Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაჯარო შესყიდვების შესახებმუხლი 23

საჯარო შესყიდვების შესახებ

მუხლი 23. უფლებამოსილი ორგანო

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:თავდაცვის შესყიდვებიAI პასუხისმგებლობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.ამ კანონის მოთხოვნათა დაცვისა და შესრულების კონტროლის უფლებამოსილების მქონე ორგანოა სააგენტო, რომელიც არის კანონის საფუძველზე შექმნილი, დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

2.სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, ეს კანონი, სააგენტოს დებულება და სხვა ნორმატიული აქტები.

3.სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია: ა) ამ კანონის შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავება და დადგენილი წესით გამოცემა, საჯარო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის სრულყოფისა და მისი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან მისადაგებისთვის მუშაობა; ბ) საჯარო შესყიდვების სფეროში არსებული მდგომარეობის სისტემატური შესწავლა, გაანალიზება და გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა, ხოლო თუ საკითხის გადაწყვეტა მის კომპეტენციას სცილდება – შესაბამისი წინადადების საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა; გ) საჯარო შესყიდვის პროცესის რეგულირების პოლიტიკის შემუშავება, საჯარო შესყიდვის (გარდა საიდუმლო საჯარო შესყიდვისა) პროცესის განხორციელების კანონიერებაზე ზედამხედველობა; დ) საჯარო შესყიდვების სფეროში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა და მათზე რეაგირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ე) შავი სიისა და თეთრი სიის წარმოება; ვ) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შემსყიდველი ორგანიზაციისთვის წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურის განსახორციელებლად თანხმობის გაცემა; ზ) ელექტრონული სისტემის სრულყოფა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ელექტრონული სისტემის მომხმარებლის სახელმძღვანელოს/სახელმძღვანელოების შექმნა; თ) საჯარო შესყიდვების სფეროში სპეციალური სასწავლო პროგრამების მომზადება, შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის, ეკონომიკური ოპერატორებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის ტრენინგებისა და სემინარების ჩატარება და სამუშაო შეხვედრების გამართვა; ი) საჯარო შესყიდვის სპეციალისტების სერტიფიცირება, საჯარო შესყიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის გაცემა და გაუქმება; კ) საჯარო შესყიდვების პრაქტიკის გასაუმჯობესებლად მეთოდური მითითებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; ლ) საქართველოს კანონმდებლობითა და სააგენტოს დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.

4.სააგენტოს სტრუქტურა, უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება სააგენტოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

5.სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე.

6.სააგენტო ადგენს წლიურ ანგარიშს თავისი საქმიანობის შესახებ, რომელსაც ყოველი მომდევნო წლის 1 ივნისამდე წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ეს ანგარიში ქვეყნდება სააგენტოს ვებგვერდზე.

7.სააგენტოს უფლება აქვს, საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების, ელექტრონული სისტემის ფუნქციონირებისა და საჯარო შესყიდვების პროცესში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფის მიზნით დაამუშაოს (მათ შორის, მიიღოს, შეინახოს, გამოსცეს ან/და გასცეს) ნებისმიერი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი, პერსონალური ინფორმაცია (განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემის/ინფორმაციის ჩათვლით). სააგენტო უფლებამოსილია იმავე მიზნით საგადასახადო ორგანოს მოსთხოვოს საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია.

8.სააგენტოს ელექტრონულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე ვრცელდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლისთვის, გამოქვეყნებისთვის, საჯაროდ გამოცხადებისა და ოფიციალური გაცნობისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები. ელექტრონული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნება დაინტერესებული მხარისთვის ამ აქტის ოფიციალურ გაცნობად მიიჩნევა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 11 დეკ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 22შემდეგი მუხლი 24

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ალგორითმული გამჭვირვალობა და აუდიტი2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სახელმწიფო შესყიდვები თავდაცვის სფეროშისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №16

  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 93სააგენტოს მიერ მონიტორინგის განხორციელება
  • 25¹ცენტრალიზებული შესყიდვების განხორციელების უფლებამოსილების მქონე ორგანო

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 4უფლებამოსილი ორგანო
  • 20⁴ცენტრალური შემსყიდველი ორგანო

საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ

  • 9სააგენტო

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 14¹სააგენტოს საქმიანობის მიზნები, მისი უფლებამოსილებები, მართვა და სტრუქტურა

კონკურენციის შესახებ

  • 4უფლებამოსილი ორგანო
  • 17²სააგენტოს ფუნქციები
  • 16უფლებამოსილი ორგანო და მისი ორგანიზება

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 16სააგენტოს უფლებამოსილება მომსახურების მიმღების უფლებების დაცვის სფეროში

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 5სააგენტოს დამოუკიდებლობის გარანტიები
  • 3სააგენტო

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
420⁴417²1653914¹9325¹1623
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო შესყიდვების…საჯარო და კერძო თანამშ…საქართველოს სივრცის და…საჯარო შესყიდვების შეს…კონკურენციის შესახებელექტრონული კომერციის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026