Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებმუხლი 11

ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 11. სისხლის დაწესებულება

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.სისხლის დაწესებულება იქმნება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2.სისხლის დაწესებულება თავის საქმიანობას ახორციელებს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიის, ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3.რეციპიენტებისთვის, სამედიცინო დაწესებულებებისთვის მაღალი სტანდარტის სისხლისა და მისი კომპონენტების შეუფერხებელი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, სისხლსა და მის კომპონენტებზე, აგრეთვე სისხლის პროდუქტებზე, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქტებზე, ქვეყნის მოთხოვნილების განსაზღვრისა და სამედიცინო დაწესებულებების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად უსაფრთხო მარაგების შექმნისა და მართვის მიზნით ქვეყანაში უნდა ფუნქციონირებდეს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ცენტრალური სისხლის დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებას.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ცენტრალურ სისხლის დაწესებულებას სახელმწიფოს სახელით აფუძნებს საქართველოს მთავრობა, ხოლო მისი დაფუძნების შემდეგ დამფუძნებლის ყველა უფლებამოსილებას ახორციელებს სამინისტრო.

5.სისხლის დაწესებულება უფლებამოსილია: ა) განახორციელოს დონორთა მოზიდვა და შერჩევა, სისხლისა და მისი კომპონენტების შეგროვება, ცენტრალური ტესტირების ლაბორატორიაში ტესტირება, დამუშავება, შენახვა, ცენტრალურ სისხლის დაწესებულებასთან შეთანხმებული ან მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესითა და პირობებით განაწილება, აგრეთვე ტრანსფუზიის მიზნით გაცემა; ბ) სამედიცინო დაწესებულებების სისხლის ბანკებისგან მიღებული წლიური საჭიროების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შეიმუშაოს და სამინისტროს წარუდგინოს სისხლის, სისხლის პროდუქტებისა და შუალედური პროდუქტების მომდევნო წლის საჭიროების თაობაზე ინფორმაცია შესაბამისი წლის გეგმის დასამტკიცებლად; გ) უზრუნველყოს სისხლისა და მისი კომპონენტების ადეკვატური მიკვლევადობისა და ჰემოზედამხედველობისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება; დ) უზრუნველყოს უანგარო დონორების მოზიდვა და მათი რეგულარულ დონორებად შენარჩუნება; ე) განახორციელოს ამ კანონით, მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და სისხლის დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

6.სისხლის დაწესებულება ვალდებულია თავისი საქმიანობა განახორციელოს ამ კანონის მოთხოვნებისა და აღნიშნული საქმიანობისთვის დადგენილი სალიცენზიო პირობების შესაბამისად.

7.სისხლის დაწესებულების ორგანიზაციული სტრუქტურა, ხელმძღვანელი ორგანოს შექმნის (ხელმძღვანელი პირის არჩევის) წესი და უფლებამოსილების ვადა, აგრეთვე სისხლის დაწესებულების ბიუჯეტისა და საქმიანობის გეგმის დამტკიცების წესი განისაზღვრება სისხლის დაწესებულების წესდებით.

8.სისხლის დაწესებულებას უფლება აქვს, სისხლის შეგროვება განახორციელოს ფიქსირებულ ადგილზე (მუდმივი პუნქტი) ან/და მობილური პუნქტების ან/და სისხლის დაწესებულების ტერიტორიის გარეთ მდებარე მობილური ერთეულების მეშვეობით.

9.სისხლის დაწესებულება ვალდებულია სისხლის პროდუქტებისა და შუალედური პროდუქტების რეალიზაცია განახორციელოს წინასწარ დამტკიცებული ზღვრული ფასებით, გარდა ამ პროდუქტების ექსპორტის შემთხვევისა.

10.სისხლის პროდუქტებისა და შუალედური პროდუქტების ფასებს ამტკიცებს მინისტრი. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1471 – ვებგვერდი, 01.04.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 1 აპრ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 28 ივნ. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 აპრ. 2026

    „ა“ ქვეპუნქტში განაწილებისა და ტრანსფუზიის მიზნით გაცემის დამაკავშირებელი „და“ შეიცვალა „, აგრეთვე“-ით. სისხლის პროდუქტებისა და შუალედური პროდუქტების ფასების დამტკიცების უფლებამოსილება მთავრობიდან მინისტრზე გადავიდა და ნორმის ტექსტიდან ამოღებულია ზღვრული ფასების მეთოდოლოგიის ხსენება.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 10შემდეგი მუხლი 12

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 1 აპრ. 2026 · №3

  • 1 ცვლილება · ბოლო 1 აპრ. 2026
  • ციტირებულია 5 მუხლი
  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

საქართველოს სამოქა… 1509²მუხლი 13მუხლი 32მუხლი 42მუხლი 44

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

  • 15სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკი
  • 13ლიცენზირება/ნებართვის გაცემა
  • 19სისხლის დაწესებულებისა და სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკის ხარისხის სისტემა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 1509²მოქმედი სისხლის დაწესებულების (სისხლის გადასხმის დაწესებულების/სისხლის ბანკის) არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად რეგისტრაციის წესი

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

  • 125
  • 124
  • 53

სისხლის კომპონენტების განკარგვის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • 3 (დანართი 1)სისხლის კომპონენტების განკარგვის წესი
  • 2 (დანართი 1)სისხლის კომპონენტების განკარგვის პირობები

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

  • 36კომპეტენტური უწყება (უწყებები)

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ

  • 13დაწესებულების დაფუძნება და მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა

ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ

  • 35კომპეტენტური უწყება (უწყებები)

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
125124531509²3 (და…2 (და…13133242441519353611
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…ადამიანის სისხლისა და …ჯანმრთელობის დაცვის შე…სისხლის კომპონენტების …ადამიანის ორგანოთა გად…ადრეული და სკოლამდელი …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026 · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026