1.ფქვილი ჩაყრით გადაიზიდება აერირების სისტემით აღჭურვილი სპეციალიზებული ფქვილსაზიდი ვაგონებით . მარცვლეულის ტვირთი ( ჭვავი , ხორბალი , შვრია , ქერი , წიწიბურა , ფეტვი , სორგო , სიმინდის მარცვალი , მარცვლოვან – პარკოსნები , ბრინჯი ( მარცვალი ), ზეკულტურების თესლი ‚ ცერცველა ‚ მარცვლეულის ნარჩენები )‚ ქატო და საფქვავი წარმოების ნარჩენები გადაიზიდება მარცვლეულის ვაგონ - ჰოპერებში ( მარცვალსაზიდ ვაგონებში ) ჩაყრით .
2.დასატვირთად ჩამოყენებულ მარცვალსაზიდ ვაგონს უნდა ჰქონდეს წესივრული ძარა ‚ დატვირთვა - გადმოტვირთვის ლიუკების რეზინისსამჭიდროებლიანი სახურავი ‚ რომელიც გამორიცხავს ღრეჩოების არსებობას ‚ აგრეთვე ჩამკეტი მექანიზმები და წესივრული ბლოკირების მოწყობილობა ‚ რომელიც აღკვეთს ლიუკების თავის ახდას საკეტ - საპლომბი მოწყობილობის დაურღვევლად .
3.ვაგონების ვარგისობა ფქვილისა და მარცვლეული ტვირთის დასატვირთად განისაზღვრება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს უფლებამოსილი სამსახურის ( შემდგომ – უფლებამოსილი სახელმწიფო სამსახური ) წარმომადგენლის მონაწილეობით .
4.ტვირთგამგზავნმა მარცვლეული ტვირთი გადასაზიდად უნდა წარადგინოს შესაბამისი ხარისხის მოწმობის ( სერტიფიკატის ) თანდართვით .
5.საექსპორტოდ ან საიმპორტოდ გადასაზიდი მარცვლეული ტვირთი და მისი გადამუშავების პროდუქტები მოწმდება უფლებამოსილი სახელმწიფო სამსახურის მიერ და მასზე გაიცემა ხარისხის მოწმობა ( სერტიფიკატი ). თუ ტვირთგამგზავნს არა აქვს მოწმობა ( სერტიფიკატი )‚ მარცვლეული ტვირთი და მისი გადამუშავების პროდუქტები გადასაზიდად არ მიიღება .

