არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ

მუხლი 8. გამწვევი კომისიის მიერ განცხადებების განხილვა

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.(ამოღებულია - 21.09.2023, №3502).

2.განმცხადებელს უფლება აქვს, დაესწროს გამწვევი კომისიის სხდომას და დაასაბუთოს თავისი მოსაზრება.

3.გამწვევი კომისია ვალდებულია 20 დღის ვადაში განიხილოს პირის განცხადება და იგი შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად, საბოლოო დასკვნის გამოსატანად სახელმწიფო კომისიას გაუგზავნოს.

4.სახელმწიფო კომისიას საბოლოო დასკვნა გამოაქვს პირის განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მიღებიდან 3 თვის ვადაში.

5.სახელმწიფო კომისიის დასკვნის საფუძველზე შესაბამისი მინისტრი იღებს გადაწყვეტილებას პირის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის შესახებ ან მის გაწვევაზე უარის თქმის თაობაზე და გამოსცემს სათანადო ბრძანებას.

6.თუ სახელმწიფო კომისია განმცხადებლის მოთხოვნასთან დაკავშირებით დადებით დასკვნას გამოიტანს, ხოლო შესაბამისი მინისტრი სახელმწიფო კომისიის დასკვნის საფუძველზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს და სათანადო ბრძანებას გამოსცემს, განმცხადებელი ჩაირიცხება არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში. საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №644 - სსმ I, №49, 18.12.2000 წ., მუხ.139 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4962 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2014 წლის 29 ივლისის კანონი №2557 - ვებგვერდი, 08.08.2014წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3502 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №714 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №16 · ძალაშია 3 ივლ. 2025-დან

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2023
  2. მე-3–მე-6 პუნქტებში საბოლოო გადაწყვეტილება გადავიდა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრზე, სახელმწიფო კომისია კი დასკვნას ერთ თვეში გამოიტანს; ჩარიცხვა მინისტრის ბრძანებას უკავშირდება.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8021⁶¹1018⁴11104116 (დ…73068698
მნიშვნელობით ახლოსარასამხედრო ალტერნატიუ…თავდაცვის კოდექსისაქართველოს რესპუბლიკი…საჯარო სამსახურის შესა…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს ზოგადი ადმ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა