Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებმუხლი 7

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

მუხლი 7. საბიუჯეტო პროცესის მონაწილეთა უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 16 ივნ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121314

1.რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის მომზადებისთვის, რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილებების შესახებ კანონის პროექტის მომზადებისთვის და დამტკიცებული რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულებისა და ანგარიშგებისთვის პასუხისმგებელია ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ხოლო რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში წარდგენაზე რესპუბლიკური  ბიუჯეტის კანონში ცვლილებების შესახებ კანონის პროექტის წარდგენაზე, რესპუბლიკური ბიუჯეტის წლიური შესრულების ანგარიშის წარდგენაზე – ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.

2.რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვასა და დამტკიცებაზე და   რესპუბლიკური ბიუჯეტის  კონტროლზე უფლებამოსილია ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.

3.ავტონომიური რესპუბლიკის ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება აღირიცხება სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის მეშვეობით, მათი წარმოშობის წყაროს მიუხედავად, გარდა  საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული შემთხვევებისა.

4.ავტონომიური რესპუბლიკის ნაერთი, ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი რესპუბლიკური და ერთიანი ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტების სტატისტიკური ინფორმაციის მომზადებაზე პასუხისმგებელია ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.

5.ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ზედამხედველობასა და კოორდინაციას უწევს რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, ბიუჯეტის შესრულებასა და ანგარიშგებას.

6.ამ კანონით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, ბიუჯეტის შესრულებასა და ანგარიშგებაზე პასუხისმგებელია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანო.

7.ამ კანონით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბიუჯეტის პროექტის განხილვასა და დამტკიცებაზე და ბიუჯეტის კონტროლზე უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანო.

8.ამ კანონის მე-6 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე ვრცელდება ამ კანონით, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის განსაზღვრული რეგულაციები, მათ შორის, შემდეგ ღონისძიებებთან დაკავშირებული დებულებები: ა) სესხის აღება და თავდებობა; ბ) ბიუჯეტის, სახელფასო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა; გ) საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა, ანგარიშგება და ბალანსის წარმოება.

9.საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებულ ურთიერთობებში, მათ შორის, შესყიდვების პროცედურებთან დაკავშირებით, შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები ითვლება ამ წყაროდან მიღებულ სახსრებად ეკონომიკურ საქმიანობაში ან/და საოჯახო მეურნეობებში გადასვლამდე, განურჩევლად მათი საბოლოო განმკარგავი იურიდიული პირის სტატუსისა.

10.ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ამ კანონის მე-6 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები: ა) უფლებამოსილი არიან, დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით გახსნან მიმდინარე ან/და სადეპოზიტო ანგარიშები კომერციულ ბანკებში. დაუშვებელია, მიმდინარე ანგარიშზე ანგარიშის მფლობელმა განახორციელოს სხვა ოპერაციები, გარდა სახელმწიფო ხაზინაში გახსნილი ანგარიშიდან სახსრების გადატანისა, სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ ანგარიშზე სახსრების დაბრუნებისა, სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის გადატანისა და სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის დაბრუნებისა. ამ კანონის მე-6 მუხლის „გ“  და „დ“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები  აგრეთვე უფლებამოსილი არიან, ამ ანგარიშებზე არსებული სახსრები გამოიყენონ საბანკო გარანტიების, სესხებისა და აკრედიტივების უზრუნველყოფის საგნად ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის; ბ) უფლებამოსილი არიან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით გახსნან ანგარიში კომერციულ ბანკში მათ განკარგულებაში დროებით არსებული სახსრების ან/და იმ სახსრების  განთავსების  მიზნით,  რომლებიც  შემოსავლად  აღიარებამდე  საჭიროებს უფლებამოსილი პირების მიერ დადასტურებას, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გადაეცეს თანხის მიღებაზე უფლებამოსილ პირებს, მიიმართოს  რესპუბლიკურ ბიუჯეტში ან ანგარიშის მფლობელის სახელმწიფო ხაზინაში არსებულ ანგარიშზე ან გადამხდელს დაუბრუნდეს. ამ ანგარიშზე პროცენტების სახით დარიცხული თანხა ეკუთვნის ანგარიშის მფლობელს და დარიცხვისთანავე მიიმართება სახელმწიფო ხაზინაში არსებულ მის ანგარიშზე.

11.ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტიების ამოქმედების შედეგად, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში მესამე პირის მიერ წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად, იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ანგარიშებიდან ჩამოჭრილ თანხებს სახელმწიფო ხაზინა აღრიცხავს და ანგარიშგებაში ასახავს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.

12.ამ კანონის მე-6 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ იურიდიულ პირებზე შეიძლება გავრცელდეს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებულისგან განსხვავებული წესი, თუ ეს გამომდინარეობს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან.

13.ამ კანონის მე-6 მუხლის „გ“  და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ანგარიშები გახსნილია სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში. ამ ანგარიშების მართვისა და ოპერირების კონტროლის, აგრეთვე ამ ანგარიშებიდან თანხის გადარიცხვაზე ნებართვის გაცემის უფლება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა, აქვს მხოლოდ შესაბამის იურიდიულ პირს. დაუშვებელია ამ იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში, მათ ანგარიშებზე არსებული სახსრების ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსახორციელებელი გადახდების შეზღუდვა.

14.საბიუჯეტო პროცესში გამოიყენება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის შესაბამისი მოდულები.

წინა მუხლი 6შემდეგი მუხლი 8

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-06-16

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 6

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

  • 32რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანა
  • 30რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვა და დამტკიცება
  • 35რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულებაზე პასუხისმგებლობა

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 7საბიუჯეტო პროცესის მონაწილეთა უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა
  • 94ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მომზადებისა და წარდგენის პროცესის კოორდინირება
  • 102ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვა და დამტკიცება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 117უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის  ძირითადი უფლებამოსილება
  • 120რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 7აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 95უმაღლესი საბჭოს საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის ძირითადი უფლებამოსილება
  • 98რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყება

საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ

  • 14საბიუჯეტო პროცესის ორგანიზაცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
779410214959811712063230357
მითითებამნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს საბიუჯეტო …აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საბიუჯეტო სისტემისა და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 16 ივნ. 2023