Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სარკინიგზო კოდექსიმუხლი 22

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

მუხლი 22. ანგარიშსწორების წესი

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:სატრანსპორტო საშუალებების შეფასებატრანსფერული ფასწარმოქმნა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.ტვირთის გადაზიდვის საფასური განისაზღვრება დანიშნულების რკინიგზის სადგურამდე უმოკლესი მიმართულების მანძილის გათვალისწინებით, იმ შემთხვევაშიც, როდესაც ეს მანძილი გაზრდილია რკინიგზის მიერ. უმოკლესი მიმართულების მანძილი განისაზღვრება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“ .

2.ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურს ტვირთგამგზავნი იხდის წინასწარ, რკინიგზის სადგურიდან ტვირთის გაგზავნამდე, თუ ამ კოდექსით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. რკინიგზას უფლება აქვს, საფასურის გადახდამდე შეაჩეროს ტვირთის გაგზავნა.

3.ვაგონის (კონტეინერის) გამოყოფა შემდგომი დატვირთვისათვის შეჩერდება ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურის გადახდამდე.

4.ადგილობრივი გადაზიდვისას რკინიგზას უფლება აქვს, ტვირთგამგზავნთან (ტვირთმიმღებთან) შეთანხმებით მიიღოს გადაწყვეტილება ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურის დანიშნულების რკინიგზის სადგურში გადახდის შესახებ, თუ არსებობს მისი გადახდის გარანტია. ამგვარი შეთანხმებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მხარეთა პასუხისმგებლობა ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის.

5.ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საბოლოო ანგარიშსწორებას ტვირთმიმღები ახორციელებს დანიშნულების რკინიგზის სადგურში ტვირთის მიტანის შემდეგ.

6.ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასური გადაიხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. გამგზავნ რკინიგზის სადგურში ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურის გადახდის ვადა არის გადასაზიდად ტვირთის მიღების დღე, ხოლო დანიშნულების რკინიგზის სადგურში – ტვირთმიმღებისათვის ტვირთის გადაცემის დღე, რომელიც აღინიშნება ზედნადებში.

7.ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურის გადახდამდე ვაგონის (კონტეინერის) დაყოვნებისა და ტვირთის ვაგონში (კონტეინერში) შენახვისათვის პასუხისმგებლობა, აგრეთვე ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულება მისი დაყოვნების მთელი დროისათვის ეკისრება ტვირთმფლობელს ან ექსპედიტორს ხელშეკრულების შესაბამისად.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ტვირთის გადაზიდვის საფასური განისაზღვრება დანიშნულების რკინიგზის სადგურამდე უმოკლესი მიმართულების მანძილის გათვალისწინებით, იმ შემთხვევაშიც, როდესაც ეს მანძილი გაზრდილია რკინიგზის მიერ. უმოკლესი მიმართულების მანძილი განისაზღვრება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“ . 2. ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურს ტვირთგამგზავნი იხდის წინასწარ, რკინიგზის სადგურიდან ტვირთის გაგზავნამდე, თუ ამ კოდექსით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. რკინიგზას უფლება აქვს, საფასურის გადახდამდე შეაჩეროს ტვირთის გაგზავნა. 3. ვაგონის (კონტეინერის) გამოყოფა შემდგომი დატვირთვისათვის შეჩერდება ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურის გადახდამდე. 4. ადგილობრივი გადაზიდვისას რკინიგზას უფლება აქვს, ტვირთგამგზავნთან (ტვირთმიმღებთან) შეთანხმებით მიიღოს გადაწყვეტილება ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურის დანიშნულების რკინიგზის სადგურში გადახდის შესახებ, თუ არსებობს მისი გადახდის გარანტია. ამგვარი შეთანხმებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მხარეთა პასუხისმგებლობა ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის. 5. ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საბოლოო ანგარიშსწორებას ტვირთმიმღები ახორციელებს დანიშნულების რკინიგზის სადგურში ტვირთის მიტანის შემდეგ. 6. ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასური გადაიხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. გამგზავნ რკინიგზის სადგურში ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურის გადახდის ვადა არის გადასაზიდად ტვირთის მიღების დღე, ხოლო დანიშნულების რკინიგზის სადგურში – ტვირთმიმღებისათვის ტვირთის გადაცემის დღე, რომელიც აღინიშნება ზედნადებში. 7. ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურის გადახდამდე ვაგონის (კონტეინერის) დაყოვნებისა და ტვირთის ვაგონში (კონტეინერში) შენახვისათვის პასუხისმგებლობა, აგრეთვე ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულება მისი დაყოვნების მთელი დროისათვის ეკისრება ტვირთმფლობელს ან ექსპედიტორს ხელშეკრულების შესაბამისად.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 25 მაი. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 21შემდეგი მუხლი 23

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის შეფასებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №17

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 26

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 36ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიტანის ვადები, ანგარიშსწორება და მხარეთა პასუხისმგებლობა
  • 25ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიტანის ვადა
  • 26ტვირთის გაცემა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 684გამგზავნის მითითებათა საფუძველზე წარმოშობილი ხარჯების ანაზღაურების უფლება
  • 692ტვირთის ღირებულება ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისას
  • 681მიმღების უფლებები ტვირთის გადაცემისას

საზღვაო კოდექსი

  • 152
  • 149
  • 155

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 25³ტრანსპორტირების ტარიფის დადგენა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 129დაწესებულ ნორმაზე ზევით ხელბარგისა და ფასგადაუხდელი ბარგის გადაზიდვა
  • 211რკინიგზის ტრანსპორტის ორგანოები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26362525³12921115214915568469268122
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სარკინიგზო…საქართველოს სამოქალაქო…საზღვაო კოდექსინავთობისა და გაზის შეს…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №17 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026