საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 232. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების გამომრიცხავი გარემოებები

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე უნდა შეწყდეს: ა) თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი არ არსებობს; ბ) იმ პირის მიმართ, რომელსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის მომენტისთვის 16 წელი არ შესრულებია; გ) თუ მართლსაწინააღმდეგო მოქმედების ან უმოქმედობის ჩამდენი პირი შეურაცხია; დ) თუ პირი უკიდურესი აუცილებლობის ან აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში მოქმედებდა; ე) თუ მიღებული ამნისტიის აქტი აუქმებს ადმინისტრაციული სახდელის გამოყენებას; ვ) თუ გაუქმდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი აქტი; ზ) თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის მომენტისთვის გასულია ამ კოდექსის 38-ე მუხლით დადგენილი ვადები; თ) თუ არსებობს იმავე ფაქტზე ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის მიმართ კომპეტენტური ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, ან ამხანაგური სასამართლოს გაუუქმებელი გადაწყვეტილება, თუ  ამხანაგურ სასამართლოს მასალები იმ ორგანომ (თანამდებობის პირმა) გადასცა, რომელსაც აქვს მოცემულ საქმეზე ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება, ან გაუუქმებელი დადგენილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის შეწყვეტის შესახებ, აგრეთვე ამავე ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის არსებობისას; ი) თუ პირი, რომლის მიმართაც დაწყებული იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება, გარდაიცვალა; კ) თუ ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება აღსასრულებლად არ მიქცეულა ამ კოდექსის 287-ე მუხლით დადგენილ ვადაში, ხოლო საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილება აღსასრულებლად არ მიქცეულა ამ კოდექსის 288 6 მუხლით დადგენილ ვადაში; ლ) საურავის დარიცხვის შემთხვევაში, თუ საჯარიმო ქვითარი არ ჩაბარებულა ამ კოდექსის შესაბამისად. საქართველოს 2012 წლის 20 მარტის კანონი №5916 – ვებგვერდი, 30.03. 2012წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 53 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2020 წლის 17 ივლისის კანონი №7059 – ვებგვერდი, 29.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №464 · ძალაშია 29 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 10

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 29 დეკ. 2024
  2. · გამოქვეყნდა 5 ივლ. 2023
  3. · გამოქვეყნდა 13 ივნ. 2023
  4. · გამოქვეყნდა 12 მარ. 2021
  5. · გამოქვეყნდა 10 მაი. 2018
  6. · გამოქვეყნდა 5 აპრ. 2013

    232-ე მუხლის მე-10 პუნქტი ამოღებულია; ამ პუნქტით გათვალისწინებული, გარემოსდაცვითი შეთანხმებით განპირობებული წარმოების გამომრიცხავი საფუძველი აღარ მოქმედებს.

  7. 232-ე მუხლს დაემატა მე-10 პუნქტი, რომლითაც ჩამოთვლილ სამართალდარღვევებზე წარმოება არ იწყება ან წყდება 57¹⁰ მუხლის შეთანხმების არსებობისას, თუ შეთანხმება არ არის გაუქმებული.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
267287288⁶38156³57³6666²79²79³79⁴79⁵79⁸8624232
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…გარემოსდაცვითი პასუხის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა