება არ აღემატება 20 ლარს ან ექსპერტიზის ხარჯი აღემატება ზარალის ოდენობას. ამ შემთხვევებში, ტვირთის დანაკლისის‚ დაზიანების (გაფუჭების) მიზეზი და ზარალის ოდენობა ერთობლივად განისაზღვრება სადგურის უფროსისა და ტვირთმიმღების მიერ და აღინიშნება კომერციულ აქტში.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
225222511601556894584514496 (და…15373
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…საზღვაო კოდექსისაქართველოს სამოქალაქო…სასაქონლო ნიშნების შეს…სახელმწიფო სადაზღვევო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა