Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასახელმწიფო შესყიდვების შესახებმუხლი 20¹⁰

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

მუხლი 20¹⁰. ელექტრონული კატალოგი

რედაქცია №102 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026
თემები:კრიპტო გადახდების ინტეგრაცია ბიზნესისთვისსამომხმარებლო ხელშეკრულებებიტოკენის გაშვება და ფანდრეიზინგიკიბერდანაშაული და ციფრული ექსპერტიზა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვის საშუალებით ან/და ჩარჩოშეთანხმების გამოყენებით განხორციელებისას შეიძლება მოთხოვნილ იქნეს წინადადების სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ელექტრონული კატალოგის ფორმით წარდგენა. ელექტრონული კატალოგის ფორმით წარდგენილ წინადადებას მის შესავსებად შეიძლება სხვა დოკუმენტები დაერთოს.

2.სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობისთვის პრეტენდენტი ელექტრონულ კატალოგს ადგენს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ფორმისა და სპეციფიკაციების შესაბამისად. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით შეიძლება განისაზღვროს ის შესყიდვის ობიექტი/ობიექტები, რომელთან/რომლებთან დაკავშირებითაც წინადადება/წინადადებები ელექტრონული კატალოგის ფორმით უნდა იქნეს წარდგენილი, ხოლო ცენტრალიზებულ შესყიდვასთან დაკავშირებული, ამ პუნქტში მითითებული საკითხების განსაზღვრა შესაძლებელია საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.

3.წინადადების ელექტრონული კატალოგის ფორმით წარდგენისთვის: ა) ამის შესახებ ეთითება სატენდერო დოკუმენტაციაში; ბ) ელექტრონულ კატალოგთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია (მათ შორის, ფორმა და სპეციფიკაციები, რომლებსაც ელექტრონული კატალოგი უნდა შეესაბამებოდეს) ეთითება სატენდერო დოკუმენტაციაში.

4.თუ ჩარჩოშეთანხმება ელექტრონული კატალოგების გამოყენებით რამდენიმე ეკონომიკურ ოპერატორთან დაიდო, შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ჩარჩოშეთანხმების მონაწილეებს შორის კონკურენტული პროცესის განახლებული ელექტრონული კატალოგების საფუძველზე გამართვა. ამ შემთხვევაში გამოიყენება ერთ-ერთი შემდეგი მეთოდი: ა) პრეტენდენტები მოწვეული იქნებიან ხელშეკრულების მოთხოვნებთან ადაპტირებული, განახლებული ელექტრონული კატალოგების წარსადგენად; ბ) პრეტენდენტებს ეცნობებათ, რომ წარდგენილი ელექტრონული კატალოგებიდან შეგროვდება ხელშეკრულების მოთხოვნებთან ადაპტირებული წინადადებების შესადგენად საჭირო ინფორმაცია. ასეთი შესაძლებლობის გამოყენება დასაშვებია, თუ ეს გათვალისწინებულია ჩარჩოშეთანხმების შესყიდვის პირობებით.

5.ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პრეტენდენტებს ეცნობებათ შესაბამისი ინფორმაციის შეგროვების დღე და საათი. ამასთანავე, მათ უნდა მიეცეთ ინფორმაციის შეგროვებაზე უარის თქმის უფლება. აღნიშნულისთვის განისაზღვრება გონივრული ვადა. ხელშეკრულების დადებამდე პრეტენდენტებს წარედგინებათ შეგროვებული ინფორმაცია და ეძლევათ საშუალება, დაადასტურონ, რომ ამგვარად შედგენილი წინადადებები არსებით შეცდომებს არ შეიცავს, ან გააპროტესტონ წინადადებებში არსებითი შეცდომების არსებობა. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 დეკემბრიდან)] საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1627 – ვებგვერდი, 29.05.2026წ. თავი IV სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები და მათი გადასინჯვის წესი [თავი IV. ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების პირობები და მათი გადასინჯვის წესი (ამოქმედდეს 2026 წლის 1 დეკემბრიდან)] საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1627 – ვებგვერდი, 29.05.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ეს მუხლი კანონში არ იყო.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 18 მაი. 2005 – 1 დეკ. 2026 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 20¹შემდეგი მუხლი 20²

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ელექტრონული კომერციის წესები და პირობები29 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ელექტრონული აღმოჩენის სერვისები5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • IDO, IEO და სხვა სააჯარო გაყიდვების ორგანიზება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ონლაინ მაღაზიებისთვის კრიპტო checkout-ის დანერგვასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
იოსებ გაბარაევი

იოსებ გაბარაევი

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 16 სექ. 2026 · №102

  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 10¹ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვის საშუალებები
  • 20⁸სახელმწიფო შესყიდვის ინსტრუმენტები
  • 12¹ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 40ელექტრონული კატალოგი
  • 5ელექტრონული სისტემა
  • 55განაცხადებისა და წინადადებების წარდგენა

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 8ელექტრონული ხელშეკრულების დადებისთვის საჭირო ინფორმაცია

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ

  • 4³დაინტერესებული პირის მიერ მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების ელექტრონული სახით წარდგენა

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • 28სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები
  • 15პრეტენდენტების სატენდერო წინადადებების წარდგენისა და გახსნის წესი
  • 11სატენდერო დოკუმენტაცია

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 13 (დანართი 1)ელექტრონული საჩივარი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4³10¹20⁸12¹13 (დ…28151140555820¹⁰
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო შესყიდვების შეს…სახელმწიფო შესყიდვების…ელექტრონული კომერციის …საჯარო სამართლის იურიდ…სახელმწიფო შესყიდვების…გადასახადების ადმინისტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 16 სექ. 2026 · რედაქცია №102 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026