საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

მუხლი 33. ტვირთის პირდაპირი შერეული გადაზიდვის წესი

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ტვირთის პირდაპირი შერეული გადაზიდვის წესი განისაზღვრება შესაბამისი სახეობის სატრანსპორტო საწარმოებს (ორგანიზაციებს და ა.შ.) შორის საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დადებული შეთანხმებებითა და ამ კოდექსით.

2.ტვირთის პირდაპირი შერეული გადაზიდვის პირობები განისაზღვრება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“ . ამ მუხლით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში გამოიყენება შესაბამისი სახეობის ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვის წესები.

3.ტვირთის პირდაპირ შერეულ გადაზიდვაში მონაწილეობენ: ა) რკინიგზის სადგური, რომელიც განკუთვნილია ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული მომსახურების გასაწევად (სამუშაოს შესასრულებლად); ბ) საზღვაო ნავსადგური, ავტოსადგური, აეროპორტი.

4.ვაგონ-ცისტერნით გადასაზიდი თხევადი ტვირთი, აგრეთვე ტივად შეკრული ხე-ტყე არ მიიღება პირდაპირ შერეულ გადაზიდვაში, გარდა ტვირთის ბორნით გადაზიდვის შემთხვევისა.

5.პირდაპირი შერეული გადაზიდვისთვის დაშვებული იმ ტვირთის ნუსხა, რომელსაც უნდა ახლდეს ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) გამცილებელი, განისაზღვრება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“.

6.გადატვირთვის პუნქტში დაპლომბილი ვაგონით (კონტეინერით) ტვირთის გადაცემა ხორციელდება ჩამკეტ-საპლომბი მოწყობილობის მთლიანობისა და გადაზიდვის დოკუმენტებში მითითებული მონაცემების შესაბამისობის შემოწმებით.

7.ტვირთის პირდაპირი შერეული სარკინიგზო-საზღვაო გადაზიდვისას მისი მასა განისაზღვრება გადატვირთვის პუნქტში იმ მხარის მოთხოვნით, რომელიც იღებს ტვირთს: ა) სავაგონო სასწორზე – რკინიგზის მიერ; ბ) სატვირთო სასწორზე – ნავსადგურის მიერ.

8.ტვირთის პირდაპირი შერეული სარკინიგზო-საავტომობილო გადაზიდვისას მის მასას განსაზღვრავს მხარე, რომელიც გადატვირთვის პუნქტში ახორციელებს ტვირთის გადმოტვირთვა-დატვირთვას, გადაზიდვაში მონაწილე შესაბამისი სახეობის ტრანსპორტის წარმომადგენელთან ერთად.

9.თუ ტარაში მოთავსებული ცალობრივი ტვირთი, რომელიც გადასაზიდად მიიღეს დახურული ან ღია მოძრავი შემადგენლობით, სტანდარტის შესაბამისი ან ტვირთგამგზავნის მიერ თითოეულ სატვირთო ადგილზე მითითებული მასით, გადატვირთვის პუნქტში შემოვიდა დაუზიანებელი ტარით, ერთი სახეობის ტრანსპორტიდან მეორე სახეობის ტრანსპორტზე იგი გადაიტვირთება აუწონლად, სატვირთო ადგილების დათვლით. ამავე წესით გაიცემა ტვირთი დანიშნულების ადგილზე.

10.ტვირთის დანაკლისის ან დაზიანების (გაფუჭების) ნიშნების არსებობისას იგი გადაიტვირთება (გაიცემა) დანაკლისის ან დაზიანების (გაფუჭების) ნიშნების მქონე ადგილების შემოწმებით, მასისა და ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით.

11.ტვირთი, რომლის პირდაპირი შერეული გადაზიდვა ვაგონით (კონტეინერით) წარმოებს, გადაიტვირთება ვაგონისა (კონტეინერისა) და ჩამკეტ-საპლომბი მოწყობილობის მთლიანობის შემოწმების შემდეგ.

