Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებმუხლი 13

ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 13. ლიცენზირება/ნებართვის გაცემა

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:ობიექტის ლიცენზირებაპროფესიული ლიცენზირებამედიკამენტების რეგულირებატელემედიცინაჯანდაცვის ტრანზაქციებითავდაცვის შესყიდვები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.სისხლის დაწესებულება სისხლისა და მისი კომპონენტების შეგროვებას, ცენტრალური ტესტირების ლაბორატორიაში ტესტირებას, დამუშავებას, შენახვას, განაწილებას ან/და გაცემას (საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობა) ახორციელებს შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე.

2.სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკი სისხლისა და მისი კომპონენტების მიღებას, შენახვას, დონორისა და რეციპიენტის თავსებადობის ტესტირებას და სამედიცინო დაწესებულების შიდა მოხმარებისთვის ტრანსფუზიის მიზნით გაცემას ახორციელებს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაზე გაცემული სათანადო ნებართვის საფუძველზე, ამ ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში.

3.ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობების განსახორციელებლად ლიცენზიას/ნებართვას გასცემს შესაბამისი კომპეტენტური ორგანო ამ კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე.

4.ლიცენზიის/ნებართვის გაცემის წესი და სალიცენზიო/სანებართვო პირობები განისაზღვრება ამ კანონით, აგრეთვე ამ კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

5.შესაბამისი საქმიანობის განსახორციელებლად გადასახდელი სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით.

6.ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით.

7.სალიცენზიო მოწმობის ფორმა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

8.შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს უფლება აქვს, უარი განაცხადოს ლიცენზიის გაცემაზე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლისა და ამ კანონის შესაბამისად. ეს უარი შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით.

9.ლიცენზიის გამცემ კომპეტენტურ ორგანოს უფლება აქვს, სისხლის დაწესებულებას გაუუქმოს ლიცენზია, თუ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლის ღონისძიებები ადასტურებს, რომ სისხლის დაწესებულება არ ასრულებს სალიცენზიო პირობებს და მას ამ კანონითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით დაკისრებული აქვს პასუხისმგებლობა ჯარიმების სახით. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1471 – ვებგვერდი, 01.04.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 1 აპრ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 28 ივნ. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 აპრ. 2026

    მე-8 პუნქტში ლიცენზიაზე უარის საფუძვლად დაემატა ამ კანონი, ხოლო გასაჩივრების წესზე მითითება აღარ არის შეზღუდული „იმავე კანონით“.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 12შემდეგი მუხლი 14

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დიაგნოსტიკის ცენტრის ლიცენზირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ექთნის ლიცენზირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კბილის პრაქტიკის ლიცენზირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სამედიცინო კლინიკის ლიცენზირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 1 აპრ. 2026 · №3

  • 1 ცვლილება · ბოლო 1 აპრ. 2026
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 2 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

ლიცენზიებისა და ნე… 11მუხლი 11

მიუთითებენ მასზე

მუხლი 10

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

  • 15სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკი
  • 35სისხლის დაწესებულების მიერ სისხლისა და მისი კომპონენტების შეგროვების, დამუშავების, შენახვის, განაწილების ან/და გაცემის (საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის) სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა
  • 11სისხლის დაწესებულება

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

  • 41ლიცენზირება/ნებართვის გაცემა, სალიცენზიო/სანებართვო  პირობები

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

  • 125

ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ

  • 36შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის გაცემა, სალიცენზიო/სანებართვო პირობები
  • 25დონორებისა და რეციპიენტების ტესტირება

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 38²სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის/ნებართვის გაცემის პრინციპები

კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

  • 6ლიცენზიის გაცემის პროცედურა

საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულებების სისტემაში ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებებისათვის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების გადაცემის წესის შესახებ

  • 4საქმიანობის

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 13ლიცენზიების გაცემა

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 24გადაწყვეტილება ლიცენზირების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2461138²1254131110153536254113
მითითებამნიშვნელობით ახლოსადამიანის სისხლისა და …ლიცენზიებისა და ნებართ…ადამიანის ორგანოთა გად…ჯანმრთელობის დაცვის შე…ადამიანის ქსოვილებისა …კერძო დაცვითი საქმიანო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026 · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა 31 ოქტ. 2026