მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

მუხლი 8. სათანადო პროცედურები, აუდიტი, აღრიცხვა და ანგარიშგება

რედაქცია №26 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილიირაკლი ღლონტიალექსანდრე ხარატიშვილი

1.მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია: ა) აწარმოოს გამჭვირვალე ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგება და დაიცვას საჯაროობის პრინციპი; ბ) შეიმუშაოს და განახორციელოს შიდა კონტროლის სისტემა და პროცედურები; გ) ყოველწლიურად მოიწვიოს აუდიტორი ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩასატარებლად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; დ) აწარმოოს  გამჭვირვალე ფინანსური ანგარიშგება და საგადასახადო ანგარიშგება, პასუხისმგებელი იყოს აღნიშნული ანგარიშგებების უტყუარობისთვის, აგრეთვე ინფორმაციისა და ანგარიშგებების სრულად წარდგენისთვის, დაიცვას საჯაროობის პრინციპი; საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ფინანსური ანგარიშგება.  აღრიცხვის წესი, ანგარიშგების ფორმა და წარდგენის ვადა განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტებით; ე) საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ფინანსური ანგარიშგება. ანგარიშგების ფორმა და წარდგენის ვადა განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით; ვ) იყოს პასუხისმგებელი ანგარიშგების უტყუარობაზე, ასევე ინფორმაციის და ანგარიშგების სრულად წარდგენაზე; ზ) ყოველი კალენდარული წლის დასრულებიდან მომდევნო წლის 15 ივნისამდე საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს გასული წლის წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება, რომელიც მომზადდა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს მიერ დამტკიცებული ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) მიხედვით და რომლის აუდიტიც განხორციელდა ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის საერთაშორისო აღრიცხვისა და მარწმუნებელი სტანდარტების საბჭოს მიერ გამოცემული აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISA) შესაბამისად; თ) განახორციელოს „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შესაბამისი შეთანხმებით განსაზღვრული სათანადო პროცედურები აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული „ანგარიშგების საერთო სტანდარტის“ თანახმად, თუ ეს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ამ შეთანხმებით განსაზღვრული ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტია.

2.თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ამ მუხლით გათვალისწინებულ ფინანსურ ანგარიშგებას ზედიზედ ორჯერ არ წარუდგენს საქართველოს ეროვნულ ბანკს მის მიერვე დადგენილი ფორმით და პერიოდულობით, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გააუქმოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია.

3.მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია 6 წლის განმავლობაში შეინახოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) საბუღალტრო წიგნები, საინვენტარიზაციო აღწერილობა, ბალანსი, ასევე მათი გაგებისათვის აუცილებელი ინსტრუქციები და სხვა ორგანიზაციული დოკუმენტები; ბ) საბუღალტრო წიგნში ჩანაწერების დამადასტურებელი ბუღალტრული დოკუმენტები. საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5924 - სსმ I, №7 , 26.03.2008 წ., მუხ.44 საქართველოს 2009  წლის 24 სექტემბრის კანონი №1682 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.165 საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4198 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №442 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1899 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2145 – ვებგვერდი, 15.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2604 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №22 · ძალაშია 1 ივლ. 2023-დან · იცვლება 1 იან. 2027-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 10 მაი. 2019 – 1 ივლ. 2019 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 7

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 10 მარ. 2023
  2. · გამოქვეყნდა 15 დეკ. 2022
  3. პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში ანგარიშგების ადრესატი და მისი ფორმისა და ვადის დამდგენი ორგანო, ხოლო მე-2 პუნქტში რეგისტრაციის გამაუქმებელი ორგანო ეროვნული ბანკია.

  4. მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტსა და მე-2 პუნქტში ფინანსური ანგარიშგების ადრესატი, ანგარიშგების ფორმისა და ვადის განმსაზღვრელი და რეგისტრაციის გამაუქმებელი ორგანო ეროვნული ბანკის ნაცვლად საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოა.

  5. · გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2009

    პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტსა და მე-2 პუნქტში ანგარიშგების ადრესატი, მისი ფორმისა და ვადის განმსაზღვრელი ნორმატიული აქტის გამცემი და რეგისტრაციის გამაუქმებელი ორგანო სააგენტოს ნაცვლად ეროვნული ბანკია.

  6. · გამოქვეყნდა 26 მარ. 2008

    მე-8 მუხლში ფინანსური ანგარიშგების ადრესატი, მისი ფორმისა და ვადის განმსაზღვრელი ნორმატიული აქტის ავტორი და რეგისტრაციის გამაუქმებელი ორგანო სააგენტოა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
112729265059 (და…56933132268
მნიშვნელობით ახლოსმიკრობანკების საქმიანო…ფაქტორინგის შესახებარასაბანკო სადეპოზიტო …კომერციული ბანკების სა…მეწარმეთა შესახებბუღალტრული აღრიცხვის,ა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №26 · ბოლოს შემოწმდა