Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიმუხლი 79³

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 79³. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევისა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

2.გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა, რამაც ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშში მოცემული ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის პარამეტრების დარღვევა (შეუსრულებლობა) გამოიწვია, – გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) დადგენილი ნორმის 5-ჯერამდე გადამეტების შემთხვევაში − 5 000 ლარის ოდენობით; ბ) დადგენილი ნორმის 5-დან 10-ჯერამდე გადამეტების შემთხვევაში − 15 000 ლარის ოდენობით; გ) დადგენილი ნორმის 10-ჯერ ან მეტჯერ გადამეტების შემთხვევაში − 45 000 ლარის ოდენობით.

3.გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მფლობელის მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღებად მიმართვის ვალდებულების შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

4.ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა:

1.გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული  მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მიუხედავად, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მფლობელისთვის დადგენილ გონივრულ ვადაში მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ჯარიმის სამმაგი ოდენობით.

2.ამ შენიშვნის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გონივრული ვადის გასვლის შემდეგ პასუხისმგებლობის დაკისრების (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მიუხედავად, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მფლობელისთვის განმეორებით დადგენილ გონივრულ ვადაში მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ჯარიმის ცხრამაგი ოდენობით. საქართველოს 2015 წლის 29 აპრილის კანონი №3489 – ვებგვერდი,14.05.2015 წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №909 – ვებგვერდი, 21.06.2017წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1715 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1448 – ვებგვერდი, 24.03.2022წ. საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1522 – ვებგვერდი, 13.05.2022წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №791 – ვებგვერდი, 04.07.2025წ. საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1748 – ვებგვერდი, 24.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №624 · ძალაშია 24 ივნ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 24 ივნ. 2026 – 1 სექ. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 7

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 სექ. 2026· გამოქვეყნდა 4 ივლ. 2025
  2. 24 ივნ. 2026
  3. 31 დეკ. 2022· გამოქვეყნდა 13 მაი. 2022
  4. 1 მაი. 2022· გამოქვეყნდა 24 მარ. 2022
  5. 1 იან. 2018· გამოქვეყნდა 21 ივნ. 2017

    79³ მუხლის პირველ–მე-3 ნაწილებში ამოღებულია მითითება „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ კანონზე და პირობების წყაროდ დასახელებულია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გადაწყვეტილება; გასამმაგების წესი მიემართება საქართველოს კანონმდებლობას.

  6. 14 დეკ. 2017

    79³ მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებში მინისტრის დასახელება შეიცვალა და პირობების შეუსრულებლობის პასუხისმგებლობა ახლა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის გადაწყვეტილებას უკავშირდება.

  7. 1 ივნ. 2015· გამოქვეყნდა 14 მაი. 2015
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 79²შემდეგი მუხლი 79⁴

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ოქტ. 2026 · №642

  • 7 ცვლილება · ბოლო 24 ივნ. 2026
  • ციტირებულია 3 მუხლი
  • 10 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 232

მიუთითებენ მასზე

მუხლი 208მუხლი 38მუხლი 84

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 79⁸გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა
  • 76¹გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისადმი ან მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის მიერ მავნე ნივთიერებების ორგანიზებული გაფრქვევისას დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად განსაზღვრის ვალდებულების შეუსრულებლობა ან/და დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის ელექტრონული სისტემის წარმოების შესახებ ინსტრუქციის მოთხოვნების დარღვევა
  • 79²გარემოზე ზემოქმედების ნებართვის (მათ შორის, გარემოსდაცვითი ნებართვის) პირობების ან ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით (მათ შორის, სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით) გათვალისწინებული პირობების დარღვევა

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

  • 46პასუხისმგებლობა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობისთვის. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 28ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების შეუსრულებლობა

შრომის უსაფრთხოების შესახებ

  • 21სამუშაო პროცესის შეჩერების შესახებ ზედამხედველი ორგანოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

  • 23გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიების განუხორციელებლობა
  • 20ზიანის/მნიშვნელოვანი ზიანის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ან/და შესარბილებლად აუცილებელი ღონისძიებების განუხორციელებლობა
  • 17გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების გარდაუვალი საფრთხის შესახებ ან მნიშვნელოვანი ზიანის შესახებ შეუტყობინებლობა

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 43კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის წარდგენისა და ამ გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების მოთხოვნების დარღვევა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 306²გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 136მშენებლობის შეჩერების შესახებ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
306²232208388479⁸76¹79²4346212320172879³
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…გარემოსდაცვითი შეფასებ…სამრეწველო ემისიების შ…შრომის უსაფრთხოების შე…გარემოსდაცვითი პასუხის…ნარჩენების მართვის კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026 · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა 28 ოქტ. 2026