Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასახელმწიფო შესყიდვების შესახებმუხლი 20⁴

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

მუხლი 20⁴. ცენტრალური შემსყიდველი ორგანო

რედაქცია №102 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026
თემები:უსაფრთხოების კონტრაქტები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.ცენტრალური შემსყიდველი ორგანო არის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ამ თავით გათვალისწინებულ საქმიანობას.

2.ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, ეს კანონი და ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს დებულება.

3.ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს სტრუქტურასა და დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

4.ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

5.ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა.

6.ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ძირითადი ფუნქციებია: ა) ამ თავით განსაზღვრულ ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება; ბ) ცენტრალიზებული შესყიდვების სფეროში არსებული მდგომარეობის სისტემატური შესწავლა, გაანალიზება და გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა, ხოლო თუ კონკრეტული საკითხის გადაწყვეტა მის კომპეტენციას სცილდება – შესაბამისი წინადადების საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა; გ) მეთოდური მითითებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; დ) შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებით საკონსულტაციო-სარეკომენდაციო მომსახურების გაწევა; ე) საქართველოს კანონმდებლობითა და ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.

7.ცენტრალური შემსყიდველი ორგანო ფინანსდება: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრებით; ბ) მის ანგარიშზე გადახდილი, ამ კანონით გათვალისწინებული საფასურით; გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით.

8.ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს აქვს ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში. ამასთანავე, ცენტრალური შემსყიდველი ორგანო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ანგარიში ჰქონდეს აგრეთვე კომერციულ ბანკში.

9.ცენტრალური შემსყიდველი ორგანო ადგენს თავისი საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს და მას ყოველი მომდევნო წლის 15 მაისამდე წარუდგენს საქართველოს მთავრობას. ეს ანგარიში ქვეყნდება ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

10.საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით კონკრეტულ სფეროში ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების უფლება შეიძლება მიენიჭოს აგრეთვე სხვა შემსყიდველ ორგანიზაციას. ამ შემთხვევაში ამ კანონის 20 6 მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება ვრცელდება აღნიშნულ სფეროში მოქმედ შემსყიდველ ორგანიზაციაზე.

11.ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს ეკისრება პასუხისმგებლობა ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებული, ამ თავითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესებისა და ნორმების დაცვისთვის, აგრეთვე მის მიერ ცენტრალიზებული შესყიდვების რაციონალურად განხორციელებისთვის. საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1056 – ვებგვერდი, 17.11.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №95 · ძალაშია 1 ივნ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 18 მაი. 2005 – 1 ივნ. 2026 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 20³შემდეგი მუხლი 20⁵

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სახელმწიფო კონტრაქტებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 16 სექ. 2026 · №102

  • 1 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 20⁶

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 20⁵ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ხელმძღვანელი
  • 4უფლებამოსილი ორგანო
  • 20⁶ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობა

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 25¹ცენტრალიზებული შესყიდვების განხორციელების უფლებამოსილების მქონე ორგანო
  • 41ცენტრალიზებული შესყიდვა
  • 25³ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს დაფინანსება

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • 2შემსყიდველი ორგანიზაციის უფლება-მოვალეობები
  • 31სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგი
  • 29სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი

პროკურატურის შესახებ

  • 73სახელმწიფო შესყიდვების მართვა და ორგანიზება

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 258საკონტროლო შესყიდვა

ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ

  • 4შესწავლის ორგანო და მისი უფლებამოსილებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20⁶20⁵42582312973425¹4125³20⁴
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო შესყიდვების…საჯარო შესყიდვების შეს…სახელმწიფო შესყიდვების…პროკურატურის შესახებსაქართველოს საგადასახა…ვაჭრობაში ანტიდემპინგუ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 16 სექ. 2026 · რედაქცია №102 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026