Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაჯარო შესყიდვების შესახებმუხლი 41

საჯარო შესყიდვების შესახებ

მუხლი 41. ცენტრალიზებული შესყიდვა

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2029
თემები:თავდაცვის შესყიდვებიშერწყმა და შეძენაუძრავი ქონების გარიგებებიკორპორაციული და ინდივიდუალური განათლებასპონსორობაWeb3 dApp დეველოპმენტი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.ცენტრალიზებული შესყიდვა არის ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს: ა) შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის განკუთვნილი, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ფართო მოხმარების/მუდმივი საჭიროების საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვას; ბ) შესყიდვის ხელშეკრულების ან ჩარჩოშეთანხმების შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის განკუთვნილი ფართო მოხმარების/მუდმივი საჭიროების საქონელზე, სამუშაოზე ან/და მომსახურებაზე დადებას.

2.გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა, ცენტრალიზებული შესყიდვა გამოიყენება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, ხოლო საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტითა და შესყიდვის პირობებით გათვალისწინებული შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია საქონელი, სამუშაო ან მომსახურება ცენტრალიზებული შესყიდვის ფარგლებში შეისყიდოს.

3.შემსყიდველმა ორგანიზაციამ საქონელი, სამუშაო ან/და მომსახურება შეიძლება შეისყიდოს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ: ა) დადებული შესყიდვის ხელშეკრულების გამოყენებით; ბ) დადებული ჩარჩოშეთანხმების გამოყენებით; გ) ადმინისტრირებული დინამიკური შესყიდვის სისტემის გამოყენებით.

4.შემსყიდველი ორგანიზაცია ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესყიდვის ხელშეკრულებას დებს ამ კანონის 37-ე ან 38-ე მუხლით დადგენილი წესით.

5.გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ცენტრალური შემსყიდველი ორგანო ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობას ახორციელებს შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე, ანაზღაურების გარეშე ან ანაზღაურებით. ამ ანაზღაურების სავალდებულოობას ან/და ოდენობას განსაზღვრავს ცენტრალური შემსყიდველი ორგანო. აღნიშნული საქმიანობა შეიძლება მოიცავდეს: ა) შესყიდვის პროცედურების დაგეგმვასთან ან განხორციელებასთან დაკავშირებით კონსულტაციების გაწევას; ბ) შესყიდვის პროცედურების შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაციის სასარგებლოდ და მისივე ხარჯით დაგეგმვასა და განხორციელებას.

6.ცენტრალური შემსყიდველი ორგანოსგან ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვაზე ამ კანონის მე-9 მუხლის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება.

7.(ამოღებულია - 12.11.2025, №1057).

8.ცენტრალური შემსყიდველი ორგანო საქმიანობის განხორციელებისას მოქმედებს, როგორც შემსყიდველი ორგანიზაცია. იგი შეზღუდულია ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტით შემსყიდველი ორგანიზაციისთვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობებით.

9.(ამოღებულია - 12.11.2025, №1057). საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1057 – ვებგვერდი, 17.11.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2029 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 23 სექ. 2024
  2. 1 ივნ. 2026· გამოქვეყნდა 17 ნოე. 2025
წინა მუხლი 40შემდეგი მუხლი 42

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ავტომატიზებული გადაწყვეტილების მიღება (სამუშაო ადგილი)2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მართული სერვისების ხელშეკრულებები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • შეძენის ხელშეკრულებები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • M&A კონსულტაცია1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე ბეჟაშვილი

სალომე ბეჟაშვილი

ადვოკატი / მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე მიქაუტაძე

სალომე მიქაუტაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №16

2
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2025-11-17
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 38მუხლი 9

მიუთითებენ მასზე

მუხლი 9მუხლი 25¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 25¹ცენტრალიზებული შესყიდვების განხორციელების უფლებამოსილების მქონე ორგანო
  • 25³ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს დაფინანსება
  • 45შერეული შესყიდვა

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 20⁴ცენტრალური შემსყიდველი ორგანო
  • 20⁶ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობა
  • 20⁸სახელმწიფო შესყიდვის ინსტრუმენტები

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • 2შემსყიდველი ორგანიზაციის უფლება-მოვალეობები
  • 3სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა
  • 31სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგი

პროკურატურის შესახებ

  • 73სახელმწიფო შესყიდვების მართვა და ორგანიზება

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 258საკონტროლო შესყიდვა

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

  • 48ადგილობრივი შესყიდვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4820⁴20⁶20⁸258233173925¹3825³4541
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო შესყიდვების შეს…სახელმწიფო შესყიდვების…სახელმწიფო შესყიდვების…პროკურატურის შესახებსაქართველოს საგადასახა…ადგილობრივი თვითმმართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026