“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 38

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.გაჩერებულ მოხსნილ ვაგონში აიწონება დაყრით გადასაზიდი მარცვლეული და პურეული ტვირთი, პარკოსანი კულტურის თესლი, კომბინირებული საკვები, ქატო, დაყრით გადასაზიდი კარტოფილი, ბოსტნეული, ბაღჩეული, დაუპაკეტებელი ფერადი ლითონი და ფერადი ლითონის ჯართი, სასურსათო და ჩამოსასხმელი ტვირთი, გარდა სპირტის, ღვინის და ღვინომასალისა. სხვა სახის ტვირთი აიწონება გაჩერებულ მოუხსნელ ან მოძრავ ვაგონში იმ სასწორზე, რომელიც განკუთვნილია ასეთი ტიპის აწონისათვის.

2.ვაგონის (კონტეინერის) ტარის წონა განისაზღვრება ვაგონზე (კონტეინერზე) მითითებული ტარფარეტის შესაბამისად. თუ ტვირთგამგზავნს აქვს ვაგონის სასწორი, ნებადართულია ვაგონის ტარის აწონვა ზედნადების გრაფაში „გადას. ტარა” ვაგონის ტარის ფაქტობრივი წონის აღნიშვნით.

3.ვაგონ-რეფრ ი ჟ ე რატორებით გადასაზიდი ხორცის, მარცვლეულისა და სხვა მალფუჭებადი ტვირთის წონა განისაზღვრება სასაქონლო სასწორზე.

4.თუ ტვირთი გადაიზიდება მოსახსნელი მოწყობილობითა და სამაგრი რეკვიზიტებით, მათ შორის, ბოსტნეულის, პურეულის ფარებითა და სათბუნებლებით აღჭურვილი, ამ სამარჯვებისა და მასალების წონა არ შედის ტვირთის საერთო წონაში და მიეთითება ცალკე, ზედნადების გრაფაში „გამგზავნის განსაკუთრებული განცხადებები და აღნიშვნები”. ამ შემთხვევაში, მოუხსნელი პურეულის ფარების წონა შედის ვაგონის ტარის მასაში.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15142035378438
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა