საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ

მუხლი 5. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 15 მარ. 1994

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი შედგება საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მისი მოადგილეებისა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრების, კომიტეტების თავმჯდომარეებისა და საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის უფროსისაგან. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის წარდგინებით ნიშნავს საქართველოს პარლამენტი. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილეებსა და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებს საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის წარდგინებით ნიშნავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - სახელმწიფოს მეთაური და ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. ასეთივე წესით ხდება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის შეცვლა. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წევრებად თანამდებობის მიხედვით ითვლიან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოების თავმჯდომარები.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 31 მარ. 1994 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
24¹823¹555442522232865
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს რესპუბლიკი…საპარლამენტო მდივნის შ…საქართველოს მთავრობის …საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს განათლების…აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა