ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

მუხლი 1. კანონის მიზანი და მოქმედების სფერო

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ამ კანონის მიზანია გაეროს ოფიციალური სტატისტიკის  ფუნდამენტური პრინციპებისა და ევროპის სტატისტიკის პრაქტიკის კოდექსის შესაბამისად, აგრეთვე საერთაშორისო დონეზე აღიარებული სტატისტიკური მეთოდოლოგიის საფუძველზე საქართველოში დამოუკიდებელი, ობიექტური და სანდო ოფიციალური სტატისტიკის წარმოებისა და გავრცელების უზრუნველყოფა.

2.ეს კანონი განსაზღვრავს ოფიციალური სტატისტიკის არსს, მიზანსა და ძირითად პრინციპებს, ადგენს ოფიციალური სტატისტიკის შემუშავებისა და წარმოების, მისი წარმოების შედეგად მიღებული ინფორმაციის შენახვისა და გავრცელების, აღწერის ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებს, ასევე განსაზღვრავს ოფიციალური სტატისტიკის წარმოებისთვის პასუხისმგებელი ორგანოების სისტემასა და ფუნქციებს.

3.ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ყველა რეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირზე, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ყველა არარეზიდენტზე – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 ივლ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1111111133451
მნიშვნელობით ახლოსოფიციალური სტატისტიკის…ინოვაციების შესახებეროვნული მარეგულირებელ…ბუღალტრული აღრიცხვის,ა…ინფორმაციის ერთიანი სა…სოციალური დახმარების შ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა