Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგარემოსდაცვითი შეფასების კოდექსიმუხლი 46

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

მუხლი 46. პასუხისმგებლობა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობისთვის. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123455¹5²6789

1.გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქმიანობის განმახორციელებლის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაჯარიმებას. საქმიანობის განმახორციელებლისთვის ჯარიმის დაკისრების შემდეგ სამინისტროს სისტემაში შემავალი, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ადგენს გონივრულ ვადას გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესრულებისთვის.

2.საქმიანობის განმახორციელებლისთვის ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, მის მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გონივრულ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას. საქმიანობის განმახორციელებლისთვის ჯარიმის დაკისრების შემდეგ დგინდება გონივრული ვადა და შესაბამისი პირობები გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესრულებისთვის.

3.საქმიანობის განმახორციელებლისთვის ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გასამმაგებული ჯარიმის დაკისრებიდან გონივრული ვადის გასვლის შემდეგ მის მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას.

4.თუ, საქმიანობის განმახორციელებლისთვის ამ მუხლის პირველი–მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ჯარიმების დაკისრების მიუხედავად, იგი არ უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესრულებას, სააგენტო გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას ძალადაკარგულად აცხადებს, გარდა ამავე მუხლის მე-7–მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5.გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლი თა და ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების გარდა, არის: ა) გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელის მოთხოვნა; ბ) გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ლიკვიდაცია, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ.

5¹.სააგენტო უფლებამოსილია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება არ გააუქმოს მანამ, სანამ საქმიანობის განმახორციელებელი სრულად არ განახორციელებს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, საქმიანობის განხორციელების ადგილის აღდგენასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს.

5².საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია მიმართოს სააგენტოს იმ საქმიანობებზე შესაბამისი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, რომლებზედაც გაცემულია გზშ-ის სფეროში შესაბამისი აღმჭურველი აქტი და რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად აღარ საჭიროებს ამავე კოდექსით დადგენილი პროცედურების გავლას.

6.სკრინინგის გადაწყვეტილება, სკოპინგის გადაწყვეტილება, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (თანამდებობის პირთან) ან სასამართლოში.

7.თუ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებამ შეიძლება უფრო მეტი ზიანი გამოიწვიოს, ვიდრე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მოქმედების გაგრძელებამ, ან თუ საქმიანობის შეჩერება არსობრივად შეუძლებელია, სააგენტო იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მის მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელისთვის განსაზღვრული დამატებითი პირობების დაცვით გარკვეული ქმედების განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ. ასეთ შემთხვევაში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელი ვალდებულია სააგენტოს მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში უზრუნველყოს დამატებითი პირობების შესრულება.

8.თუ ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელი არ უზრუნველყოფს აღნიშნული გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესრულებას, სააგენტო უფლებამოსილია, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, მიიღოს გადაწყვეტილება ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესრულების სააგენტოს მიერ ან მესამე პირის მეშვეობით, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელის სახელითა და ხარჯით უზრუნველყოფის შესახებ.

9.თუ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების ამ მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით შესრულება შეუძლებელია, სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნული გადაწყვეტილებით განსაზღვრული ქმედების განსახორციელებლად და პირობების შესასრულებლად სპეციალური მმართველის დანიშვნის შესახებ. სპეციალურ მმართველთან დაკავშირებით გამოიყენება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით დადგენილი წესი. საქართველოს 2021 წლის 2 მარტის კანონი №248 – ვებგვერდი, 12.03.2021წ. საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1445 – ვებგვერდი, 24.03.2022წ. საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1521 – ვებგვერდი, 13.05.2022წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №786 – ვებგვერდი, 04.07.2025წ. თავი VIII გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 სექ. 2026· გამოქვეყნდა 4 ივლ. 2025
  2. 1 იან. 2023· გამოქვეყნდა 13 მაი. 2022
  3. 1 იან. 2023· გამოქვეყნდა 24 მარ. 2022
  4. 12 მარ. 2021
წინა მუხლი 45შემდეგი მუხლი 47

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-24 · №18

0
ციტირებულია მუხლი
4
ცვლილება
ბოლო 2025-07-04
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

  • 45პასუხისმგებლობა გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევისთვის
  • 15გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების სხვა პირისთვის გადაცემა
  • 11განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 79⁸გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა
  • 79³გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა
  • 76¹გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისადმი ან მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის მიერ მავნე ნივთიერებების ორგანიზებული გაფრქვევისას დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად განსაზღვრის ვალდებულების შეუსრულებლობა ან/და დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის ელექტრონული სისტემის წარმოების შესახებ ინსტრუქციის მოთხოვნების დარღვევა

წყლის რესურსების მართვის შესახებ

  • 36პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისთვის

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 22პასუხისმგებლობა სალიცენზიო პირობების დარღვევისათვის. ლიცენზიის გაუქმება

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 28ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების შეუსრულებლობა
  • 21ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაუქმება

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 306²გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება

გარემოს დაცვის შესახებ

  • 35გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
306²2279⁸79³76¹3545151128213646
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…გარემოსდაცვითი შეფასებ…წყლის რესურსების მართვ…ლიცენზიებისა და ნებართ…სამრეწველო ემისიების შ…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026