Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებმუხლი 32

ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 32. სისხლისა და მისი კომპონენტების ექსპორტი და იმპორტი

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.დაუშვებელია სისხლისა და მისი კომპონენტების საქართველოდან ექსპორტი და საქართველოში იმპორტი, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2.საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს, აგრეთვე ქვეყანაში სისხლისა და მისი კომპონენტების ნაკლებობის შემთხვევაში, როდესაც ეს გამართლებულია მდგომარეობის საგანგებო და გადაუდებელი ხასიათით, მინისტრს უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება სისხლისა და მისი კომპონენტების ექსპორტის ან იმპორტის შესახებ, რისთვისაც ქვეყანას უნდა ჰქონდეს გამართული ლოჯისტიკური სქემა და პარტნიორი ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც საჭიროების შემთხვევაში მათი ექსპორტი განხორციელდება.

3.სისხლის დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს ამ კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჭიროების გეგმით განსაზღვრულზე მეტი ოდენობით წარმოებული პლაზმის ექსპორტი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამკურნალო საშუალების წარმოებისთვის.

4.სისხლის დაწესებულება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას ახორციელებს კომპეტენტური ორგანოს მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული სათანადო ლიცენზიის საფუძველზე.

5.ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის გაცემის წესი და სალიცენზიო პირობები განისაზღვრება ამ კანონით, აგრეთვე ამ კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა − „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით. ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით.

6.სხვა ქვეყნიდან იმპორტირებული სისხლი და სისხლის კომპონენტები (მათ შორის, სისხლი და სისხლის კომპონენტები, რომლებიც გამოიყენება, როგორც საწყისი მასალა ან ნედლეული, სისხლიდან ან პლაზმიდან მიღებული სამკურნალო საშუალების საწარმოებლად), რომლებიც ქვეყნის შიგნით უნდა განაწილდეს, უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონით განსაზღვრული სისხლის დაწესებულების ხარისხის სისტემის სტანდარტებისა და სპეციფიკაციების ეკვივალენტურ სტანდარტებსა და სპეციფიკაციებს (მათ შორის, მიკვლევადობის მოთხოვნებს).

7.სისხლისა და მისი კომპონენტების ექსპორტისა და იმპორტის სხვა წესები და პროცედურები მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. თავი V პასუხისმგებლობა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 28 ივნ. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ოქტ. 2025· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2024
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 31შემდეგი მუხლი 33

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 1 აპრ. 2026 · №3

  • 1 ცვლილება · ბოლო 29 დეკ. 2024
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 1 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 11

მიუთითებენ მასზე

მუხლი 38მუხლი 42

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

  • 38სისხლით ან მისი კომპონენტებით უკანონო ვაჭრობა, სისხლის ან მისი კომპონენტების უკანონო ექსპორტი ან იმპორტი
  • 28ეტიკეტირება
  • 13ლიცენზირება/ნებართვის გაცემა

ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ

  • 34ქსოვილების იმპორტი ან/და ექსპორტი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 135ადამიანის სისხლით ან მისი კომპონენტებით უკანონო ვაჭრობა, ადამიანის სისხლის ან მისი კომპონენტების უკანონო ექსპორტი ან იმპორტი

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 37სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლების უცხო სახელმწიფოში გადაგზავნის პირობები
  • 38სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლების უცხო სახელმწიფოში გადაგზავნის წესი

სისხლის კომპონენტების განკარგვის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • 2 (დანართი 1)სისხლის კომპონენტების განკარგვის პირობები
  • 3 (დანართი 1)სისხლის კომპონენტების განკარგვის წესი

სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 16სისხლის სამართლის პროცესის მონაწილისა და სხვა პირის დაცვა

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

  • 125
  • 124

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1351251243738162 (და…3 (და…38114228133432
მითითებამნიშვნელობით ახლოსადამიანის სისხლისა და …ადამიანის ქსოვილებისა …საქართველოს სისხლის სა…სისხლის სამართლის სფერ…სისხლის კომპონენტების …სამართალდაცვით სფეროში…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026 · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026