12.ტვირთის პირდაპირი შერეული გადაზიდვისას ვაგონის (კონტეინერის) გამოყოფის წესი და მისი გამოყენების პირობები განისაზღვრება დაინტერესებულ სატრანსპორტო საწარმოებს (ორგანიზაციებს და ა.შ.) შორის დადებული ხელშეკრულებით. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2998 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ტვირთის პირდაპირი შერეული გადაზიდვის წესი განისაზღვრება შესაბამისი სახეობის სატრანსპორტო საწარმოებს (ორგანიზაციებს და ა.შ.) შორის საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დადებული შეთანხმებებითა და ამ კოდექსით. 2. ტვირთის პირდაპირი შერეული გადაზიდვის პირობები განისაზღვრება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“ . ამ მუხლით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში გამოიყენება შესაბამისი სახეობის ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვის წესები. 3. ტვირთის პირდაპირ შერეულ გადაზიდვაში მონაწილეობენ: ა) რკინიგზის სადგური, რომელიც განკუთვნილია ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული მომსახურების გასაწევად (სამუშაოს შესასრულებლად); ბ) საზღვაო ნავსადგური, ავტოსადგური, აეროპორტი. 4. ვაგონ-ცისტერნით გადასაზიდი თხევადი ტვირთი, აგრეთვე ტივად შეკრული ხე-ტყე არ მიიღება პირდაპირ შერეულ გადაზიდვაში, გარდა ტვირთის ბორნით გადაზიდვის შემთხვევისა. 5. პირდაპირი შერეული გადაზიდვისთვის დაშვებული იმ ტვირთის ნუსხა, რომელსაც უნდა ახლდეს ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) გამცილებელი, განისაზღვრება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“. 6. გადატვირთვის პუნქტში დაპლომბილი ვაგონით (კონტეინერით) ტვირთის გადაცემა ხორციელდება ჩამკეტ-საპლომბი მოწყობილობის მთლიანობისა და გადაზიდვის დოკუმენტებში მითითებული მონაცემების შესაბამისობის შემოწმებით. 7. ტვირთის პირდაპირი შერეული სარკინიგზო-საზღვაო გადაზიდვისას მისი მასა განისაზღვრება გადატვირთვის პუნქტში იმ მხარის მოთხოვნით, რომელიც იღებს ტვირთს: ა) სავაგონო სასწორზე – რკინიგზის მიერ; ბ) სატვირთო სასწორზე – ნავსადგურის მიერ. 8. ტვირთის პირდაპირი შერეული სარკინიგზო-საავტომობილო გადაზიდვისას მის მასას განსაზღვრავს მხარე, რომელიც გადატვირთვის პუნქტში ახორციელებს ტვირთის გადმოტვირთვა-დატვირთვას, გადაზიდვაში მონაწილე შესაბამისი სახეობის ტრანსპორტის წარმომადგენელთან ერთად. 9. თუ ტარაში მოთავსებული ცალობრივი ტვირთი, რომელიც გადასაზიდად მიიღეს დახურული ან ღია მოძრავი შემადგენლობით, სტანდარტის შესაბამისი ან ტვირთგამგზავნის მიერ თითოეულ სატვირთო ადგილზე მითითებული მასით, გადატვირთვის პუნქტში შემოვიდა დაუზიანებელი ტარით, ერთი სახეობის ტრანსპორტიდან მეორე სახეობის ტრანსპორტზე იგი გადაიტვირთება აუწონლად, სატვირთო ადგილების დათვლით. ამავე წესით გაიცემა ტვირთი დანიშნულების ადგილზე. 10. ტვირთის დანაკლისის ან დაზიანების (გაფუჭების) ნიშნების არსებობისას იგი გადაიტვირთება (გაიცემა) დანაკლისის ან დაზიანების (გაფუჭების) ნიშნების მქონე ადგილების შემოწმებით, მასისა და ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით. 11. ტვირთი, რომლის პირდაპირი შერეული გადაზიდვა ვაგონით (კონტეინერით) წარმოებს, გადაიტვირთება ვაგონისა (კონტეინერისა) და ჩამკეტ-საპლომბი მოწყობილობის მთლიანობის შემოწმების შემდეგ. 12. ტვირთის პირდაპირი შერეული გადაზიდვისას ვაგონის (კონტეინერის) გამოყოფის წესი და მისი გამოყენების პირობები განისაზღვრება დაინტერესებულ სატრანსპორტო საწარმოებს (ორგანიზაციებს და ა.შ.) შორის დადებული ხელშეკრულებით. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2998 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 1 იან. 2027). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 1 იან. 2025-დან · იცვლება 1 იან. 2027-დან

1. ტვირთის პირდაპირი შერეული გადაზიდვის წესი განისაზღვრება შესაბამისი სახეობის სატრანსპორტო საწარმოებს (ორგანიზაციებს და ა.შ.) შორის საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დადებული შეთანხმებებითა და ამ კოდექსით. 2. ტვირთის პირდაპირი შერეული გადაზიდვის პირობები განისაზღვრება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“ . ამ მუხლით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში გამოიყენება შესაბამისი სახეობის ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვის წესები. 3. ტვირთის პირდაპირ შერეულ გადაზიდვაში მონაწილეობენ: ა) რკინიგზის სადგური, რომელიც განკუთვნილია ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული მომსახურების გასაწევად (სამუშაოს შესასრულებლად); ბ) საზღვაო ნავსადგური, ავტოსადგური, აეროპორტი. 4. ვაგონ-ცისტერნით გადასაზიდი თხევადი ტვირთი, აგრეთვე ტივად შეკრული ხე-ტყე არ მიიღება პირდაპირ შერეულ გადაზიდვაში, გარდა ტვირთის ბორნით გადაზიდვის შემთხვევისა. 5. პირდაპირი შერეული გადაზიდვისათვის დაშვებული საფრთხეშემცველი ტვირთისა და იმ ტვირთის ნუსხა, რომელსაც უნდა ახლდეს ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) გამცილებელი, განისაზღვრება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“ . [ 5. პირდაპირი შერეული გადაზიდვისთვის დაშვებული იმ ტვირთის ნუსხა, რომელსაც უნდა ახლდეს ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) გამცილებელი, განისაზღვრება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] 6. გადატვირთვის პუნქტში დაპლომბილი ვაგონით (კონტეინერით) ტვირთის გადაცემა ხორციელდება ჩამკეტ-საპლომბი მოწყობილობის მთლიანობისა და გადაზიდვის დოკუმენტებში მითითებული მონაცემების შესაბამისობის შემოწმებით. 7. ტვირთის პირდაპირი შერეული სარკინიგზო-საზღვაო გადაზიდვისას მისი მასა განისაზღვრება გადატვირთვის პუნქტში იმ მხარის მოთხოვნით, რომელიც იღებს ტვირთს: ა) სავაგონო სასწორზე – რკინიგზის მიერ; ბ) სატვირთო სასწორზე – ნავსადგურის მიერ. 8. ტვირთის პირდაპირი შერეული სარკინიგზო-საავტომობილო გადაზიდვისას მის მასას განსაზღვრავს მხარე, რომელიც გადატვირთვის პუნქტში ახორციელებს ტვირთის გადმოტვირთვა-დატვირთვას, გადაზიდვაში მონაწილე შესაბამისი სახეობის ტრანსპორტის წარმომადგენელთან ერთად. 9. თუ ტარაში მოთავსებული ცალობრივი ტვირთი, რომელიც გადასაზიდად მიიღეს დახურული ან ღია მოძრავი შემადგენლობით, სტანდარტის შესაბამისი ან ტვირთგამგზავნის მიერ თითოეულ სატვირთო ადგილზე მითითებული მასით, გადატვირთვის პუნქტში შემოვიდა დაუზიანებელი ტარით, ერთი სახეობის ტრანსპორტიდან მეორე სახეობის ტრანსპორტზე იგი გადაიტვირთება აუწონლად, სატვირთო ადგილების დათვლით. ამავე წესით გაიცემა ტვირთი დანიშნულების ადგილზე. 10. ტვირთის დანაკლისის ან დაზიანების (გაფუჭების) ნიშნების არსებობისას იგი გადაიტვირთება (გაიცემა) დანაკლისის ან დაზიანების (გაფუჭების) ნიშნების მქონე ადგილების შემოწმებით, მასისა და ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით. 11. ტვირთი, რომლის პირდაპირი შერეული გადაზიდვა ვაგონით (კონტეინერით) წარმოებს, გადაიტვირთება ვაგონისა (კონტეინერისა) და ჩამკეტ-საპლომბი მოწყობილობის მთლიანობის შემოწმების შემდეგ. 12. ტვირთის პირდაპირი შერეული გადაზიდვისას ვაგონის (კონტეინერის) გამოყოფის წესი და მისი გამოყენების პირობები განისაზღვრება დაინტერესებულ სატრანსპორტო საწარმოებს (ორგანიზაციებს და ა.შ.) შორის დადებული ხელშეკრულებით. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2998 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
363432103651521216746714746733
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სარკინიგზო…საზღვაო კოდექსისაგზაო მოძრაობის შესახ…საქართველოს სამოქალაქო…ნარჩენების მართვის კოდ…საავტომობილო ტრანსპორტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №17 · ბოლოს შემოწმდა