“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 467

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ფასგამოუცხადებელი ტვირთის დაკარგვისთვის ზარალი ანაზღაურდება დაკარგული ან ნაკლული ტვირთის ღირებულების ოდენობით‚ ტვირთის დაზიანებისთვის (გაფუჭებისთვის) – იმ ოდენობით‚ რა ოდენობითაც შემცირდა მისი ღირებულება‚ ხოლო დაზიანებული ტვირთის აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი ღირებულების ოდენობით.

2.ტვირთის ღირებულება განისაზღვრება გამყიდველის ანგარიშში ნაჩვენები ან ხელშეკრულებით განსაზღვრული ფასიდან გამომდინარე, ან‚ თუ ამ დოკუმენტებში ფასი არ არის ნაჩვენები, იმ ფასის გათვალისწინებით, რა ფასიც ჩვეულებრივ გადაიხდება ანალოგიური საქონლისთვის, ან დგინდება ექსპერტის მიერ.

3.ზარალის ანაზღაურებასთან ერთად, რკინიგზა დაკარგული‚ ნაკლული ან დაზიანებული (გაფუჭებული) ტვირთის რაოდენობის პროპორციულად‚ აბრუნებს ამ ტვირთის გადაზიდვისა და მასთან დაკავშირებით გაწეული სხვა მომსახურების საფასურს, თუ მოცემული საფასური არ შედის ამ ტვირთის ღირებულებაში.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
462251159160280693692689468326324467
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საზღვაო კოდექსისაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სარკინიგზო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა