1.ტვირთის დაყრით გადაზიდვა დახურულ ვაგონში დაიშვება მხოლოდ ტვირთგამგზავნის მიერ დაყენებული ტარის გადამღობებით . ვაგონის კარის ღიობის გადასაღობად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ფარები ‚ დაფები ‚ ყუაფიცრები ‚ სხვა მკვრივი მასალებით შეღობვა ‚ აგრეთვე ტარაში ჩაწყობილი ტვირთი .
2.ტვირთის დაყრით ან ჩაყრით გადაზიდვის დოკუმენტების გაფორმებისას ზედნადების გრაფაში „ ადგილების რაოდენობა “ ტვირთგამგზავნი აღნიშნავს შესაბამისად „ ჩაყრით “ ან „ დაყრით “.
3.ჩაყრით ან დაყრით გადასაზიდი ტვირთის ჩატვირთვის წინ , ტვირთგამგზავნი იღებს ზომებს ვაგონების კონსტრუქციული ღრეჩოების ამოსავსებად ‚ რათა სვლის გზაზე ტვირთი არ დაცვივდეს ლიანდაგზე და არ დააბინძუროს გარემო . თავი IX შეყინვადი ტვირთის გადაზიდვის წესი

