სამრეწველო ემისიების შესახებ

მუხლი 11. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემა

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 5 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან

ლიანა ზაგაშვილივახტანგ ბარამაშვილისულხან კაპანაძე

1.ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობაზე, რომელიც არ ექვემდებარება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, ასევე საქმიანობაზე, რომელზედაც გაცემულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა გაიცემა ამ კანონის მე-13−მე-17  მუხლების შესაბამისად.

2.ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობაზე, რომელიც ასევე ექვემდებარება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა გაიცემა ამ კანონის მე-12−მე-17 მუხლებით დადგენილი პროცედურებით, ხოლო მიღებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება/გარემოზე ზემოქმედების შეფასების შედეგად განსაზღვრული პირობები ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში დანართის სახით აისახება.

3.საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობაზე, რომელიც ექვემდებარება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ სკრინინგის პროცედურას, სკრინინგის ეტაპის გავლის გარეშე, ამ კანონის მე-12 მუხლით დადგენილი წესით, წარუდგინოს სააგენტოს სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე განაცხადი. ასეთ შემთხვევაში ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გაიცემა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები მონათესავე სამართლებრივ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ კანონის შესაბამის სამართლის დარგში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართალი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი, AI, კრიპტო

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
306³79²35¹24258 (და…121151317141213411
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამრეწველო ემისიების შ…გარემოსდაცვითი შეფასებ…ნარჩენების მართვის კოდ…გარემოს დაცვის შესახებნაგავსაყრელის მოწყობის…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა