საჯარო შესყიდვების შესახებ

მუხლი 5. ელექტრონული სისტემა

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · უფასო კონსულტაცია

ლიანა ზაგაშვილივახტანგ ბარამაშვილიგურანდა გრიგოლია

# 1. ელექტრონული სისტემა არის საჯარო შესყიდვების ერთადერთი ოფიციალური პორტალი – ინფორმაციული სისტემა, რომელიც საჯარო შესყიდვების განხორციელებისა და საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის წარმართვისთვის ღია, გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოს ქმნის.

2.ელექტრონული სისტემა შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს: ა) საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს; ბ) უნდა შეესაბამებოდეს თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემებისთვის დადგენილ მოთხოვნებს; გ) უნდა იყენებდეს მომხმარებელთა ელექტრონულ იდენტიფიკაციას; დ) მასში არსებული, საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული მონაცემები საჯაროდ უნდა იყოს ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, გარდა ამ კანონით ან/და სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მონაცემის დაფარვა საჯარო შესყიდვის პროცედურის თავისებურებიდან, საჯარო შესყიდვის ინსტრუმენტის თავისებურებიდან, ელექტრონული სერვისის სპეციფიკურობიდან გამომდინარეობს და ლეგიტიმური მიზანი აქვს.

3.ელექტრონულ სისტემას ავითარებს და მის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს სააგენტო.

4.ელექტრონული სისტემით სარგებლობის წესი დგინდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.

5.ნებისმიერი პირი, რომელიც ელექტრონული სისტემით სარგებლობს, ავტომატურად ეთანხმება მისით სარგებლობისთვის დადგენილ წესებს.

6.ელექტრონული სისტემის მეშვეობით შესყიდვა შესაძლებელია განახორციელოს აგრეთვე ნებისმიერმა პირმა (კერძო ორგანიზაციამ), რომელიცამ კანონით გათვალისწინებული შემსყიდველი ორგანიზაცია არ არის. ამ პირის მიერ ელექტრონული სისტემის მეშვეობით შესყიდვის განხორციელების წესი დგინდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.

7.შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია მაქსიმალური ღიაობის, გამჭვირვალობისა და კონკურენციის უზრუნველსაყოფად ელექტრონული სისტემის მეშვეობით განახორციელოს ისეთი შესყიდვა, რომელზედაც ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება. აღნიშნული შესყიდვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით განხორციელება არ იწვევს ამ კანონის მოქმედების სფეროსადმი მის დაქვემდებარებას. ასეთი შესყიდვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით განხორციელების წესი დგინდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
# 1. ელექტრონული სისტემა არის საჯარო შესყიდვების ერთადერთი ოფიციალური პორტალი – ინფორმაციული სისტემა, რომელიც საჯარო შესყიდვების განხორციელებისა და საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის წარმართვისთვის ღია, გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოს ქმნის. 2. ელექტრონული სისტემა შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს: ა) საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს; ბ) უნდა შეესაბამებოდეს თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემებისთვის დადგენილ მოთხოვნებს; გ) უნდა იყენებდეს მომხმარებელთა ელექტრონულ იდენტიფიკაციას; დ) მასში არსებული, საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული მონაცემები საჯაროდ უნდა იყოს ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, გარდა ამ კანონით ან/და სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მონაცემის დაფარვა საჯარო შესყიდვის პროცედურის თავისებურებიდან, საჯარო შესყიდვის ინსტრუმენტის თავისებურებიდან, ელექტრონული სერვისის სპეციფიკურობიდან გამომდინარეობს და ლეგიტიმური მიზანი აქვს. 3. ელექტრონულ სისტემას ავითარებს და მის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს სააგენტო. 4. ელექტრონული სისტემით სარგებლობის წესი დგინდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. 5. ნებისმიერი პირი, რომელიც ელექტრონული სისტემით სარგებლობს, ავტომატურად ეთანხმება მისით სარგებლობისთვის დადგენილ წესებს. 6. ელექტრონული სისტემის მეშვეობით შესყიდვა შესაძლებელია განახორციელოს აგრეთვე ნებისმიერმა პირმა (კერძო ორგანიზაციამ), რომელიცამ კანონით გათვალისწინებული შემსყიდველი ორგანიზაცია არ არის. ამ პირის მიერ ელექტრონული სისტემის მეშვეობით შესყიდვის განხორციელების წესი დგინდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. 7. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია მაქსიმალური ღიაობის, გამჭვირვალობისა და კონკურენციის უზრუნველსაყოფად ელექტრონული სისტემის მეშვეობით განახორციელოს ისეთი შესყიდვა, რომელზედაც ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება. აღნიშნული შესყიდვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით განხორციელება არ იწვევს ამ კანონის მოქმედების სფეროსადმი მის დაქვემდებარებას. ასეთი შესყიდვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით განხორციელების წესი დგინდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 3 აპრ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 11 დეკ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართალი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი, AI, კრიპტო

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

სანდრო სარუხანიშვილი

სანდრო სარუხანიშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

კახაბერ ცხვირავაშვილი

კახაბერ ცხვირავაშვილი

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართლის საქმეებზე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4³23⁶20¹⁰10¹47⁴5419254038385
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო შესყიდვების შეს…სახელმწიფო შესყიდვების…რეაბილიტაციისა და კრედ…საჯარო რეესტრის შესახე…ელექტრონული კომერციის …საჯარო სამართლის იურიდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა