1.ელექტრონული ზედნადები იწარმოება ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ელექტრონული ზედნადების მონაცემების შენახვას, მათი კონფიდენციალობის დაცვას და გამორიცხავდეს ამ მონაცემებზე უნებართვო წვდომას.
2.ელექტრონული ზედნადები შეივსება მხოლოდ ერთიან ელექტრონულ სისტემაში.
3.გადაზიდვის ხელშეკრულების ელექტრონული ფორმით დადების ფაქტი დასტურდება ელექტრონული ზედნადების შედგენით და მასზე მხარეთა ელექტრონული ხელმოწერის განხორციელებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 13 ივლისის ბრძანერბა №1-1/298 - ვებგვერდი, 13.07.2017 წ.

