სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

მუხლი 16. სისხლის სამართლის პროცესის მონაწილისა და სხვა პირის დაცვა

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მოთხოვნის საფუძველზე საქართველოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს შეუძლია საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოსთან ითანამშრომლოს სისხლის სამართლის პროცესის მონაწილისა და სხვა პირის საქართველოდან საზღვარგარეთის ქვეყანაში გადაყვანის ან საზღვარგარეთის ქვეყნიდან საქართველოში გადმოყვანის საკითხებში, საქართველოსა და საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობების დაცვით.

2.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთის ქვეყნიდან საქართველოში გადმოყვანილ სისხლის სამართლის პროცესის მონაწილესა და სხვა პირს უზრუნველყოფს საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული დაცვის კონკრეტული ღონისძიებებით.

3.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაცვის კონკრეტული ღონისძიებების მომთხოვნ საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოს აცნობებს, რა ღონისძიებები იქნა გამოყენებული საქართველოში გადმოყვანილი სისხლის სამართლის პროცესის მონაწილისა და სხვა პირის მიმართ.

4.სისხლის სამართლის პროცესის მონაწილისა და სხვა პირის გადაყვანის/გადმოყვანის ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოსთან დებს ინდივიდუალურ შეთანხმებას, რომლითაც განისაზღვრება მათი გადაყვანის/გადმოყვანის საკითხებთან დაკავშირებული თანამშრომლობის დეტალები.

5.სისხლის სამართლის პროცესის მონაწილისა და სხვა პირის საზღვარგარეთის ქვეყნიდან საქართველოში გადმოყვანის ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო.

6.ამ მუხლით გათვალისწინებულმა თანამშრომლობამ ხელი არ უნდა შეუშალოს საქართველოს ან საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის ტერიტორიაზე წარმოებულ სისხლის სამართლის პროცესს.

7.საზღვარგარეთის ქვეყნიდან საქართველოში გადმოყვანილი სისხლის სამართლის პროცესის მონაწილისა და სხვა პირის დაცვის შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობის შემთხვევაში ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოს. ასეთ შემთხვევაში განხილული უნდა იქნეს საზღვარგარეთის ქვეყნიდან საქართველოში გადმოყვანილი სისხლის სამართლის პროცესის მონაწილისა და სხვა პირის უკან დაბრუნების შესაძლებლობა.

8.საზღვარგარეთის ქვეყნიდან საქართველოში გადმოყვანილმა სისხლის სამართლის პროცესის მონაწილემ და სხვა პირმა უნდა დაიცვან საქართველოს კანონმდებლობა. თუ ისინი დაარღვევენ საქართველოს კანონმდებლობას ან სპეციალურად მათთვის განსაზღვრულ ქცევის წესებს, ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოს. საზღვარგარეთის ქვეყნიდან საქართველოში გადმოყვანილი სისხლის სამართლის პროცესის მონაწილისა და სხვა პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ან ქცევის წესების დარღვევა შეიძლება გახდეს მათი უკან დაბრუნების საფუძველი.

9.ამ მუხლით გათვალისწინებული თანამშრომლობის განხორციელებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებს ის ქვეყანა, რომლის ტერიტორიიდანაც მოხდა სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის ან სხვა პირის გადაყვანა, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 12 მარ. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მორის გიგაური

მორის გიგაური

იურისტი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26652902387¹421014183716
მნიშვნელობით ახლოსსისხლის სამართლის სფერ…სამართალდაცვით სფეროში…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…პერსონალურ მონაცემთა დ…სისხლის სამართლის საერ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა