სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

მუხლი 4. უფლებამოსილი ორგანო

რედაქცია №102 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონის მოთხოვნათა დაცვისა და შესრულების უფლებამოსილების მქონე ორგანოა ამ კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო), რომლის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2.სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები, „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონი , ეს კანონი და მათ შესაბამისად შემუშავებული სააგენტოს დებულება.

3.სააგენტოს სტრუქტურასა და დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა .

3¹.სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

4.სააგენტოს საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა.

5.სააგენტო ფინანსდება: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრებით; ბ) შესყიდვებში მონაწილეობის მსურველის მიერ გადახდილი საფასურით; გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლით.

6.სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია: ა) ამ კანონის მოქმედებისათვის საჭირო ნორმატიული აქტებისა და სტანდარტული სატენდერო დოკუმენტაციის შემუშავება და გამოცემა, მათი საერთაშორისო ნორმებთან ჰარმონიზაცია; ბ) შემსყიდველი ორგანიზაციებიდან მიღებული ანგარიშების საფუძველზე შესყიდვების სფეროში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის სისტემატური შესწავლა, გაანალიზება და საქართველოს მთავრობისათვის წინადადებების წარდგენა შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად; გ) სპეციალური სასწავლო პროგრამების, სასწავლო-მეთოდიკური მასალებისა და დოკუმენტაციის სტანდარტული ფორმების მომზადება, სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება ხელისუფლების ცენტრალური და მუნიციპალიტეტის ორგანოებისთვის, მასმედიის წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის; დ) შესყიდვების ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა, სრულყოფა და მასზე ზედამხედველობა; ე) შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის საკონსულტაციო-სარეკომენდაციო მომსახურების გაწევა; ვ) თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებათა შესყიდვების სისტემაში დანერგვისათვის ხელის შეწყობა; ზ) შესყიდვების საჯაროობისათვის შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და სპეციალური სახელმძღვანელო ბიულეტენის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; თ) (ამოღებულია - 02.07.2020, №6730) ; ი) შესყიდვების პროცედურების კანონიერებაზე ზედამხედველობა და შესყიდვების პროცესის რეგულირების პოლიტიკის განსაზღვრა; კ) შავი სიის წარმოება; კ 1 ) თეთრი სიის წარმოება; ლ) (ამოღებულია); მ) განსაკუთრებულ შემთხვევებში, შემსყიდველის წერილობითი მომართვის საფუძველზე ან საკუთარი გადაწყვეტილებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოახდინოს შესყიდვის ობიექტის იდენტიფიცირება ან/და კლასიფიკატორში ინტეგრირება; ნ) სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება.

7.სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ფუნქციონირების მიზნით და შესყიდვების პროცესში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის უზრუნველსაყოფად სააგენტო უფლებამოსილია: ა) ელექტრონული ასლის სახით შეინახოს და გასცეს თავის მიერ შექმნილი ან თავისთან დაცული ნებისმიერი დოკუმენტი; ბ) მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით მიიღოს, გამოსცეს ან გასცეს ნებისმიერი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი.

8.(ამოღებულია - 21.04.2017, №645).

9.სააგენტოს აქვს ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში. ამასთანავე, სააგენტოს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჰქონდეს ანგარიში კომერციულ ბანკშიც.

10.სააგენტო თავისი საქმიანობის შესახებ ადგენს წლიურ ანგარიშს და ყოველი მომდევნო წლის 15 მაისამდე წარუდგენს საქართველოს მთავრობას. ანგარიში ქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

11.სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით შესყიდვები შეიძლება განახორციელოს ასევე პირმა, რომელიც არ არის ამ კანონით გათვალისწინებული შემსყიდველი ორგანიზაცია. ამ პირის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენება ავტომატურად ნიშნავს ამ სისტემით სარგებლობაზე დათანხმებას დადგენილი წესების შესაბამისად. აღნიშნული პირის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით შესყიდვების განხორციელებისა და ამ სისტემით სარგებლობის წესი და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. საქართველოს 2006 წლის 2 მარტის კანონი №2719-სსმI, №7, 20.03.2006წ., მუხ.54 საქართველოს 2006 წლის 30 ივნისის კანონი№3423-სსმI, №27, 17.07.2006წ., მუხ.223 საქართველოს 2006 წლის 18 ივლისის კანონი №3481-სსმI, №30, 27.07.2006წ., მუხ.237 საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4408-სსმI, №8, 23.03.2007წ., მუხ.72 საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №627-სსმI, №36, 12.12.2008წ., მუხ.235 საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2107-სსმI, №40, 07.12.2009წ., მუხ.290 საქართველოს 2010 წლის 12 მარტის კანონი №2760-სსმI, №12, 24.03.2010წ., მუხ.67 საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3163-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.233 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4068-სსმI.№74,24.12.2010წ.,მუხ.458 საქართველოს 2011 წლის 25 თებერვლის კანონი №4272 - ვებგვერდი, 02.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4632 -ვებგვერდი, 25.05.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5559- ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 30 მარტის კანონი №5975 – ვებგვერდი, 19.04.2012წ. საქართველოს 2012  წლის 28 ივნისის კანონი №6577 – ვებგვერდი, 10.07.2012წ. საქართველოს 2013 წლის 24 სექტემბრის კანონი №1284 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2163 - ვებგვერდი, 27.03.2014წ. საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2945 - ვებგვერდი, 24.12.2014წ. საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №645 - ვებგვერდი, 10.05.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1945 – ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2275 – ვებგვერდი, 24.05.2018წ. საქართველოს 2020 წლის 21 მაისის კანონი №5899 – ვებგვერდი, 28.05.2020წ. საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის კანონი №6730 – ვებგვერდი, 16.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6895 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 1 იან. 2027). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №77 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან · იცვლება 1 იან. 2027-დან

1. ამ კანონის მოთხოვნათა დაცვისა და შესრულების უფლებამოსილების მქონე ორგანოა ამ კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო), რომლის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2. სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები, „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონი , ეს კანონი და მათ შესაბამისად შემუშავებული სააგენტოს დებულება. 3. სააგენტოს სტრუქტურასა და დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა . 3 1 . სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 4. სააგენტოს საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა. 5. სააგენტო ფინანსდება: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრებით; ბ) შესყიდვებში მონაწილეობის მსურველის მიერ გადახდილი საფასურით; გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლით. 6. სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია: ა) ამ კანონის მოქმედებისათვის საჭირო ნორმატიული აქტებისა და სტანდარტული სატენდერო დოკუმენტაციის შემუშავება და გამოცემა, მათი საერთაშორისო ნორმებთან ჰარმონიზაცია; ბ) შემსყიდველი ორგანიზაციებიდან მიღებული ანგარიშების საფუძველზე შესყიდვების სფეროში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის სისტემატური შესწავლა, გაანალიზება და საქართველოს მთავრობისათვის წინადადებების წარდგენა შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად; გ) სპეციალური სასწავლო პროგრამების, სასწავლო-მეთოდიკური მასალებისა და დოკუმენტაციის სტანდარტული ფორმების მომზადება, სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება ხელისუფლების ცენტრალური და მუნიციპალიტეტის ორგანოებისთვის, მასმედიის წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის; დ) შესყიდვების ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა, სრულყოფა და მასზე ზედამხედველობა; ე) შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის საკონსულტაციო-სარეკომენდაციო მომსახურების გაწევა; ვ) თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებათა შესყიდვების სისტემაში დანერგვისათვის ხელის შეწყობა; ზ) შესყიდვების საჯაროობისათვის შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და სპეციალური სახელმძღვანელო ბიულეტენის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; თ) დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის ტექნიკური უზრუნველყოფა; [ თ) (ამოღებულია - 02.07.2020, №6730) ; (ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან)] ი) შესყიდვების პროცედურების კანონიერებაზე ზედამხედველობა და შესყიდვების პროცესის რეგულირების პოლიტიკის განსაზღვრა; კ) შავი სიის წარმოება; კ 1 ) თეთრი სიის წარმოება; ლ) (ამოღებულია); მ) განსაკუთრებულ შემთხვევებში, შემსყიდველის წერილობითი მომართვის საფუძველზე ან საკუთარი გადაწყვეტილებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოახდინოს შესყიდვის ობიექტის იდენტიფიცირება ან/და კლასიფიკატორში ინტეგრირება; ნ) სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება. 7. სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ფუნქციონირების მიზნით და შესყიდვების პროცესში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის უზრუნველსაყოფად სააგენტო უფლებამოსილია: ა) ელექტრონული ასლის სახით შეინახოს და გასცეს თავის მიერ შექმნილი ან თავისთან დაცული ნებისმიერი დოკუმენტი; ბ) მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით მიიღოს, გამოსცეს ან გასცეს ნებისმიერი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი. 8. (ამოღებულია - 21.04.2017, №645). 9. სააგენტოს აქვს ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში. ამასთანავე, სააგენტოს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჰქონდეს ანგარიში კომერციულ ბანკშიც. 10. სააგენტო თავისი საქმიანობის შესახებ ადგენს წლიურ ანგარიშს და ყოველი მომდევნო წლის 15 მაისამდე წარუდგენს საქართველოს მთავრობას. ანგარიში ქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე. 11. სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით შესყიდვები შეიძლება განახორციელოს ასევე პირმა, რომელიც არ არის ამ კანონით გათვალისწინებული შემსყიდველი ორგანიზაცია. ამ პირის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენება ავტომატურად ნიშნავს ამ სისტემით სარგებლობაზე დათანხმებას დადგენილი წესების შესაბამისად. აღნიშნული პირის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით შესყიდვების განხორციელებისა და ამ სისტემით სარგებლობის წესი და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. საქართველოს 2006 წლის 2 მარტის კანონი №2719-სსმI, №7, 20.03.2006წ., მუხ.54 საქართველოს 2006 წლის 30 ივნისის კანონი№3423-სსმI, №27, 17.07.2006წ., მუხ.223 საქართველოს 2006 წლის 18 ივლისის კანონი №3481-სსმI, №30, 27.07.2006წ., მუხ.237 საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4408-სსმI, №8, 23.03.2007წ., მუხ.72 საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №627-სსმI, №36, 12.12.2008წ., მუხ.235 საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2107-სსმI, №40, 07.12.2009წ., მუხ.290 საქართველოს 2010 წლის 12 მარტის კანონი №2760-სსმI, №12, 24.03.2010წ., მუხ.67 საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3163-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.233 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4068-სსმI.№74,24.12.2010წ.,მუხ.458 საქართველოს 2011 წლის 25 თებერვლის კანონი №4272 - ვებგვერდი, 02.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4632 -ვებგვერდი, 25.05.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5559- ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 30 მარტის კანონი №5975 – ვებგვერდი, 19.04.2012წ. საქართველოს 2012  წლის 28 ივნისის კანონი №6577 – ვებგვერდი, 10.07.2012წ. საქართველოს 2013 წლის 24 სექტემბრის კანონი №1284 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2163 - ვებგვერდი, 27.03.2014წ. საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2945 - ვებგვერდი, 24.12.2014წ. საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №645 - ვებგვერდი, 10.05.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1945 – ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2275 – ვებგვერდი, 24.05.2018წ. საქართველოს 2020 წლის 21 მაისის კანონი №5899 – ვებგვერდი, 28.05.2020წ. საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის კანონი №6730 – ვებგვერდი, 16.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6895 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 28 ივლ. 2020 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 23

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 16 ივლ. 2020
  2. · გამოქვეყნდა 24 მაი. 2018

    მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტში საბჭოს დასახელებას ამოეღო სიტყვები „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული“.

  3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტში დავის განხილვის ნაცვლად სააგენტოს ევალება დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის ტექნიკური უზრუნველყოფა.

  4. მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი ამოღებულია: ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ელექტრონული ასლებისა და ამონაბეჭდების დედანთან გათანაბრებული იურიდიული ძალის ნორმა აღარ მოქმედებს.

  5. · გამოქვეყნდა 24 დეკ. 2014

    მე-4 მუხლში დაემატა მე-9 პუნქტი, რომლის მიხედვითაც სააგენტოს ანგარიში აქვს სახელმწიფო ხაზინაში და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომერციულ ბანკშიც შეიძლება ჰქონდეს ანგარიში.

  6. · გამოქვეყნდა 27 მარ. 2014

    მე-4 მუხლის პირველ პუნქტში უფლებამოსილ ორგანოს აღარ განსაზღვრავს მთავრობა, არამედ ორგანოდ პირდაპირ დასახელებულია კანონის საფუძველზე შექმნილი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო; თავმჯდომარის დანიშვნისა და გათავისუფლების წესი უცვლელია.

  7. · გამოქვეყნდა 25 მაი. 2011

    მე-4 მუხლის „კ“ ქვეპუნქტში უფლებამოსილი ორგანოს ფუნქცია ახლა ფორმულირებულია როგორც „შავი სიის წარმოება“.

  8. მე-4 მუხლის პირველ პუნქტში უფლებამოსილ ორგანოს განსაზღვრავს მთავრობა, ხოლო 3¹ პუნქტით სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია მთავრობის დადგენილებით ხორციელდება.

  9. მე-4 მუხლს დაემატა ახალი 1¹ პუნქტი, რომელიც შემსყიდველ ორგანიზაციად არმიჩნეულ პირებს ერთიანი ელექტრონული სისტემით შესყიდვის შესაძლებლობას აძლევს და წესებს კანონქვემდებარე აქტს მიანდობს.

  10. · გამოქვეყნდა 19 აპრ. 2012

    მე-4 მუხლს დაემატა „კ¹“ ქვეპუნქტი თეთრი სიის წარმოების შესახებ, ხოლო მე-10 პუნქტში წლიური ანგარიშის წარდგენის ვადა 1 აპრილიდან 15 მაისამდე შეიცვალა.

  11. · გამოქვეყნდა 28 დეკ. 2011

    მე-4 მუხლს დაემატა მე-10 პუნქტი, რომლითაც სააგენტოს ეკისრება წლიური ანგარიშის შედგენა, მთავრობისთვის 1 აპრილამდე წარდგენა და ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება.

  12. · გამოქვეყნდა 19 ივლ. 2010

    უფლებამოსილი ორგანოს ფუნქციებს დაემატა „მ“ ქვეპუნქტი შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნების განსაზღვრის შესახებ; დანარჩენი ორი ცვლილება ცვლილებათა მითითებებს ეხება.

  13. მე-6 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტში სააგენტო განსაკუთრებულ შემთხვევებში შესყიდვის ობიექტის იდენტიფიცირებას ან/და კლასიფიკატორში ინტეგრირებას ახორციელებს ინდივიდუალური აქტით, მომართვით ან საკუთარი გადაწყვეტილებით, ხოლო „ნ“ ქვეპუნქტით დაემატა ხელოვნური დაყოფის გამოვლენა და რეაგირება.

  14. · გამოქვეყნდა 29 სექ. 2010
  15. · გამოქვეყნდა 24 დეკ. 2010

    მე-4 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატა მონაწილეობის საფასური, მე-6 პუნქტის სააგენტოს ფუნქციები ახლებურად ჩამოყალიბდა (მათ შორის წინადადებების წარდგენა მთავრობისთვის), ხოლო დაემატა მე-7–მე-9 პუნქტები ელექტრონული დოკუმენტბრუნვისა და საბანკო ანგარიშის შესახებ.

  16. მე-4 მუხლის პირველ პუნქტში უფლებამოსილ ორგანოს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი და ორგანო არის დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ხოლო ახალი 3¹ პუნქტით მისი რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია პრეზიდენტის ბრძანებულებით ხდება.

  17. · გამოქვეყნდა 7 დეკ. 2009

    მე-4 მუხლის პირველ პუნქტში დაემატა დავის განხილვისა და არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრის წარმოების ფუნქციები.

  18. · გამოქვეყნდა 12 დეკ. 2008

    მე-4 მუხლის პირველ პუნქტში დაზუსტდა „გ“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტები (თვითმმართველობის ორგანოები, მხოლოდ საკონსულტაციო მომსახურება, ნორმატიული აქტების გამოქვეყნება და სახელმძღვანელო ბიულეტენი) და დაემატა „ლ“ ქვეპუნქტი არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრის წარმოების შესახებ.

  19. · გამოქვეყნდა 23 მარ. 2007

    პირველ პუნქტში სააგენტოს თავმჯდომარეს ნიშნავს და ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკის მინისტრის წარდგინების გარეშე; მე-3 და მე-4 პუნქტებში სტრუქტურისა და დებულების დამტკიცება და სახელმწიფო კონტროლი მთავრობას გადაეცა, ხოლო წინადადებების ადრესატი მთავრობაა პრეზიდენტის ნაცვლად.

  20. მე-3 პუნქტიდან ამოღებულია კანონთან შესაბამისობის მოთხოვნა, მე-4 პუნქტში სამეთვალყურეო საბჭო შეიცვალა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ სახელმწიფო კონტროლის ნორმით, ძველი მე-5 პუნქტი ამოღებულია, ძველი მე-7 პუნქტი გახდა მე-6 და ფუნქციების პუნქტში შევიდა ორი რედაქციული შესწორება.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
520⁴23²31417¹914¹152325¹834
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო შესყიდვების შეს…საქართველოს სივრცის და…სახელმწიფო შესყიდვების…ენერგოეფექტურობის შესა…სახელმწიფო შესყიდვების…კონკურენციის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №102 · ბოლოს შემოწმდა