Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებმუხლი 35

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

მუხლი 35. რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულებაზე პასუხისმგებლობა

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 16 ივნ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს  ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოები.

2.საბიუჯეტო ორგანიზაციები პასუხისმგებელი არიან ასიგნებების შესაბამისად გადახდების განხორციელებაზე და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში შემოსულობების მობილიზებაზე.

3.რესპუბლიკური ბიუჯეტის, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ყველა შემოსულობა დაუყოვნებლივ მიიმართება შესაბამის ბიუჯეტში.

4.რესპუბლიკური ბიუჯეტი სრულდება შემოსულობებისა და გადასახდელების ცალკეული სახეობის კვარტალური ან/და ყოველთვიური განწერის მიხედვით.

5.საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პასუხისმგებელი უწყებები უზრუნველყოფენ ბიუჯეტში მისამართი შემოსულობების სრულად და დროულად მობილიზებას.

6.რესპუბლიკური  ბიუჯეტის,  აგრეთვე  ამ  კანონით  გათვალისწინებული  საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტები სრულდება საკასო მეთოდით. მიმდინარე რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული  ასიგნების  გაცემის  უფლებამოსილება  წყდება  საბიუჯეტო  წლის  31 დეკემბერს 24 საათზე.

7.დაზუსტებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნების ზევით გადახდაზე ვალდებულების აღება დაუშვებელია.

8.საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ გადახდაზე ვალდებულების აღებისა და გადახდის განხორციელების უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ საბიუჯეტო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით გამოცემული წესებით.

9.ასიგნებების ზევით ფინანსური ვალდებულების აღება დაუშვებელია, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და მრავალწლიანი შესყიდვებით ნაკისრი ვალდებულებებისა. მრავალწლიანი ფინანსური ვალდებულების აღება შესაძლებელია მხოლოდ საშუალოვადიანი გეგმით მხარჯავი დაწესებულებისათვის/პრიორიტეტისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ზღვრული მოცულობების ფარგლებში. ასეთ შემთხვევაში მრავალწლიანი ფინანსური ვალდებულების შესასრულებლად საჭირო სახსრები მხარჯავმა დაწესებულებებმა  უნდა  გაითვალისწინონ  შესაბამისი  წლის  ბიუჯეტის  პროექტში. აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით შესაძლებელია საშუალოვადიანი გეგმით გათვალისწინებული პარამეტრებისაგან განსხვავებული მრავალწლიანი ფინანსური ვალდებულების აღება.

10.ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია გააკონტროლოს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ რესპუბლიკური ბიუჯეტის სახსრების ხარჯვის კანონიერება და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში მიმართოს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შეჩერების მოთხოვნით.

11.უმაღლესი საბჭო  უფლებამოსილია განახორციელოს მონიტორინგი, რესპუბლიკური ბიუჯეტიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებისათვის გადაცემული ფინანსური დახმარების ხარჯვაზე. თავი V სესხი

წინა მუხლი 34შემდეგი მუხლი 36

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 16 ივნ. 2023

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

  • 7საბიუჯეტო პროცესის მონაწილეთა უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა
  • 39რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების აღრიცხვა და  ანგარიშგება
  • 41რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშგება

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 106ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულებისთვის პასუხისმგებლობა
  • 7საბიუჯეტო პროცესის მონაწილეთა უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა
  • 17ბიუჯეტის შემოსულობების შესრულება

საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური სისტემის საფუძვლების შესახებ

  • 17საქართველოს რესპუბლიკის საბიუჯეტო სისტემა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 135რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვა
  • 122რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის მიღება
  • 134რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების კვარტალური ანგარიშის განხილვა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 104რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვა
  • 100რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის მიღება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
106717104100135122134177394135
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბიუჯეტო …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს რესპუბლიკი…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 16 ივნ. 2023 · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026