Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაჯარო შესყიდვების შესახებმუხლი 25¹

საჯარო შესყიდვების შესახებ

მუხლი 25¹. ცენტრალიზებული შესყიდვების განხორციელების უფლებამოსილების მქონე ორგანო

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.ამ კანონის 41-ე მუხლით განსაზღვრული ცენტრალიზებული შესყიდვების განხორციელების უფლებამოსილების მქონე ორგანოა ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, რომელიც არის კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

2.ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, ეს კანონი და ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს დებულება.

3.ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს სტრუქტურასა და დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

4.ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

5.ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა.

6.ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ძირითადი ფუნქციებია: ა) ამ კანონის 41-ე მუხლით განსაზღვრულ ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება; ბ) ცენტრალიზებული შესყიდვების სფეროში არსებული მდგომარეობის სისტემატური შესწავლა, გაანალიზება და გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა, ხოლო თუ კონკრეტული საკითხის გადაწყვეტა მის კომპეტენციას სცილდება – შესაბამისი წინადადების საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა; გ) მეთოდური მითითებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; დ) შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებით საკონსულტაციო-სარეკომენდაციო მომსახურების გაწევა; ე) საქართველოს კანონმდებლობითა და ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.

7.ცენტრალური შემსყიდველი ორგანო ადგენს თავისი საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს და მას ყოველი მომდევნო წლის 1 ივნისამდე წარუდგენს საქართველოს მთავრობას. ეს ანგარიში ქვეყნდება ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

8.საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით კონკრეტულ სფეროში ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების უფლება შეიძლება მიენიჭოს აგრეთვე სხვა შემსყიდველ ორგანიზაციას. ამ შემთხვევაში ამ კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება ვრცელდება აღნიშნულ სფეროში მოქმედ შემსყიდველ ორგანიზაციაზე. საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1057 – ვებგვერდი, 17.11.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 1 ივნ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 11 დეკ. 2023 – 1 ივნ. 2026 მუხლი კანონში არ იყო

  2. … – 11 დეკ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 25შემდეგი მუხლი 25²

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №16

  • 1 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 41

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 41ცენტრალიზებული შესყიდვა
  • 25²ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ხელმძღვანელი
  • 25³ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს დაფინანსება

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 20⁴ცენტრალური შემსყიდველი ორგანო
  • 20⁵ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ხელმძღვანელი
  • 20⁶ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობა

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • 2შემსყიდველი ორგანიზაციის უფლება-მოვალეობები
  • 31სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგი
  • 29სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი

პროკურატურის შესახებ

  • 73სახელმწიფო შესყიდვების მართვა და ორგანიზება

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 258საკონტროლო შესყიდვა

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 15სახელმწიფო შესყიდვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20⁴20⁵20⁶2582312973154125²25³25¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო შესყიდვების შეს…სახელმწიფო შესყიდვების…სახელმწიფო შესყიდვების…პროკურატურის შესახებსაქართველოს საგადასახა…ენერგოეფექტურობის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026