საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 180. საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია პარლამენტის წინაშე დასვას საქართველოს მთავრობის ნდობის საკითხი.

2.ნდობის საკითხს კენჭი ეყრება მისი დასმიდან არაუადრეს მე-7 და არაუგვიანეს მე-14 დღისა.

3.საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურაზე ვრცელდება ამ რეგლამენტის 178-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესი.

4.თუ პარლამენტი საქართველოს კონსტიტუციის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში საქართველოს მთავრობას ნდობას არ გამოუცხადებს, პარლამენტი უფლებამოსილია საქართველოს მთავრობისთვის ნდობის არგამოცხადებიდან 7 დღის ვადაში, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ნდობა გამოუცხადოს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ საქართველოს მთავრობას. პარლამენტს საქართველოს მთავრობის შემადგენლობასთან ერთად წარედგინება სამთავრობო პროგრამა.

5.ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურაზე ვრცელდება ამ რეგლამენტის 178-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესი. თავი XXIII. საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ სხვა თანამდებობის პირთა არჩევა საქართველოს პარლამენტის 2026 წლის 1 აპრილის რეგლამენტი №1480 – ვებგვერდი, 01.04.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია პარლამენტის წინაშე დასვას საქართველოს მთავრობის ნდობის საკითხი. 2. ნდობის საკითხს კენჭი ეყრება მისი დასმიდან არაუადრეს მე-7 და არაუგვიანეს მე-14 დღისა. 3. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურაზე ვრცელდება ამ რეგლამენტის 178-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესი. 4. თუ პარლამენტი საქართველოს კონსტიტუციის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში საქართველოს მთავრობას ნდობას არ გამოუცხადებს, პარლამენტი უფლებამოსილია საქართველოს მთავრობისთვის ნდობის არგამოცხადებიდან 7 დღის ვადაში, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ნდობა გამოუცხადოს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ საქართველოს მთავრობას. პარლამენტს საქართველოს მთავრობის შემადგენლობასთან ერთად წარედგინება სამთავრობო პროგრამა. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურაზე ვრცელდება ამ რეგლამენტის 178-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესი. თავი XXIII. საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ სხვა თანამდებობის პირთა არჩევა საქართველოს პარლამენტის 2026 წლის 1 აპრილის რეგლამენტი №1480 – ვებგვერდი, 01.04.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 1 აპრ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
78585756748917858179151180
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს რესპუბლიკი…საქართველოს მთავრობის …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს სახელმწიფო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა