Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკარაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებმუხლი 6²

რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

მუხლი 6². რაჭის დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების რეჟიმი

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2027
თემები:სატყეო საქმეწყლის რესურსები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.რაჭის ეროვნული პარკის საზღვრებში მოქცეულ სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში დასაშვებია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა/მოწყობა/განთავსება (მათ შორის, ტექნიკური საშუალებების განთავსება)/რეაბილიტაცია და სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიებების განხორციელება.

2.რაჭის ეროვნული პარკის საზღვრებში მოქცეულ სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, მდგრადი ტურისტული საქმიანობა, მეცნიერული კვლევა-ძიება, მშენებლობა, ობიექტების მომსახურება და ნებისმიერი სხვა საქმიანობა ხორციელდება „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დადგენილი სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის შესაბამისად.

3.რაჭის ეროვნული პარკის, ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის, საკიშორის მღვიმის ბუნების ძეგლის, შარეულის მღვიმის ბუნების ძეგლის, უშოლთის მღვიმის ბუნების ძეგლის, კიდობანას მღვიმის ბუნების ძეგლისა და მურადის მღვიმის ბუნების ძეგლის ტერიტორიებზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე დასაშვებია კვლევითი, სარეაბილიტაციო და არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარება და მათი მოვლის ღონისძიებების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4.რაჭის ეროვნული პარკის დამხმარე ზონის (მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის) საზღვრებში შემავალი დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისთვის, აგრეთვე რაჭის ეროვნული პარკის დამხმარე ზონის (მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის) ფარგლებში დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრული საქმიანობების განსახორციელებლად დასაშვებია მრგვალი მორის გაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს ტყის კოდექსის 93-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებულ თარიღამდე.

5.რაჭის ეროვნული პარკისა და ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიებზე დაშვებული საქმიანობები/ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

6.ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე დასაშვებია: ა) გარემოს და ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა, მოვლა-პატრონობა და აღდგენა; ბ) მანიპულაციური მეცნიერული კვლევის ჩატარება, ბუნებრივი ეკოსისტემებისა და მათ ფარგლებში ბუნებრივად გავრცელებული სახეობების კონსერვაცია და აღდგენა; გ) რეკრეაციული, ტურისტული და საგანმანათლებლო საქმიანობების განხორციელება; დ) ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროების გათვალისწინებით, აღნიშნული დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრულ შემთხვევებში დაშვებული საქმიანობების განსახორციელებლად ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა და ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ე) ტურიზმისა და აღნიშნული დაცული ლანდშაფტის განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა, სახელმწიფოებრივი, ადგილობრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა; ვ) აღნიშნული დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრულ გამონაკლის შემთხვევებში მდინარეებზე (წყლის დინებებზე), უპირატესად − ძირითადი მდინარეების შენაკადებზე სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა (მათ შორის, მხოლოდ ისეთი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, რომლებზეც არ ვრცელდება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მოქმედება) დაცული ლანდშაფტის ვიზუალური მხარის შენარჩუნებით, დიდი ესთეტიკური ღირებულების მქონე გეომორფოლოგიური და ჰიდროლოგიური წარმონაქმნებისა და კალმახის საქვირითე ადგილების დაუზიანებლად; ზ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება აღნიშნული დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმის ან დროებითი რეგულირების წესის შესაბამისად; თ) საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით (მათ შორის, აღნიშნული დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით) განსაზღვრული სხვა დაშვებული საქმიანობების განხორციელება. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] საქართველოს 2026 წლის 4 მარტის ორგანული კანონი №1372 – ვებგვერდი, 06.03.2026წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2027 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 6 მარ. 2026
წინა მუხლი 6შემდეგი მუხლი 7

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ეროვნული პარკების ნებართვებისერვისის გვერდი
  • ჭაობების რეგულაციებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-03-04 · №1

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2026-03-06
0
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

ლიცენზიებისა და ნე… 7საქართველოს ტყის კ… 93მუხლი 7

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 6რაჭის ეროვნული პარკის სახელმწიფო მართვა, მისი დაცვისა და გამოყენების რეჟიმი
  • 3რაჭის დაცული ტერიტორიები
  • 5რაჭის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის (დამხმარე ზონის) მდებარეობა, მისი დასახლებული პუნქტების ჩამონათვალი და სახელმწიფო მართვა

ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 6ერუშეთის ეროვნული პარკის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი

მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ

  • 5მაჭახელას დაცული ლანდშაფტის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი

არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ

  • 5არაგვის დაცული ლანდშაფტის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი

თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ

  • 5თრუსოს დაცული ლანდშაფტის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი

ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 5ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი

ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 9ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების დაცვისა და ამ ტერიტორიებით სარგებლობის რეჟიმი

მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ

  • 3მაჭახელას ეროვნული პარკის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი

ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 10ჯავახეთის დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების რეჟიმი

იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 6სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიულ-ფუნქციური ორგანიზება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
671039365555763596²
მითითებამნიშვნელობით ახლოსლიცენზიებისა და ნებართ…საქართველოს ტყის კოდექ…რაჭის დაცული ტერიტორიე…ერუშეთის დაცული ტერიტო…მაჭახელას დაცული ლანდშ…არაგვის დაცული ლანდშაფ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 4 მარ. 2026