საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ

მუხლი 8. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, მინისტრთა კაბინეტისა და მინისტრთა კაბინეტის წევრებისადმი ნდობის საკითხის დასმისა და გადაწყვეტის წესი

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 15 მარ. 1994

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს უფლება აქვს პარლამენტის წინაშე დასვას მინისტრთა კაბინეტისადმი ნდობის საკითხი კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვა იწყება მისი დასმიდან მე-3 დღეს, ხოლო კენჭისყრა ტარდება მე-6 დღეს. დადგენილება მინისტრთა კაბინეტისათვის ნდობის გამოცხადების შესახებ მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. ნდობის გამოცხადების შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის მიერ დასმული კონკრეტული საკითხი დადებითად გადაწყვეტილად ჩაითვლება. ნდობის გამოცხადებაზე უარის თქმა იწვევს მინისტრთა კაბინეტის გადადგომას. პარლამენტის თავმჯდომარეს - სახელმწიფოს მეთაურს, პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის სულ ცოტა ერთ მეხუთედს, უფლება აქვთ პარლამენტის წინაშე დასვან პრემიერ-მინისტრის, მინისტრთა კაბინეტის ან მინისტრთა კაბინეტის წევრებისადმი ნდობის საკითხი. ამ შემთხვევაში პარლამენტს წარედგინება უნდობლობის მოტივირებული რეზოლუცია. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვა იწყება უნდობლობის რეზოლუციის შეტანიდან მე-3 დღეს, ხოლო კენჭისყრა ტარდება მე-6 დღეს. დადგენილება უნდობლობის გამოცხადების შესახებ მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. პრემიერ-მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადება იწვევს მინისტრთა კაბინეტის გადადგომას, ასევე მინისტრთა კაბინეტისათვის, ან მინისტრისათვის უნდობლობის გამოცხადება - შესაბამისად მათ გადადგომას. უნდობლობის გამოცხადების შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტი თუ კაბინეტის ცალკეული წევრი აგრძელებენ თავიანთი მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის, მინისტრთა კაბინეტისა და კაბინეტის წევრის დანიშვნამდე. საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 15 მარტის კანონი  -  პარლამენტის უწყებანი, №16, 31/03/1994

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს უფლება აქვს დასვას პარლამენტის წინაშე დასვას მინისტრთა კაბინეტისადმი ნდობის საკითხი.საკითხი კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვა იწყება მისი დასმიდან მე-3 დღეს, ხოლო კენჭისყრა ტარდება მე-6 დღეს. დადგენილება მინისტრთა კაბინეტისათვის ნდობის გამოცხადების შესახებ მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. ნდობის გამოცხადების შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის გადადგომამიერ გამოიწვევსდასმული კონკრეტული საკითხი დადებითად გადაწყვეტილად ჩაითვლება. ნდობის გამოცხადებაზე უარის თქმა იწვევს მინისტრთა კაბინეტის გადადგომას. პარლამენტის თავმჯდომარეს - სახელმწიფოს მეთაურს, პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის სულ ცოტა ერთ მეხუთედს, უფლება აქვთ პარლამენტის წინაშე პრემიერ-მინისტრთადასვან დაპრემიერ-მინისტრის, მინისტრთა კაბინეტის წევრისადმიან მინისტრთა კაბინეტის წევრებისადმი ნდობის საკითხი. ამ შემთხვევაში პარლამენტს წარედგინება უნდობლობის მოტივირებული რეზოლუცია. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხის დასმისგანხილვა უფლებაიწყება აქვსუნდობლობის დეპუტატთარეზოლუციის საერთოშეტანიდან რაოდენობისმე-3 სულდღეს, ცოტახოლო ერთკენჭისყრა მეხუთედსტარდება ანმე-6 დღეს. დადგენილება უნდობლობის გამოცხადების შესახებ მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის თავმჯდომარესწევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. პრემიერ-მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადება იწვევს მინისტრთა კაბინეტის გადადგომას, ასევე მინისტრთა კაბინეტისათვის, ან მინისტრისათვის უნდობლობის გამოცხადება - სახელმწიფოსშესაბამისად მეთაურს.მათ გადადგომას. უნდობლობის გამოცხადების შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტი თუ კაბინეტის ცალკეული წევრი აგრძელებენ თავიანთი მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის, მინისტრთა კაბინეტისა და კაბინეტის წევრის დანიშვნამდე. საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 15 მარტის კანონი  -  პარლამენტის უწყებანი, №16, 31/03/1994

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 31 მარ. 1994-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 31 მარ. 1994 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
724 (დ…5857565926281801781798
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს მთავრობის …საქართველოს რესპუბლიკი…აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა