1.ელექტრონული ზედნადების შედგენის წესს განსაზღვრავს რკინიგზა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს სარკინიგზო კოდექსისა და ამ წესების მოთხოვნათა შესაბამისად.
2.ელექტრონულ ზედნადები, ამ წესების 53-ე მუხლის შესაბამისად, ივსება ტვირთის ვაგონში ჩატვირთვამდე და ჩატვირთვის შემდეგ.
3.ელექტრონული ზედნადების შევსების თითოეულ ეტაპზე მასში შეიტანება მონაცემები ამ წესების 53-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ხოლო გაგზავნის სადგურის მიერ – 54-ე-56-ე მუხლების მიხედვით.
4.ერთიანი ელექტრონული სისტემიდან ამობეჭდილ დოკუმენტს აქვს ელექტრონული ზედნადების იდენტური იურიდიული ძალა „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 13 ივლისის ბრძანერბა №1-1/298 - ვებგვერდი, 13.07.2017 წ.

