აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

მუხლი 37. შემოსულობების ბიუჯეტებს შორის განაწილების წესი

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 16 ივნ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.შემოსულობები სახელმწიფო, რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებს შორის ნაწილდება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის დანართის შესაბამისად.

2.უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია, დაადგინოს რესპუბლიკურ ბიუჯეტში ჩარიცხული შემოსულობების რესპუბლიკის სხვა დონის ბიუჯეტებში განაწილების წესი.

3.რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების განაწილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა დონის ბიუჯეტებს შორის განისაზღვრება ამ კანონის დანართის შესაბამისად.

4.რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში, საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საქმიანობის განხორციელებისას, კონტრაქტორებისთვის დაკისრებული ჯარიმები/სანქციები/საურავები და სხვა შემოსულობები მიიმართება  რესპუბლიკურ  ბიუჯეტში. რესპუბლიკურ ბიუჯეტში მიიმართება ასევე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დონორისგან მიღებული დაფინანსების ფარგლებში საქმიანობის განხორციელებისას კონტრაქტორებისთვის დაკისრებული ჯარიმები/სანქციები/ საურავები, თუ დონორთან გაფორმებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
825114⁷173252173516182537
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბიუჯეტო …საქართველოს რესპუბლიკი…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…მოსაკრებლების სისტემის…ეკონომიკური თავისუფლებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა