“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 466

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ტვირთმიმღების‚ ტვირთგამგზავნის ან სხვა უფლებამოსილი პირის ვაგონების (კონტეინერების) დაკარგვასთან დაკავშირებული პრეტენზიის განხილვისას, რკინიგზა უზრუნველყობს დაკარგვის შემთხვევის სამსახურეობრივ მოკვლევასა და აცხადებს ამ ვაგონების (კონტეინერების) ძებნას.

2.რკინიგზის მიერ ტვირთგამგზავნის‚ ტვირთმიმღებისა ან სხვა უფლებამოსილი პირის დაკარგული ვაგონების (კონტეინერების) სანაცვლოდ რკინიგზა ვალდებულია, მათი მოთხოვნისთანავე, გადასცეს მათ სხვა შესაბამისი ვაგონები (კონტეინერები) დროებით უსასყიდლო სარგებლობაში, ხოლო‚ თუ დაკარგული ვაგონები (კონტეინერები) ვერ დააუბრუნა სამი თვის ვადაში‚ დროებით გადაცემული ვაგონები (კონტეიენრები) გადასცეს მათ საკუთრებაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3.თუ პრეტენზიის განხილვისას დადგინდა‚ რომ ტვირთის მისამართი შეცვლილია ან იგი გადაეცა სხვა ტვირთმიმღებს, ტვირთგამგზავნის ან პირვანდელი ტვირთმიმღების განცხადებით‚ პრეტენზია უბრუნდება განმცხადებელს, ტვირთის ფაქტ ობრივი მიმღების, გადაცემის ადგილისა და დროის მითითებით. ამ შემთხვევაში‚ რკინიგზას შეუძლია მიუთითოს ის პირი, რომლის განცხადებითაც შეიცვალა ტვირთის მისამართი ან იგი გადაეცა სხვა ტვირთმიმღებს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
455129366162150698689703362357353466
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…საზღვაო კოდექსისაქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა