საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესის შესახებ

მუხლი 19

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 31 აგვ. 1992

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის მიერ შრომითი დავის კომისიის გადაწყვეტილების ან პროფკავშირის კომიტეტის დადგენილების დაწესებულ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში (ამ კანონის მე-18 მუხლი) მუშაკს მიეცემა შესაბამისად შრომითი დავის კომისიის ან პროფკავშირის კომიტეტის მიერ მოწმობა, რომელსაც აღმასრულებელი ფურცლის ძალა აქვს. მოწმობაში აღინიშნება შრომითი დავის გამო გადაწყვეტილების ან დადგენილების გამომტანი ორგანოს დასახელება, გადაწყვეტილების ან დადგენილების მიღებისა და მოწმობის გაცემის თარიღი. მუშაკის სახელი, მამის სახელი, გვარი, გადაწყვეტილება დავის არსის შესახებ. მოწმობას ხელს აწერს შრომითი დავის კომისიის თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე ანდა პროფკავშირის კომიტეტის თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე და დასტურდება შრომითი დავის კომისიის ან პროფკავშირის კომიტეტის ბეჭედით. მოწმობა არ გაიცემა, თუ მუშაკმა ან ადმინისტრაციამ დადგენილ ვადაში შრომითი დავის გადასაწყვეტად განცხადებით მიმართვა პროფკავშირის კომიტეტს ან რაიონის (ქალაქის) სასამართლოს (ამ კანონის მე-11 და მე-17 მუხლები).

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
91²¹16811374⁴1251482010111519
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს რესპუბლიკი…საქართველოს შრომის კოდ…საზღვაო კოდექსიარასამხედრო ალტერნატიუ…სააღსრულებო წარმოებათა…ლიცენზიებისა და ნებართ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა